ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მრავალწლოვან ხეებს თხრიან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად. ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიის ხე გადაგვაქვს კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი …

ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ბათუმში

10 ნოემბერს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პანკისისა და ზემო აჭარის შესახებ ფოტოები გამოიფინება. ფოტოები გადაღებულია ფოტოკლუბების მიერ, რომლებიც დაარსდა 2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით. „ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო. კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ …

ალტერნატიული ჯგუფების საუკეთესო სიმღერები

იქნებ ხატავ, წერ ან უკრავ და გგონია, ისე ვერ გამოგდის ყველაფერი, როგორც გინდა, ვერ გამოგყავს ზუსტი ფორმები, ვერ აზავებ საღებავებს ან ისე ჟღრიალებს შენი გიტარა, ლამის მარტო შენ გესმის მელოდია, რომლის დაკვრასაც ცდილობ. არაფერია. გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ ჯგუფები, რომელთა მოსმენისას ღამეები გითენებია და დაკვრაც არაერთხელ გიცდია, სინამდვილეში თავიდან ზუსტად შენსავით აჟღრიალებდნენ გიტარებს, არ ჰქონდა …

ძალადობაში ბრალდებული ყოფილ ცოლს ადანაშაულებს

„ქალის ლურჯ მაისურს სისხლის ლაქები ეტყობოდა…“ – უთხრა მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტმა ჯამბულ კაკაბაძემ. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, რა ნახა 2 ივნისის დილას ქობულეთში  ერთ-ერთ სახლში, სადაც გამოძიების ვერსიით, ოჯახში ძალადობის შემთხვევა განმეორდა. „მე ფოტოებს ვიღებდი იმ ადგილების, რომლებზეც დაზარალებული ქალი ამბობდა, რომ სცემეს… გვითხრა, რომ მოულოდნელად შევარდა იქ ყოფილი ქმარი და ცემა დაუწყო. …

ძველ ბათუმში ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები დაეყარა

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, კომპანია „არისტოკრატის“ მშენებარე კორპუსიდან ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები  დაეყარა. მშენებარე კორპუსს სპეციალური დამცავი ბადე არ აქვს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ფოტო თვითმხილველმა მოგვაწოდა. „ბათუმელები“ კომპანია „არისტოკრატის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ პრობლემის შესახებ არაფერი იცის და კომპანიის დირექტორს უნდა დავუკავშირდეთ, თუმცა დირექტორის საკონტაქტო ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, …

აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …

ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე

ზაფხულის პაპანაქება დღეა. ქედაში, სოფელ კუჭულაში, 64 წლის დავითი სახლიდან გასასვლელად ემზადება. სახლთან ახლოს, ფერდობზე, მწვანე ფერად შეღებილი ათობით სკაა ჩამწკრივებული. დავითმა ფუტკარს უნდა მიხედოს, სკას გადახედოს. გორგაძეები მეფუტკრეები არიან. უკვე წლებია თაფლია მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი. ამ ოჯახის მეურნეობა იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე გამოჰყავთ „დედო“, იგივე დედა ფუტკარი და ფიჭასა და სკას თავადვე ამზადებენ. …

მერიის შენობაში ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ

ლუკა ასათიანის ქუჩის 25-ში მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ. სამუშაოების ღირებულება, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ჯამში 42 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესასვლელშიც. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიფტის მონტაჟი უახლოეს მომავალში დასრულდება, რითაც ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა მთლიანად ადაპტირებული გახდება. ნაწილობრივ ადაპტირებულია ბათუმის მერიის შენობა …

დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)

აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წელს 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დანარჩენი სკოლები მუნიციპალიტეტებშია. მე-20 სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, უნდა გარემონტდეს  შენობის ფასადი, საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა. რეაბილიტაციას ექვემდებარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას საჯარო სკოლაც. სკოლაში გასარემონტებელია სველი …

მუნიციპალური ავტობუსი დამტვრეული სკამებით – ტენდერი მერიას ისევ არ გამოუცხადებია

ახალი ავტობუსების შესაძენად ბათუმის მერიას ტენდერი ისევ არ გამოუცხადებია. „დღე-დღეზე ველოდებით საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი. ანალოგიური პასუხი გასცა მან „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 ოქტომბერს. მაშინ ბადრი ფარტენაძემ თქვა, რომ ერთ კვირაში გამოცხადდებოდა ტენდერი. ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხით აპირებს. ერთი …

ავარია ბათუმში

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.  

მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“

„ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, საშინელება ხდება“, „გადაკეტილი აქვთ თურქებს“, „წაგვლეკეს ამ თურქებმა“ – მსგავს ქსენოფობიურ მოსაზრებებს ხშირად ვისმენთ. ამ განწყობებს, ძირითადად, ის პოლიტიკოსები თუ მედია ასაზრდოებს, რომელთაც ღიად აქვთ გაცხადებული, რომ „თურქეთი მტერია“, ხოლო „რუსეთი ერთმორწმუნე მეგობარი“. სისტემური და თანმიმდევრული პროპაგანდის შედეგად, დღეს უკვე ბევრ ადამიანს სჯერა მითის, რომლის მიხედვითაც ბათუმის „ერთი კვარტალი თურქებმა ჩაიგდეს ხელში“. …

ბათუმის მერიამ ბარცხანაში ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა. „სამი ჭადარი და ხუთი კაკლის ხე მოიჭრა, როგორც კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს. ფილების დაგება და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს და ამის გამო ხდება ხეების მოჭრა. რადგან ხეები დიდი ზომისაა, გადარგვა არ მოხერხდება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში. გამწვანების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული …

ქეთევან დედოფლის ნეშტს ბათუმში 8 ნოემბრამდე დატოვებენ

ქეთევან დედოფლის ნეშტი ბათუმის საკათედრო ტაძარშია და მას აქ 8 ნოემბრამდე დატოვებენ. დედოფლის სხეულის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და თბილისში, სამებაში განათავსეს. ნეშტს 6 თვის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპარქიაში მიიტანენ, რის შემდეგაც კვლავ ინდოეთში დააბრუნებენ. დედოფლის ნეშტის 6 თვით დაბრუნება საქართველოში მთავრობას 343 310 ლარი დაუჯდა. ფაქტს კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების ნაწილის …

ბსუ მეორად მიკროავტობუსს და ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მეორად მიკროავტობუსს და სედანის ტიპის [ჰიბრიდი] ასევე მეორად ავტომობილს შეიძენს. ბსუ-ს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ერთიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული თანხით – 75 ათასი ლარი, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. არშემდგარი ტენდერის შემდეგ კი, უნივერსიტეტმა მიკროავტობუსისა და ავტომობილის ცალ-ცალკე შესაძენად გამოაცხადა ტენდერები. ამ შემთხვევაში საერთო სატენდერო თანხა 5 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში …

სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ

ბათუმში დელტაპლანის სავარაუდო ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. „დელტაპლანის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. დელტაპლანი ზღვაში, ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 5 ნოემბერს, სავარაუდოდ ჩამოვარდა. „სამაშველო სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშველები იყვნენ გასულები. დელტაპლანზე ერთი ირანელი ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ. მეპატრონე აცხადებს, რომ დელტაპლანი წყალში ამობრუნდა“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის …

100 წლის იუბილარი

ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქსენია გოგოძე, პროფესიით პედაგოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ბათუმის N16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში საქმიანობდა. ქალს 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიულოცეს. ქსენია გოგოძეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს …

საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან

სარფში, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალთან ჩამოშლილი ფერდდამცავი ბადის აღდგენა-გამაგრებისთვის ბიუჯეტიდან 324 ათას 469 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა ზომის მოძრავი ლოდები საფრთხეს უქმნის გავტოტრანსპორტს. კვარიათი-სარფის მონაკვეთში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და ნაპირგამაგრებისთვის ბოლო სამ წელში ქვეყნის ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ავტომაგისტრალთან „ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოებზე“ ტენდერი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმი-სარფის …

ციხისძირში საქორწილო მანქანა ავარიაში მოყვა

ქობულეთში, ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირები, მათ შორის პატარძალი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიუ-იორკის საქველმოქმედო გამოფენა შიმშილის წინააღმდეგ

1992 წელს მოხალისეთა მიერ ნიუ-იორკში დაარსებული საქველმოქმედო კონკურსი CANSTRUCTION NEW YORK  ყოველ წელს ტარდება, გამოფენების მომწყობ ორგანიზაცია Arts Brookfield-ის დახმარებით. დიზაინერებისა და არქიტექტორების 27 სხვადასხვა გუნდი გაუხსნელი, საკვებად ვარგისი კონსერვებისგან სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონსტრუქციებს აწყობს ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში. კონკურსის დასასრულს კი არქიტექტორთა საუკეთესო გუნდი ვლინდება. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ,  2017 წლის კონკურსზე 80 ათასი ქილა საკვები …

