მთავარი,მულტიმედია

თამბაქოს ყვავილობა [ფოტო]

30.11.2017 • 9180
თამბაქოს ყვავილობა [ფოტო]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილ

ხის ნალიაზე გაფენილი, თოკზე ასხმული ან როგორც აჭარაში ეძახიან „ანემსილი“ თამბაქოს ფოთლები წლის ამ დროს აჭარული პეიზაჟის განუყრელი ნაწილია. მაშინ, როცა ყველაფერი ფერს იცვლის, ყვითელსა და ყავისფერში გადადის, მხოლოდ თამბაქოს პლანტაციები ხასხასებს მწვანედ.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ზემო აჭარის სოფლებში ბოლო წლებში თამბაქოს კულტურის მოყვანა განაახლეს. თამბაქოს წლის განმავლობაში ხუთჯერ კრეფენ, ფოთლებს ძაფზე ასხამენ და ყველგან ფენენ, სადაც მზის სხივი ხვდება.
ისე ხდება, რომ თამბაქოს პლანტაციებში უმეტესად მუშაობა ქალებს უწევთ, ისინი ეზიდებიან ნედლი ფოთლებით სავსე გოდრებს და გასახმობად ფენენ.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მას შემდეგ, რაც თამბაქო გამოშრება, ის გასაყიდად ბათუმში ჩამოაქვთ და გადამყიდველებს აბარებენ. ერთი კილოგრამი თამბაქოს ჩაბარების ფასი საშუალოდ 30-70 ლარია. ფასი დამოკიდებულია თამბაქოს ხარისხზე. ცალკე გამოყოფენ ქედის თამბაქოს, რომლის ფასიც (1 კგ) სტაბილურად 50 ლარია.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით მეთამბაქოობა აჭარაში განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო და ოჯახებისთვის მთავარ შემოსავლის წყაროს წაროადგენდა. მოგვიანებით კი დარგი მიივიწყეს. დღესდღეობით ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში მოჰყავთ თამბაქო.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

თამბაქოს ყვავილი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გასულ წელს აჭარაში 286 ტონა თამბაქო მოიყვანეს. აქედან ყველაზე მეტი ქედაში – 230 ტონა.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: