ბათუმში ქალს ავტომანქანა დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში,  ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ქალს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით 30-35 წლის ასაკის ქალი „ქალა-ტვინის  დახურული დაზიანებით და მოტეხილობით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც მიყვანისთანავე გარდაიცვალა“. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც …

„ეს ტექსტი დიაგნოზია რექტორთა საბჭოსი და მთელი განათლების სისტემის“

2017 წლის 15 მარტს რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაშიც ესწრებოდა. მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგით საბჭოს უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის ვადებთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილა. ამავე სხდომაზე, როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორმა შეიტანა განცხადების ტექსტი, რომელიც რექტორთა საბჭოზე წაიკითხეს. ეს განცხადება 24 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა. ტექსტში …

ფურტიოს, ყინჩაურს, კვატიასა და მიმდებარე სოფლებს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკით, 27 მარტს, დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 3391 აბონენტს ზემო აჭარის სოფლებში: ფურტიოში, ყინჩაურში, კვატიასა და მიმდებარე სოფლებში. „ენერგო-პრო ჯორჯია“, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვებს წინასწარი გრაფიკით ახორციელებს, რასაც მიმდინარე სამუშაოებით ხსნიან. გრაფიკი კომპანიის ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ გრაფიკის გამოქვეყნებას მიმწოდებელს კანონი ავალდებულებს, თუმცა ხშირად არ არის …

პოლიციელების ავტომანქანების დაწვაში ბრალდებულები დააკავეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ “ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მალხაზ ბერიძე, გოდერძი გორგილაძე და შალვა ფევაძე პოლიციელებმა გუშინ, 24 მარტს დააკავეს. სამივეს ქვებისა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლის გარდა კონკრეტულად პოლიციელების ავტომანქანების განადგურება ედება ბრალად. “მე იმ დღეს სულ სხვა ტანსაცმელი მეცვა და არა ის, რაც აქ წერია… აშკარად რაღაც აერიათ,” – უთხრა …

ზურაბ პატარაძე პარლამენტში ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოსადმი ერთგულების და სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დღეს გვაქვს პატივი, ვიყოთ უწმინდესის და …

ბსუ-ში ფრანკოფონიის კვირეული დაიხურა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული  დაიხურა. კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს ატაშე სამეცნიერო და საუნივერსიტეტო დარგში, ტერი ბურტე და ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე სტუმრობდნენ. მათ ფრანგული ენის მნიშვნელობაზე, სასწავლო და სამეცნიერო თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ორგანიზატორთა ინფორმაციით, „პროექტი მიზნად ისახავს ფრანგული ენის პოპულარიზაციას, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებას, აბიტურიენტთა …

ბოტანიკურ ბაღში 70-მდე ჯიშის კამელია გამოიფინა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა მიმდინარებს. გამოფენა 14:00 საათზე დაიწყო და დღეს, საღამომდე გაგრძელდება. 70-მდე ჯიშის მოყვავილე კამელია და ბაღში გამოყვანილი ჰიბრიდები, ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში, პანორამულ გადასახედზეა გამოფენილი. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, კამელიების ნერგები ადგილზე შეიძინონ. კამელიების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, თითქმის ყოველ გაზაფხულს იმართება.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად ბათუმში ევროკავშირის დროშებს აღმართავენ

ბათუმში, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყების აღსანიშნავად, ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. ერთადერთი აქტივობა, რასაც აჭარის მთავრობა გეგმავს, ადმინისტრაციულ შენობებზე ევროკავშირის დროშების აღმართვაა. „დროშების კუთხით შევუერთდებით, მაგრამ ცალკე რაიმე ღონისძიება დაგეგმილი არ არის. ყველა ადმინისტრაციული უწყების შენობის თავზე, სადაც აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშა, ევროკავშირის დროშაც აღიმართება. რომ ყოფილიყო რაიმე კამპანია დაგეგმილი, სიამოვნებით ჩავერთვებოდით, თუმცა ასეთი რამ არ …

ბათუმის გამწვანების სამსახური 13 შტატის დამატებას ითხოვს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ლევან ჭანუყვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სამსახურში 13 თანამშრომლის დამატება სურს. მისი თქმით, ამჟამად, ლანდშაფტური მიმართულებით მხოლოდ სამი პირია დასაქმებული, რაც ეფექტური მუშაობისთვის საკმარისი არ არის. „ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ლანდშაფტური დაგეგმარება და ვითხოვთ 13 ადამიანის დასაქმებას, თუმცა, საკრებულო ჯერ-ჯერობით თანხების უქონლობის მოტივით, შტატების დამატებაზე უარს გვეუბნება. …

