მთავარი,სიახლეები

საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

19.12.2016
საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი ორგანიზაცია „იალქანი,“ საქველმოქმედო აქციას – „წერილები თოვლის პაპას“  ანახლებს. პროექტი ორი წლის წინ, მედიის მხარდაჭერით დაიწყო.

„სწორედ მათი დახმარებით მიიღო პროექტმა მასშტაბური სახე მიიღო და მასში აქტიურად ჩაერთნენ როგორც ბიზნესის, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კონკრეტული მოქალაქეები. მათი დახმარებით უკვე ორჯერ ვაჩუქეთ ბავშვებს ჯადოსნური დღესასწაული.

ჩვენი ბენეფიციარი ბავშვები  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან. მათ ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა“-ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

ორგანიზაცია იალქანი სთხოვს მოქალაქეებს და ორგანიზაციებს ჩაერთონ აქციაში – „წლის საუკეთესო თოვლის პაპა“, წაიკითხონ ბავშვების წერილები, ამობეჭდონ, მიაკრან ეს წერილი კონკრეტული ბავშვისთვის განკუთვნილ საჩუქარს და გააგზავნონ მისამართზე ბათუმი ჭავჭავაძის 27 ბ 16.

„ან გადმორიცხოთ თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია იალქანი-ს ანგარიშზე GE93 TB79 9073 6080 1000 04 მიუთითოთ კონკრეტული ბავშვის სახელი რომელიც მოცემული იქნება წერილში“.

„წერილები თოვლის პაპს“

„წერილები თოვლის პაპს“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: