ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი საკრებულოს სხდომებსაც კი არ ესწრება. თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადის, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ირაკლი მიქელაძე გერმანიაში იმყოფება მეუღლესთან ერთად. საზღვარგარეთ ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარეს არც იმაში უშლის ხელს, რომ საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილი ლიმიტი აითვისოს. სამსახურში მიუსვლელად …
Category Archives: მთავარი
მთავრობის თავმჯდომარე კ2-ზე შუამდგომლობის უფლებას არ თმობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიუღებელია ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომ მას კ2-ზე შუამდგომლობის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომს“ ოფიციალურად მისწერა [კ2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც უკვე დამტკიცებულ ან მიმდინარე სამშენებლო პროექტზე სიმაღლის გაზრდას გულისხმობს]. „ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილს მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს ხელს, თუმცა „ბათომი“ ამ საკითხზე ზურაბ პატარაძის პოზიციით იყო …
Continue reading “მთავრობის თავმჯდომარე კ2-ზე შუამდგომლობის უფლებას არ თმობს”
მერიამ ბათუმში დასარგავი ყვავილების რაოდენობა ასი ათასით შეამცირა
მერიის გამწვანების სამსახური მიმდინარე წელს 180 ათასი ლარის ყვავილების დარგვას გეგმავს. ნაწილი დაირგო თუმცა, საგრძნობლად შესამჩნევია, რომ სკვერებში წინა წელთან შედარებით, ნაკლები ყვავილებია. გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ერთწლიანი ყვავილების რაოდენობა ქალაქში წელს 100 ათასი ერთეულით შეამცირეს. რატომ შეამცირეს ყვავილების რაოდენობა და რა ცვლილება იგეგმება „იუნკერების სკვერში“? – მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი, …
Continue reading “მერიამ ბათუმში დასარგავი ყვავილების რაოდენობა ასი ათასით შეამცირა”
ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 31 მაისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით – 10-15 გარდუსი, ხოლო დღისით 22-27 გრადუსი. მთის რაიონებში- ღამით 7-12, დღისით – 15-20 გრადუსი. დროგამოშვებით წვიმაა ბათუმში მოსალოდნელი პირველ და 2 ივნისს.
ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია]
ამავე თემაზე: საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]
ბრალდებული: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ულუკმაპუროდ დამტოვა
„არ მინდა ჩემი ვინაობის გაჟღერება, ისედაც პრობლემაა ცხოვრება, არადა, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი…“ – გვითხრა ილია ხ.-მ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. მას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ედავებიან. დაახლოებით სამი წლის წინ ილია ხ. მარიხუანას მოხმარებისთვის გაასამართლეს და ავტომანქანის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილებით, ილია ხ.-ს სასჯელის სახით სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესეს, მათ შორის, ავტომანქანის მართვა. საქმიანობის …
Continue reading “ბრალდებული: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ულუკმაპუროდ დამტოვა”
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი მოეწყობა
ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის (შქერნალის მიმდებარე ტერიტორია) ინფრასტრუქტურის მოწყობას „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“ გეგმავს. ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შენობების საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოებში კი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, საკუთარი ბიუჯეტიდან, მაქსიმუმ 112 750 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი 19 ივნისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს. პრეტენდენტმა ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს: [checklist] ბილეთების ჯიხურის მშენებლობა; …
„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა
„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. „ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ!“ – ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს „ლიბერთი ბანკის“ დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლისადმი. საზოგადოების წინაშე სოციალური ვალდებულებების მნიშვნელობის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი საუბრობს. ბატონო ალექსი, რას ნიშნავს „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა? რატომ არის თქვენთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი? „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა არის …
Continue reading “„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა”
შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული
შს სამინისტროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის სარფში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის …
Continue reading “შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული”
GIPA-ფრიდმანის პრიზი-2017
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში. საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 1-ელ ივნისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან როგორც მედიასაშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. საპრიზო ფონდი შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1-ელი ივნისი. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, …
ბოსტნები შუაგულ ბათუმში [ფოტოამბავი]
ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროდან 10 წუთის სავალზე თუ გრიბოედოვის ქუჩაზე ჩაუხვევთ, მაღალსართულიანი კორპუსების მიღმა ბოსტნებს იპოვით. ქალაქების ურბანული განაშენიანება, ერთი შეხედვით, ბოსტნების მოსაწყობად არახელსაყრელია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ თავიანთი მიკროკლიმატი შექმნან.
კონკურსი რვა ვაკანსიაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რვა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა. სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს: [checklist] საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსს და ამავე დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს; სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტს და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტს. [/checklist] სამინისტრომ კონკურსი გამოსცხადა ასევე შემდეგ თანამდებობებზე: [checklist] ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი ქონების მართვისა და …
Continue reading “კონკურსი რვა ვაკანსიაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში”
სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს
მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურში, ბათუმიდან მანქანით დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილმა ეროვნული პარკის სტატუსი 2012 წელს მიიღო. პარკში ახლა ადმინისტრაციის შენობა და ვიზიტორთა ცენტრი შენდება. მშენებლობა ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ხელს არ უშლის აჭარის ველური ბუნების დათვალიერების მსურველებს, მოინახულონ პარკი. მურყნის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები – ეს არის ის, რის …
Continue reading “სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს”
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა [ფოტო]
ბათუმში, ცხრა მარტის ქუჩაზე, მდებარე სინაგოგა ინგრევა.
გამოფენა – „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი’’
2017 წლის 30 მაისს, 16 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი საექსპოზიციო კუთხე გაიხსნება, რომელიც ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის და მისი გენერალური კონსტრუქტორის, ჩვენი თანაქალაქელის, აკადემიკოსის და გენერალ – მაიორის, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას. კოსმოსური ობიექტის ღია კოსმოსურ სივრცეში წარმატებული გამოცდა და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადასვლა საქართველოს …
Continue reading “გამოფენა – „პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი’’”
ბათუმის მერია 2018-2021 წლების პრიორიტეტების განხილვას იწყებს
ბათუმის მერია 31 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს. მერიის ინფორმაციით, განხილვებს მერისა და საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. საჯარო განხილვები სამი დღის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით გაიმართება: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 31.05. 16:00სთ. განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი …
Continue reading “ბათუმის მერია 2018-2021 წლების პრიორიტეტების განხილვას იწყებს”
სოფელ კობალთაში ათი ოჯახი გზის გარეშე დარჩა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სოფელ კობალთაში, სასოფლო გზაზე, მთა დღეს, 29 მაისს, დილით ჩამოიშალა, რამაც საუბნო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. გამგებლის თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. „საკმაოდ დიდი მასა ჩამოიშალა, მეწყერთან ახლოს, სოფელ კობალთაში დასახლება არ არის, თუმცა სოფელ ერდვათში ორი ოჯახი ცხოვრობს, რომლებმაც სახელმწიფოს …
Continue reading “სოფელ კობალთაში ათი ოჯახი გზის გარეშე დარჩა”
რა გამოავლინა ექსპერტიზამ – „ბათუმის აქციის საქმე“
„აი, თუ არ წერია ექსპერტიზის დასკვნაში ის, რასაც ვამბობდით,“ – მიმართა ადვოკატებს პროკურორმა რამაზ შავაძემ, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინა. სხვადასხვა მიმართულებით დანიშნული ექსპერტიზიდან ამ ეტაპზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. ექსპერტებმა ამ შემთხვევაში ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები შეისწავლეს, სადაც ბრალდებულები არიან დაფიქსირებული. „95 პროცენტ შემთხვევაში ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ …
Continue reading “რა გამოავლინა ექსპერტიზამ – „ბათუმის აქციის საქმე“”
„ბაბილონ თაუერი“ – დაუსრულებელი მშენებლობა ბათუმის ცენტრში
უკვე სამ წელზე მეტია ბათუმში ჩამოსულ დამსვენებელს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩის N30-ში, დაუსრულებელი მშენებლობა, მაღლივი კარკასი, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ხვდება. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ამ ადგილზე ინვესტორს 47-სართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. აჭარის მთავრობამ კომპანიას მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გადაუვადა ისე, რომ პირობის დარღვევისთვის ერთხელაც არ დაუჯარიმებია. აჭარის ფინანსთა …
Continue reading “„ბაბილონ თაუერი“ – დაუსრულებელი მშენებლობა ბათუმის ცენტრში”
უმაღლესი საბჭოს წევრის მანქანა ტრაილერმა დააზიანა
რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონის სამსახურებრივ ავტომანქანას ტრაილერი დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახება მსუბუქი იყო და არავინ დაშავებულა. დეპუტატი მანქანაში არ იმყოფებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევა ადმინისტრაციული იყო და ტრაილერის მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა.