რა ღირს სწავლა ბათუმის კერძო ბაღებში

საბავშვო ბაღების რეფორმა, რომელსაც  ხელისუფლება ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს, ყველა ტიპის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, სახელმწიფოს არც ერთი ორგანო კერძო საბავშვო ბაღებს არ აკონტროლებს. რამდენი კერძო საბავშვო ბაღი მოქმედებს ბათუმში და როგორია მათი სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტები, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ასევე ბათუმის მერიისთვისაც უცნობია. ბათუმის მერიის, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა …

ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ

ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებზე პლაჟშემქმნელი მასალის საკომპენსაციო ჩაყრები. ამჯერად გათვალისწინებულია 60 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ერთჯერადად შეტანა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტში 824 ათს 700 ლარია გათვალისწინებული. ჩაყრები ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს. სამუშაოების ჩატარებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ წარსულში, ბათუმის საპორტო ნაგებობების მშენებლობამდე, …

პოლ მაკარტნი ახალ დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს

პოლ მაკარტნი ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში – „ერთი დღე კვირაში“ („One day a week“) , რომელიც რეჟისორმა იან არტუს ბერტრანმა გადაიღო. პოლ მაკარტნის გარდა ფილმში მისი შვილები, მერი და სტელა, მსახიობები ემი სტოუნი და ვუდი ჰარელსონი საუბრობენ პლანეტის გლობალურ პრობლემებზე, სათბურის ეფექტის შედეგებზე. ფილმი პოლ მაკარტნის ახალი, აქამდე უცნობი სიმღერით „Bostwana“ და 1997 …

სატრანსპორტო ლაბირინთი – გადაადგილება ინფორმაციის გარეშე

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მხოლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 22 540 000 ლარი დახარჯა. სარეკლამო კლიპებში, რომლითაც ქვეყანა უცხოელ  ტურისტებს აცნობს თავს, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი იმ მოუწესრიგებელი სერვისების თაობაზე, რასთან შეჯახებაც ტურისტს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე უწევს. და არამარტო ტურისტებს. როდესაც საზოგადოებრივი …

ჩხავერს ქედის საწარმო სავარაუდოდ 4 ლარად ჩაიბარებს

ქედის ღვინის საწარმო ჩხავერის მიღებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს. საწარმოს მენეჯერისა და მთავარი მეღვინის, ზურაბ გათენაძის ინფორმაციით, 1 კილოგრამი ჩხავერის ჩაბარების ფასი ოთხი ლარი იქნება. „ჩხავერის ჩაბარების ფასი ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, თუმცა საუბარია, რომ შესასყიდი ფასი 4 ლარი იქნება. საწარმოში ადგილზე შემოვიტანეთ სპეციალური ყუთები, რომელიც ფერმერებს შეუძლიათ გამოიყენონ და ყუთებით გადმოიტანონ ყურძენი საწარმოში“ – ამბობს ზურაბ …

„არასდროსაა სწავლისთვის გვიან“ – ბერნის უნივერსიტეტის ბათუმელი მაგისტრატი

27 წლის ბათუმელი არჩილ ჯაიანი სტუდენტურ ვიზას ელოდება. იგი შვეიცარიაში, ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიდის სასწავლებლად, სადაც ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეისწავლის. არჩილი ერთ-ერთია იმ ცხრა სტუდენტს შორის, რომლებიც წელს აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ და 12 600 ლარამდე დაფინანსება მოიპოვეს უცხოეთში სასწავლად.„მე ვფიქრობ, არასდროსაა სწავლისთვის გვიან, ყოველთვის არის შანსი …

თაფლის მწარმოებელი ტრენერს: „კლიენტი შენზე იყოს“

„- ამ თაფლს ჭამდა ბაბუაჩემი და 105 წლის გარდაიცვალა, დღეს რა შეიცვალა? –  ფაროსანა იყო ბაბუათქვენის დროს? –  თბილისი აცხადებს, არაა მავნე ფაროსანაო. – ბაბუათქვენის დროს არ იყო ფაროსანა, არ იყო ამდენი დაავადება, ამდენი მანქანა, დარიშხანის ქარხანა და ატომური ელექტროსადგური.  იყო? ამდენი შეწამვლა იყო? – მე, ქალბატონო, ისეთ სოფელში ვცხოვრობ, მანქანა რომ მოდის, ფანჯარასთან მივრბივარ, …

