უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

ხვალიდან აჭარაში ორი დღით, პერიოდულად გამოიდარებს, თუმცა შემდეგ ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი – ასეთია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი. „ხვალ, 13 ოქტომბერს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში 20-15 გრადუსი იქნება, მთაში – 10-15 გრადუსი. 14 ოქტომბერს შენარჩუნდება უნალექო ამინდი, 15 და 16 ოქტომბერს კი აჭარაში მოსალოდნელია …

„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურში: ხალხს ციფრებით ლაპარაკი არ აინტერესებს

ხულოს საკრებულოს წევრი მურად გორგაძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობას აპირებს. იგი ხულოს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ახლა „ევროპულ საქართველოშია“ და ამბობს, რომ ხელვაჩაურში „ყველა პრობლემას აღმოფხვრის“. როგორ და რა ფინანსური რესურსით? – ამ კითხვებზე საპასუხოდ მურად გორგაძემ გვითხრა, რომ ციფრები არ ახსოვს, თუმცა პროგრამა გაწერილია და იგი სამუშაო ოთახში დატოვა, რადგან, მისი …

ზღვისპირა ქალაქის შემოდგომა – ბათუმში ტურისტული სეზონი სრულდება

ერთი შეხედვით, ტურისტებისგან უცებ დაცლილ ქალაქზე სევდიანი არაფერია. ბულვარის კაფეში მთქნარებით უყურებს მიმტანი გოგო თურქულ სერიალს. შემოდგომის წვიმების სეზონი იწყება, ზღვა საშიშრად ტყვიისფერდება. შეფუთულია ატრაქციონები. ქალაქი ათასობით დამსვენებელმა დატოვა. სამუშაო საათებში ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებშიც კი კანტიკუნტად ნახავთ ადამიანებს. სამაგიეროდ წვიმიან ბულვარში შეგხვდებიან შეყვარებულები, მზე და წვიმა თანაბრად რომ უხარიათ. პლაჟზე ცარიელი შეზლონგები დარჩა, ბუნგალო წვიმისა და …

ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

12 და 13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს გამართავს, რომელიც დელფინარიუმის, თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით ტარდება. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაცია იტყობინება, სემინარის მიზანი შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება. „სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები. ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, …

ცვილის მუზეუმის ბედი ისევ გაურკვეველია – მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტება

„დღემდე გამოკეტილი ცვილის ფიგურებისა და ბათუმის მუზეუმები აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ტურიზმის მიმართ, ასევე უნიათობას და კორუფციას,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ლევან ანთაძემ. იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ვერ მიიღო პასუხი, რატომ დაიხურა მოქმედი ცვილის მუზეუმი, ან რატომ ვერ გაიხსნა სამი წლის განმავლობაში ხულოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აბანოში მოწყობილი ბათუმის მუზეუმი. …

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველი ნომერი ქედაში: ალიანსი უცხოელების წინააღმდეგი არ არის

ქედის საკრებულოს მოქმედი წევრი და ამავე საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე გენად არძენაძე „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომერია 2017 წლის არჩევნებში. ის 2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი იყო დანდალოს თემში. 2014 წლის თებერვლიდან-ივლისამდე, ქედის გამგეობის განათლების სამსახურში ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. ბატონო გენადი, ქედის საკრებულოში უპარტიოდ შეხვედით, მაგრამ სახელისუფლებო …

ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი [SEDM] მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხვდება ერთამენთს. მინისტერიალის მიზანია რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია. მინისტერიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა. „ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს საქართველო პირველად მასპინძლობს სამხრეთ აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალს საქართველოს …

აჭარის რეგიონში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

[highlight color=”green”]დაიწყო ისტორიული მნიშვნელობი პროექტი -მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება[/highlight] 10 ოქტომბერს შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და …

კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

პოლიციამ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ბ.პ., რომელიც ქალაქ გორის მცხოვრებია. ის იმ კლუბის დაცვის თანამშრომელია, რომლის მიმდებარედაც შემთხვევა მოხდა. ბათუმში, გონიოს დასახლებაში მოქალაქე ნ.დ. დანით ორი დღის წინ დაჭრეს. შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ …

შსს: ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ქ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 41 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება …

ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აჭარაში – „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“

მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის ბოლო შემთხვევა აჭარის მთის სოფლებში სექტემბრის მიწურულს გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დერმატიტით ცხოველთა დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა შუახევში, შუბნის თემის ექვს სოფელში დაფიქსირდა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის შეფასებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, შუბნის თემში ნოდულარულ დერმატიტზე ამ დროისთვის 4 400-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი. …