„რვაფეხას“ რესტავრაცია დაიწყო
კაფე „ფანტაზიის“, ე.წ. „რვაფეხას“ სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აწარმოებს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „რვაფეხა“ ბათუმის ბულვარში მდებარეობს. „ობიექტი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, იფუნქციონირებს კაფე, სპეციალურად მოეწყობა კაფემდე მისასვლელი გზა, ასევე იმუშავებს პატარა შადრევნებიც“. ამ ეტაპისთვის ინფორმაცია სამუშაოების დასრულებასა და პროექტის ღირებულების …
საჯარო შეხვედრა: საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია
ბათუმში, 30 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა [NDI] და ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ბიუროს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე „საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია“. შეხვედრაზე NDI-ის წარმომადგენელი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ევროკავშირისა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობებს საქართველოში. პრეზენტაციის შემდეგ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ისაუბრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის …
Continue reading “საჯარო შეხვედრა: საგარეო პოლიტიკა – ევროკავშირი და ვიზა ლიბერალიზაცია”
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტო: ველობილიკზე ქვეითების გადაადგილება არ შეიძლება
ბათუმში, ახალშეღებილ ველობილიკზე, დღეს, 29 მაისს, მოქალაქე წაიქცა. შემთხვევა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ველობილიკზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება, თუმცა მოქალაქეები მაინც დადიან. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ველობილიკზე არც საბავშვო ეტლის გადაადგილებაა ნებადართული. „ის მოქალაქე, რომელიც ველობილიკზე დაეცა, რამდენჯერმე გააფრთხილეს. ველობილიკზე, გარდა იმისა, რომ შემოსაზღვრულია ლენტებით, ადგილზე მანქანა მუშაობს, რომელიც ღებავს ბილიკს, ამის მიუხედავად, ადამიანები …
შეშის ღუმელი მარწყვის სათბურში [ფოტოამბავი]
ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემის ცენტრში, სკოლა – პანსიონის გვერდით, განთავსებულ სათბურში მერისელ ფერმერს, ბადრი წითელაძეს, სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი გამოჰყავს. სათბურში შეშის ღუმელი დგას და მაშინ, როდესაც მერისში ტემპერატურა რვა გრადუსზე ნაკლებია, ფერმერი მარწყვს ღუმელს უნთებს. „ცივ ამინდში მარწყვი დამწიფებას ვერ ახერხებს, მინიმუმ რვა გრადუსი სითბო უნდა იყოს სათბურში და როდესაც ტემპერატურა ეცემა, ღუმელს ვანთებ, ასე …
Continue reading “შეშის ღუმელი მარწყვის სათბურში [ფოტოამბავი]”
როდის მოწესრიგდება ქობულეთის პლაჟი
ქობულეთში ზღვის სეზონი ჯერ არ გახსნილა. ამ დროისთვის არც პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოებია დასრულებული. ქობულეთის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 10 დღეში პლაჟი დასუფთავდება და სეზონი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. „თამარ მეფის ქუჩაზე განახლდა საკანალიზაციო სისტემა, ეს გამგეობას 383 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის ღორღის შეტანას, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ზუსტ თანხას ვერ …
EcoGas – იაფი და უსაფრთხო, თხევადი აირის უპირატესობა
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]უფრო იაფი და უფრო უსაფრთხო[/highlight] – ეს ის ორი მთავარი მიზეზია, რის გამოც თქვენი ავტომობილი საწვავისა და ბუნებრივი გაზის ნაცვლად თხევადი გაზის მოხმარების სისტემაზე უნდა გადაიყვანოთ. თხევადი გაზის სისტემის დაყენება თქვენს ავტომობილში უპროცენტო განვადებითაც შეგიძლიათ. დამონტაჟებისთვის საჭირო 1 000 – 1 500 ლარის კომპენსირებას თხევადი გაზის უფრო იაფი ღირებულებით მაქსიმუმ 6 …
Continue reading “EcoGas – იაფი და უსაფრთხო, თხევადი აირის უპირატესობა”
მთავრობა პეტიციების წარსადგენად ელექტრონულ პორტალს ქმნის
საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესები და პირობები დაამტკიცა. „ამ წესისა და პირობების დამტკიცების მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში. აღნიშნული წესისა და პირობების მოქმედება გავრცელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით საქართველოს მთავრობის …
Continue reading “მთავრობა პეტიციების წარსადგენად ელექტრონულ პორტალს ქმნის”
„ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სოფლის განაპირა მხარეს, სამნიძეების სამსულიანი ოჯახის ხის ორსართულიანი სახლია. სახლის პირველ სართულზე, შესასვლელში, აივანი ნახევრად ჩამოშლილია, მორყეულია აივანთან დამაკავშირებელი ხის კიბეებიც. მეორე სართულზე შენობას კარ-ფანჯარა არ აქვს და სიცარიელეს ალაგ-ალაგ მიფარებული ხის ძელები ფარავს. გაუმართავი და ნახევრად ჩამოშლილია მეორე სართულზე შენობის მთავარი საყრდენი კედლებიც. ამ სახლში თინა თებიძე ქმართან და მცირეწლოვან …