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დააკავეს

“ბათუმის აქციის” კიდევ სამი მონაწილე დღეს, 24 მარტს დააკავეს სამართალდამცველებმა. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ბათუმის საქალაქო სასამართლო 25 მარტს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ სამივე მათგანს ბრალად ედება მასობრივი არეულობის მოწყობა, ასევე პოლიციელსა და საჯარო უწყებებზე თავდასხმა. შსს-ს ცნობით, სამივე ბრალდებული სრულწლოვანია და ისინი დღის სხვადასხვა მონაკვეთში დააკავეს. “ბათუმის აქციის საქმეზე” …

მოქალაქემ პატრულს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე ქეთი პაპავამ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო. ქეთი მიმდინარე წლის 13 იანვარს ქობულეთში დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ, როცა ის ბათუმიდან ოჯახთან ერთად სვანეთისკენ მიემგზავრებოდა. პატრულ-ინსპექტორის, დავით ბერიძის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქეთი პაპავას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ქობულეთში 20 ლარით დაჯარიმებულმა ქეთი პაპავამ პატრულს მაშინვე მოსთხოვა წარმოედგინა …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში და სარჩელი ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

„აჭარის ტელევიზიის“ მმართველთა საბჭოს უკვე ყოფილი წევრი, ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დავას აპირებს. მიზეზი გათავისუფლების ბრძანებაა, რომელსაც ნათია კაპანაძემ ხელი უკვე მოაწერა. ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ დირექტორი მას განცხადების დაწერას აიძულებდა. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, „აჭარის ტელევიზიის“ ოპერატორმა ტელევიზიის სტიკერიანი ვიდეო კამერით ერთ-ერთ ქორწილი გადაიღო, რაც გახდა ირაკლი ბარამიძის გათავისუფლების საფუძველი. „იმ დღეს …

დღეს ღამით რამდენიმე ქუჩას ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყალი“ წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებს, რის გამოც 00:00 საათიდან, 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ?ლერმონტოვის ქუჩას – გორგასალიდან ჭავჭავაძემდე; ?ჰ. აბაშიძის ქუჩას – ფარნავაზ მეფიდან ჭავჭავაძემდე; ?ს. ხიმშიაშვილის ქუჩას – ჭავჭავაძიდან პუშკინამდე; ?ფარნავაზ მეფის ქუჩას – 26 მაისიდან სელიმ ხიმშიაშვილამდე; ?ფალიაშვილის ქუჩას. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის …

ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი გამოეხმაურა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გასტროლი დაგეგმილი არ ყოფილა. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე საკრებულომ იმსჯელა და დაამტკიცა. „…როდესაც აიპი კულტურის ცენტრის რომელიმე შემოქმედებითი კოლექტივი გადაადგილდება საზღვარგარეთ, ამისთვის საჭიროა მერის ან მერიის რომელიმე კურატორის წერილობითი თანხმობა, რომელიც …

მორიგი ხე ზღვაში – ფოტოამბავი

24 მარტს აჭარის სანაპიროდან ბარჟით მორიგი ხე გადააქვთ. ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ გადაიღო ამ ფაქტის ამსახველი ფოტო. პირველი ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგური პარკისთვის შარშან, 23 მარტს გადაიტანეს. ______________________ ერთი წლის წინ, პირველი ხე ზღვაში.

საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ  24 მარტს დაასრულა არსებითი განხილვა სარჩელის, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ნებისმიერ მოქალაქეს საერთო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება მიეცემა. დღევანდელი მდგომარეობით, მოქალაქე სასამართლოს  გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაეცნოს, თუკი მხარეები [მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორი და ადვოკატი] თანახმა იქნებიან, გასაჯაროვდეს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში, თუკი ის მოქალაქეს გადმოეცა, დაშტრიხული …

შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი

ბათუმის საკრებულოს წევრები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრას და ბათუმში გადატვირთული მოძრაობის, ასევე პარკინგის პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივ მსჯელობას გეგმავენ. ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა. „ … ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება პოლიციის უფროსი დავიბაროთ საკრებულოში, მას არ აქვს ვალებულება შეგვხვდეს. ამიტომ ამას უფრო თხოვნის სახე ექნება. მარტის აქციამდეც მქონდა ასეთი ინიციატივა, მაგრამ არ …

17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ

17 წლის მაქსიმი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 11-12 მარტის ბათუმის აქციის შემდეგ დააკავეს სამართალდამცველებმა. მაქსიმს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მანქანის დაწვა ედება ბრალად. განაჩენის გამოტანამდე, ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მაქსიმს სკოლაში არასდროს უვლია, ისევე როგორც მის უმცროს და-ძმებს. მაქსიმს ჰყავს ფეხმძიმე ცოლიც, რომელსაც ასევე არასდროს უვლია სკოლაში. ბათუმში, ჭაობის დასახლების ერთ-ერთი ქუჩაზე, მოუწყობელ და …