მერაბ ფარტენაძე: ფარნავაზ მეფის 139-ში სახლის აშენება სოციალური პროექტი იყო

მერაბ ფარტენაძემ ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის #139-ში, შეჩერებულ ობიექტზე მშენებლობა დაასრულა. ეს ობიექტი მერაბისთვის არ იყო მოგებაზე გათვლილი ბიზნესპროექტი – შპს „პოლუსის“ მიერ დაწყებულ მშენებლობას, რომელიც 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, 59 ოჯახი ათი წელი ელოდა… გარდა ამისა, მერაბ ფარტენაძის კომპანიას  ბათუმში აქვს 4 მიმდინარე პროექტი, აშენებს თბილისსა და ბაკურიანშიც. მერაბი ათ წელზე მეტია, რაც  ბიზნესშია. …

გადამზიდავები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი მათი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება და დღის პირველ, ორი საათზე მთავრდება. დღეში საშუალოდ 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ და ტონობით ტვირთი გადააქვთ. ისინი თავიანთ თავს გადამზიდავებს, უფრო სწორად კი „მეკაჭკეებს“ უწოდებენ და საქართველოს ყველა იმ ქალაქში შეხვდებით, სადაც ბაზარია. ერთი ყუთის, ტომრის გადატანა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე ღირს. ერთ გზაზე, …

ბინა სიმბოლურ ფასად – ქედაში ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიან სახლს ააშენებენ

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდება. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 15-ბინიანი იქნება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად ბინებს სოფელ ზედა და ქვედა აგარაში მცხოვრები, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახები მიიღებენ. ქედის გამგეობამ სახლის პროექტი უკვე შეისყიდა. ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიანი სახლის პროექტს ტენდერში …

ნატოს გემები ბათუმის პორტში

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმში, საპორტო ვიზიტით ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND”-ი და ნატოს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ორი ხომალდი ეწვევა. ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს. შს სამინისტროს ცნობით, დელეგაციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო …

ქართველი მეცნიერები ცერნში

„თამაშით გართულ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება თავად სათამაშოს შიგნით… ასე ვართ დიდებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შიგნით. ბავშვებივით ჩვენც ხშირად არ გვყოფნის ძალა, დავამტვრიოთ სათამაშო და შიგნით შევიჭვრიტოთ. ესაა ცერნი. აქ მეცნიერები დღე-ღამის განმავლობაში წლობით ელიან შედეგს – უნდათ დაინახონ და მერე სამყაროს გააგებინონ – რა ხდება „სათამაშოს“ …

სასამართლო თუ არბიტრაჟი?

არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია და ამ მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან, რომ მათი დავა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა და არა სასამართლომ. მნიშვნელოვანია იმ უპირატესობების განსაზღვრა, რომლებიც მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC) აშკარად გამოარჩევს, როგორც დავის გადაწყვეტის საუკეთესო ალტერნატივას სასამართლოსთან შედარებით. [highlight color=”green”]დავის განხილვის სისწრაფე[/highlight] – არბიტრაჟი ძალიან მოქნილი ფორმალური პროცესია და მისი …

ბათუმში სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

წვიმიანი დღეების შემდეგ ბათუმში დღეს გამოიდარა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აჭარაში უნალექო ამინდი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექო ამინდი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით იქნება 5-10, დღისით – 13-18 გრადუსი. მთაში ღამით -3  – +2 გრადუსია მოსალოდნელი“. ზღვის წყლის ტემპერატურა 15, 5 …

სომალის მოხატული შენობები

სომალელი მხატვარი, სიდ მუავი ჰუსეინი, საყოფაცხოვრებო მაღაზიების, სამედიცინო ამბულატორიების, სადალაქოებისა და სხვადასხვა დაწესებულების შესასვლელებს ხატავს ნათელი, კაშკაშა ფერებით. ნახატებს სარეკლამო დანიშნულება აქვს და მყიდველს შესვლამდე მიანიშნებს რა დახვდება ამა თუ იმ ადგილას. ადგილობრივი, ყოველდღიური ცხოვრებით შთაგონებული სიდ მუავი ჰუსეინი უბრალო, გრაფიკული ნახატებით აფერადებს ქალაქს.                       …

აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ძველ ბათუმზე: „ საჭიროა მეტი სასტუმროები, სახლების ნაცვლად“

ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორი ისტორიული სახლის დანგრევის ხარჯზე შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უკვე შეათანხმა. პროექტს მხარი დაუჭირა საბჭოში აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა კახა შაშიკაძემაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა მოტივით დაუჭირა მხარი მთავრობის წარმომადგენლმა ძველ ბათუმში ორი ისტორიული სახლის დემონტაჟს, მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე …

Exit mobile version