Continue reading “„ჯერ საპენსიო ასაკისაც არ ვართ“ – სამნიძეების გასაჭირი”
აჭარაში ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენის პროექტი იწყება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტი ბათუმში არსებულ სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინეს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი. პროექტის ფაგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება: • შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, პროტოკოლ-გაიდლაინები და სასწავლო-მეთოდური მასალა; • …
Continue reading “აჭარაში ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენის პროექტი იწყება”
თემურ ქარცივაძე: რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას სოციალური შემწეობების მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე გამოეხმაურა. „ბათუმელებთან“ საუბარში თემურ ქარცივაძემ თქვა, რომ რეზო ხარაზის მიერ გაჟღერებული ციფრი, რომ სოციალური შემწეობა აჭარაში 2 391 ოჯახს მოეხსნა, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი, რომ აჭარის მთავრობამ მოუხსნა თურმე ოჯახებს სოციალური შემწეობა, არის სიცრუე, რადგან სოციალური შემწეობის …
Continue reading “თემურ ქარცივაძე: რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას”
ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა
დღეს, 29 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა. „ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში – 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479-ს, ხელვაჩაურში – 279-ს, ქედაში – 277-ს, შუახევში – 284-ს, ხულოში კი – …
Continue reading “ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა”
თუ ინგლისურის შესწავლა ან განმტკიცება გსურთ – გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები/Intertnational Exchange Programmes დაინტერესებულ პირებს აძლევს საშუალებას საკუთარი ცოდნა გაიღრმავონ ინგლისურ ენაში, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები და საინტერესოდ გაატარონ დრო უცხოეთში. წელს პროგრამა გეგმავს მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამას მალტასა და ინგლისში – ბიზნეს-ინგლისურში, სწავლების მეთოდიკასა და ზოგად ინგლისურში, ასევე, იგეგმება სასწავლო პროგრამები და საზაფხულო ბანაკები მალტაზე, სადაც პროგრამის ფარგლებში, სხვა გასართობი პროგრამის გარდა, შედგება საკრუიზო ექსკურსია …
ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრზე, ქალაქ ქობულეთში, რკინიგზის გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია. სარემონტო სამუშაოების გამო, ქობულეთში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე [ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ], ავტოტრანსპორტის მოძრაობა 27 მაისიდან აკრძალული იყო. ამ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის გავლით. დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა 30 მაისის …
Continue reading “ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”
შვლის ნუკრი ახალშენიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას ახალშობილი შველი დაინახა. შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 4-5 დღის შველი ნახეს. შველს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედმახედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. შველი ბათუმიდან …
Continue reading “შვლის ნუკრი ახალშენიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს”
ქალაქი შენი ფანჯრიდან
სახლი ზღვის ხედით – ამ მომხიბვლელი შეთავაზების გამო ბათუმში კონკრეტულმა მოქალაქეებმა ბინის შესაძენად გაცილებით ძვირი გადაიხადეს. ბინის შეძენიდან მალე მათი სახლების წინ მენაშენეებმა ახალი სამშენებლო პროექტი წამოიწყეს, იმავე შეთავაზებით – სახლი ზღვის ხედით. ძველ მობინადრეებს ზღვის ხედის ნაცვლად ახლა ყრუ კედლის ან მოპირდაპირე სახლის ფანჯრებში მეზობლების ცქერა უწევთ. ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც ბათუმის …
საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. საია ეხმიანება სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს – მუსტაფა ემრე ჩაბუქს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტისა და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს …
Continue reading “საია: საქართველომ დემირელის კოლეჯის მენეჯერი თურქეთს არ უნდა გადასცეს”