ხეების მოჭრა თუ „სანიტარული ჭრა“? – ოპოზიცია ამბობს, რომ ხეებს ივანიშვილის ხის გადასატანად ჭრიან

დღეს, 24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქობულეთში, ციხისძირში, ხეების მოჭრის ფაქტს გამოეხმაურა. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ციხისძირში ბოლო ორი დღის მანძილზე ასობით ხე მოჭრეს, რასაც არ ადასტურებს ქობულეთის „გამწვანების“ ხელმძღვანელი, ვახო ნემსაძე. მისი თქმით, „გაწვანების“ სამსახური სანიტარულ ჭრას ახორციელებს ავტოტრანსპორტის თხოვნით, რაც გზის გასწვრივ ხეების ტოტების მოჭრას ითვალისწინებს. „ბობოყვათის რეზიდენციასთან ხეები არ იჭრება, …

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლი რუსეთში

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლი რუსეთის 15 ქალაქში გასტროლისთვის ემზადება. რატომ გადაწყვიტეს გასტროლები იმ ქვეყანაში, რომელიც მავთულხლართების გამოყენებთ ოკუპაციის საზღვრებს საქართველოში პერიოდულად აფართოებს? – რუსეთში კონცერტების გამართვა მერიაში უხერხულობას არ უქმნით. მერიის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ანა სიხარულიძის განმარტებით, მიწვევა რუსეთიდან მიიღეს და ხარჯებსაც „მიმპატიჟებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.“ „… ანსამბლისთვის მნიშვნელოვანია გასტროლზე წასვლა. უფრო ადვილია გასტროლები რუსეთში, რადგან ბევრად …

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს

კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელმაც თებერვალში მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობები და მიწის ნაკვეთი იყიდა, ქობულეთში, ამჯერად სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებული 591 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – საერთო ფართობით – 50,1 კვ/მ, …

ბათუმში, ლონდონის სკვერში, ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად კონსტრუქცია წითლად განათდება

„გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“ – ასეთია წელს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღის სლოგანი. ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 24 მარტს აღინიშნება. დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ. დღეს, 24 მარტს, 14:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა ფთიზიატრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. ტუბერკულოზი განკურნებადია, მაგრამ მაინც ეპიდემიას წარმოადგენს …

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჭინკაძეების მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის რეაბილიტაციას გეგმავს. მეჩეთზე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივმა მუსლიმებმა  გასულ წელს დაიწყეს სამუფთოს ფინანსური დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.  მეჩეთს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მეტალო-პლასმასის ფანჯრები გაუკეთეს და თუნუქით გადახურეს. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე საკულტო ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სააგენტომ მას შემდეგ შეიტყო, როცა …

ბათუმის მერია გასაყიდი ქონების ნუსხას ზრდის

ბათუმის მერია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შეტანას გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით ნუსხას კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართობი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #25-ში და ათი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაემატება. მათ შორის რამდენიმე პირობიანი აუქციონის წესით, რამდენიმე კი უპირობოდ გაიყიდება. მერიას გასაყიდად გამოაქვს ასევე მერიის ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანები, რომლებიც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით შეკეთებას აღარ ექვემდებარება და „პრაქტიკულად …

ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ძმები ნობელების მუზეუმში

ძმები ნობელების მუზეუმმა 23 მარტს ქართული ჟურნალისტიკისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  აჭარაში სხვადასხვა დროს  გამომავალი გაზეთები: გაზეთი „აჭარა“, ჟურნალი „ჭოროხი“, გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“, გაზეთი „ბათუმელები“. გამოფენას ფონად გასდევდა   ოქროს ფონდში დაცული ხმები – რომელის რადიო აჭარის მიერ იყო ჩაწერილი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო “აჭარის ტელევიზიისა” და “TV 25-ის” მიკროფონები, ლოგოები, ხოლო ეკრანზე ამ ორი არხის …

სახალხო დამცველი მშენებლობებზე დაღუპული მუშების ფაქტებს ეხმაურება

სახალხო დამცველი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სამშენებლო ობიექტებზე მუშების დაღუპვის ფატქებს ეხმაურება და ხელისუფლებას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავსირებით შექმნას სთხოვს. „გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 15 მარტს თბილისში მშენებლობაზე დაიღუპა მუშა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა. 2017 წლის 21 მარტს, ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგიკული შემთხვევების გამო და …