კომპანია: ორ დღეში ჭავჭავაძის ქუჩაზე ლითონის ღობე მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  [ბარათაშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე] მდებარე გზაგამყოფზე ლითონის ღობე მოეწყობა. ამ ეტაპზე გზაგამყოფს ქვის ქოთნებისგან ათავისუფლებენ. ღობის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 57 756 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო თანხა 66 299 ლარი იყო, კომპანია NEW ENERGY-მ კი მერიას სამუშაოს შესრულება ყველაზე დაბალ …

DRC – დავების ეფექტური გადაწყვეტა ძლიერი ეკონომიკისთვის

DRC-დავების განმხილველი ცენტრი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელიც იხილავს ქონებრივ, მათ შორის სესხის, ნასყიდობის, ნარდობის, შრომის და სხვა სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებულ დავებს. DRC-ის პარტნიორია BAG-ი – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ქვეყნის ლიდერი კომპანიებისა და ბიზნესმენების გაერთიანება, რომელიც არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებით, ხელს უწყობს DRC-ის ჩამოყალიბდეს როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო …

მაღალმთიან აჭარაში 65 162 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა იწყება

მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონია დღეს, 10 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თამჯდომარე, ზურაბ პატარაძე ესწრებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. გაზსადენმა ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები უნდა უზრუნვეჰყოს ბუნებრივი გაზით. გაზსადენი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის …

„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]

სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე. აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა: აქციის მონაწილე: რატომ …

ვინ მიიღებს თვეში 200-ლარიან სტიპენდიას ბათუმის მერიისგან

29 ოქტომბრამდე გრძელდება ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება. სტიპენდიას თვეში 200 ლარის ოდენობით 50 სტუდენტი მიიღებს, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. …

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი გემი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა – ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს. გემის კაპიტანებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის …

გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და …

ყოფილი პატიმარი: ციხე უფრო გვპატრონობდა პატიმრებს, ვიდრე მთავრობა – გათავისუფლებულებს

ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას. 53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი …

„შეშინების მიზნით გავისროლე“ – ბათუმში ბიზნესმენების დაჭრის საქმე

„შეშინების მიზნით გავისროლე, ამიტომაც დავუმიზნე ფეხების მიმართულებით…“ – უთხრა მოსამართლეს რამაზ ხიმშიაშვილმა. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ საღამოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია ბათუმში, კომპანია „მეგა პალასში“ 7 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და თანამშრომელი ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა. „ორჯერ გავისროლე და გამოვიქეცი,“ – განაგრძო ბრალდებულმა სასამართლო …

რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას

არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველს ხელში არ რჩება წერილობითი პროგრამა, რითაც შეუძლია ფინალში გასულ მერს პასუხი მოსთხოვს. მერობის კანდიდატების უმრავლესობამ წინასაარჩევნო ბუკლეტების გამოცემა ამჯობინა. საარჩევნო პროგრამა საერთოდ უცნობია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. ლაშა კომახიძე თვლის, რომ იდეებს პარავენ და საარჩევნო პროგრამის გასაჯაროვება ამ ეტაპზე საჭირო არ …

ცოლიკაურის რთველი ქედაში [ფოტო, ვიდეო]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მოსახლეობა ძირითადად მევენახეობასა და მეთამბაქოეობას ეწევა. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან, აქ ძირითადად ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ყურძენია გაშენებული. ზოგიერთმა ფერმერმა ყურძენი უკვე დაკრიფა, ზოგი კი მყიდველს ელოდება. 69 წლის ხასან გეგიძემ ცოლიკაური ათი წლის წინ მოაშენა. მეურნეობა 70 ძირი ვაზიდან დაიწყო და ახლა 700 ძირი აქვს გაშენებული. ვაზი დუმბაძეების ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ამირან დუმბაძეს ცოლიკაური …

ხუთი საუკეთესო კონცერტი 50 წლის განმავლობაში – ჟურნალ Rolling Stones-ის რჩეულები

დარბაზიდან წამოსული ენერგია, შესრულება, კონცერტების საერთო მუხტი – ჟურნალმა Rolling Stones -მა ამ და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული, ბოლო 50 წლის საუკეთესო კონცერტების სია გამოაქვეყნა.  Rolling Stones-ის გრძელი სიიდან ხუთ საუკეთესო როკ-კონცერტს გთავაზობთ. ჯიმი ჰენდრიქსი – Experience Worldwide Tour – 1967 ჯიმი ჰენდრიქსის გენიალურობა 1967 წლის სადებიუტო ალბომის  ,,You Experrienced’’ გამოსვლისთანავე გახდა ცხადი. ალბომის გამოსვლის შემდეგ  ჰენდრიქსმა …

გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს? 

ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს. ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს …

გამოვათავისუფლებთ თანხებს პერსონალის შემცირებით – ხელვაჩაურში „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ნომერი

„პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა. ამ პარტიამდე იგი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და რამდენიმე თვით ხელვაჩაურის გამგებელიც. ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ღირებულებებით „პატრიოტთა ალიანსი“ მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. ბატონო ლევან, თქვენ იყავით ხელვაჩაურის გამგებელი 2013 წელს, რაც თქვენი დაპატიმრებით დასრულდა. ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“? ჩემი დაკავება იყო მხოლოდ პოლიტიკური და …

„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

9 ოქტომბერს სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. „ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა …

წუხელ, ბათუმში, ღამის კლუბში კაცი დაჭრეს

ბათუმში, გონიოს დასახლებაში გუშინ ღამით მოქალაქე ნ.დ. დანით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც მუშაობს. შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. გუშინ გვიან ღამით მოათავსეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნ.დ.-ს ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. დაჭრილი პირი არ გადაუყვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.  …

კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა

დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“  ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება  რა ფულით …

კახაბერი: მე ვარ პირველი აჭარელი, რომელმაც ბათუმი გახადა პოპულარული

ბათუმის მერობის კანდიდატს, კახაბერ ცისკარიძეს ბათუმში არც საარჩევნო შტაბი აქვს და არც ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია. ამბობს, რომ საკუთარ პოსტერებს თავად აკრავს ქალაქში და ასე ამომრჩეველსაც ხვდება. უკმაყოფილოა, რომ მედიით ხშირად არ ეძლევა საშუალება ამომრჩეველს საკუთარი აზრი გაუზიაროს და მიიჩნევს, რომ ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის იგი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. რატომ გადაწყვიტა კახაბერმა მერობა? – ამბობს, …

ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც ბაღის შენობას შეესია. საბავშვო ბაღი ფრიდონ ხალვაში გამზირზე #281-ში მდებარეობს. „გუშინ შემთხვევით გამოვიარე სამსახურში და ვნახე, რომ სავსე იყო შენობა მწერით. ლოგინებზეც შესეული იყო. მაშინვე დავურეკე ბაღების გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე,“ – ამბობს ბათუმის 23-ე საბაშვო ბაღის ხელმძღვანელი, თამარ ნაგერვაძე. ბათუმის …

ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“  სიის პირველი ნომერი,  ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …

რატომ არ იბარებს ცოლიკაურს ქედის ღვინის საწარმო

ქედაში ყველაზე გავრცელებული საღვინე ჯიშის ყურძენი – ცოლიკაური, უკვე მოვიდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ყურძნის კრეფაც დაიწყო, ქედის ღვინის საწარმოს კი, რომელიც სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო, ყურძნის მიღება ჯერ არ დაუწყია. მეტიც, საწარმოში ყურძნის ჩაბარების ფასიც კი არ არის განსაზღვრული. ქედელი ფერმერების თქმით, ქედის ღვინის საწარმო ადგილზე მოწეულ ყურძენს მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ იბარებს, …

დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“.  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა დისკუსია თემაზე: „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი?“  დისკუსიის მომხსენებელი სალომე ასათიანი იყო, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მოდერატორი – კინომცოდნე გოგი გვახარია.  გთავაზობთ სალომე ასათიანის მოხსენებას.  „დასავლეთში, მის პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ წრეებში, …

ბათუმში ექვსი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

8 ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც …

იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს ქედის გამგებელი „ოცნების“ სასარგებლოდ?

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, ნომრით IWI 080, რომელიც ქედის გამგებელს დავით დუმბაძეს ემსახურება, დღეს, 8 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის, მახუნცეთის ადმინისტრაციული თემის ცენტრშია გაჩერებული, გამგებელი კი ცენტრიდან, სადაც ავტომობილია გაჩერებული, დაახლოებით სამი კილომეტრით  დაშორებულ სოფელ ზედა ბზუბზუში, ქედის მერობის კანდიდატთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება, რასაც თავად გამგებელიც ადასტურებს. პარტიულ …

ადამიანი ეტლით

თომა კაკაბაძე, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  ______________________________ 23 წლის ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სიმაღლიდან გადმოვვარდი, კისრის მალების მოტეხილობამ ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვია, რის შედეგად ეტლში აღმოვჩნდი. თუმცა ეტლამდე დიდი პერიოდი გავიარე. ეს ის დრო იყო, როცა ეტლში ჩაჯდომა ოცნებად მქონდა, ოღონდ ეტლამდე მივიდე-მეთქი – ვფიქრობდი მაშინ. ეს ადვილი არ იყო. რვა თვის განმავლობაში ვიწექი, ამ …

Exit mobile version