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

შოთა გუჯაბიძე. ნაწყვეტი წიგნიდან „ბათომი“. 1921 წლის მარტია. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ბათუმშია და თავისი არსებობის ბოლო წუთებს ითვლის. წითელი დროშა კი ფრიალებს თბილისზე, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. ამასობაში თურქებმა დრო იხელთეს და ბათუმი და მისი შემოგარენი დაიკავეს. მთელი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად იყო მობილიზებული და ბათუმის დასაპყრობად უკეთეს დროს ვერც იშოვიდნენ. პოლკოვნიკმა ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის …

ენმ: პროკურატურამ ცალკე წარმოებად უნდა გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია

დღეს, 23 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე ხელისუფლებისგან მოითხოვა, პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყოს სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების ვერსია: „გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გია ხალვაშმა ცალსახად დაადასტურა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება… შსს-ს ინფორმაციით, ამ განცხადების საფუძველზე დაწყებულია გენერალურ ინსპექციაში გამოძიება, რაც ცალსახად …

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 23 მარტს, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა, 1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენეს და მათ საფლავზე მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. 1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა საფლავის ძიება და …

მუხრან ვახტანგაძის ტურნირისა და „ბათუმის დინამოსთვის“ მერია დაფინანსებას ზრდის

ბათუმის მერია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, პროექტის მიხედვით , რომლის დამტკიცებაზეც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 24 მარტს სხდომაზე უნდა იმსჯელოს, ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 4 მილიონ 301 ათას 900 ლარით იზრდება. ამ თანხიდან ძირითადი ნაწილი ინფრასტრუტურულ პროექტებზე გადანაწილდება. იგეგმება „ბათუმის დინამოს“ კაპიტალის გაზრდაც, ცვლილებების შესახებ ბიუჯეტის პროექტში „ბათუმის დინამოსთვის“ 290 ათასი ლარი გაითვალისწინეს. გარდა ამისა 15 ათასი ლარით …

პატიმრის სარჩელი: ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი არაჰუმანურია

პატიმარი გიორგი ქართველიშვილი რვანახევარი წლით გახანგრძლივებულ პატიმრობას ასაჩივრებს. პატიმრის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. სარჩელის მიზანი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობაა. ეს მუხლი ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციის მიმართ არაერთგზის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სასჯელის სახით თავისუფლების აღვეთის შეფარდებას რვიდან ათ წლამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელი არაჰუმანურია. გიორგი ქართველიშვილი 1998 წლიდან პატიმარია. 2012 წელს, …

მოქალაქე: წუხელ, სავარაუდოდ, სამი ოჯახი გაგვქურდეს

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახიდან აცნობეს, წუხელ, 23 მარტს, ბათუმში, გოდერძი ჩოხელის ჩიხში, სავარაუდოდ სამი ოჯახი გაქურდეს. სახლის გაქურდვის ფაქტი ასევე დაფიქსირდა ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ჩვენი სახლიდან წაღებულია კომპიუტერები და სხვა აპარატურა. თანხაც. ხალხი გარეთაა და ამბობენ, რომ მეზობლებთანაც იგივე მდგომარეობაა. მგონი სამ სახლში მაინც არის ქურდი შესული. პოლიცია გამოვიძახეთ. ალბათ გაარკვევენ ზუსტად რამდენი სახლია გაქურდული“, – …

უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ახალი ხელმძღვანელი: შემოთავაზება დავით გაბაიძისგან მივიღე

აჭარის უმაღლესი საბჭოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ფერიდე უსტიაშვილი დანიშნეს. ის ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, საპარლამენტო არჩევნების დროს კი, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის, ამჟამად კი პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის წინასაარჩევნო პროცესში იყო ჩართული, მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა …

„ელექტროსისტემა“ ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ 272 ხეს მოჭრის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამჯერად ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები: კაკლის ხე (Juglans regia L) – 3 ინდივიდი; ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 60 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus …

„ეთერში ვართ“ – გამოფენა ბათუმში

2017 წლის 23 მარტს, 15 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი მასპინძლობს ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ გამოფენას „ეთერში ვართ“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის ტიპური მეცნიერის მისაღები ოთახი, სადაც ნაჩვენები იქნება ის  სხვადასხვა მედიასაშუალება, რომლებსაც  იმ ეპოქაში  აქტიურად ეყრდნობოდნენ: გაზეთი „აჭარა“, „აჭარის ტელევიზია“, რადიო „აჭარა“, ჟურნალი „ჭოროხი“, გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“, „ტელეარხი 25“ და გაზეთი …

ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა). „ქართულ სუფრას“, ბრძანების მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა …

Exit mobile version