პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე

60 წლის მარგალიტა ტივაძე პატიმრის დედაა. წელს ის პენსიონერი გახდა. მისი 63 წლის მეუღლე კი, სულმოუთქმელად ელის საპენსიო ასაკს, ყოველდღიური, მძიმე შრომისგან რომ გათავისუფლდეს, შინ რომ დაიწყონ რაიმე საქმე. 90-იან წლებში ცოლ-ქმარი ავარიაში მოყვა, ქალმა ბარძაყის ძვალი მოიტეხა და დაკოჭლდა, დღემდე წამლები სჭირდება, ტკივილმა რომ არ შეაწუხოს. ამის მიუხედავად, მარგალიტა ტივაძე მეუღლესთან ერთად დილის შვიდ საათზე …

რა დაგიჯდებათ ზამთარში ევროპაში დასვენება

                                                                                                              …

„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება

ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა  იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა. „სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი …

გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში? [გამოკითხვა]

სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც იწვევს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროება შეიძლება იყოს: დასტვენა ან დასიგნალება; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა; შემფასებლური კომენტარები; ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები; ვულგარული ჟესტები; გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში; არასასურველი შეხება ან ხახუნი; სექსუალური ძალადობა და სხვა …

ვიცე-პოლკოვნიკი პარლამენტის წინააღმდეგ

ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ბაკურაძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი სახელმწიფო კომპენსაციაა, ანუ „განსხვავებული პენსია“, რომელსაც მოსარჩელე ვერ იღებს. პაატა ბაკურაძე 1994 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის მიმართულებით. ამ უწყების გაუქმების შემდეგ, მოსარჩელე ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ვიცე-პოლკოვნიკი 2011 წელს გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან – ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. პაატა …

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, …

ახალი შემოვლითი გზა გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე 2018 წელს დასრულდება

2017 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ჭოროხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რატომ გადაწყდა გზის აშენება, შეეხება თუ არა მოსახლეობის კერძო საკუთრებას და როდის დასრულდება – ამ კითხვებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს. ბატონო არჩილ, რატომ გადაწყდა …

ვემსახურები ბანკს

კომერციულმა ბანკებმა შარშან 141 მილიონი ლარით მეტი წმინდა მოგება ნახეს, ვიდრე წინა წელს. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით იზრდება, ბანკების მოგება კი – ათჯერ მეტად. მოსახლეობას, რომელიც იძულებულია ბანკის პირობებს დათანხმდეს, მრავალწლიანი და მაღალპროცენტიანი ვალები წლობით აწევს ტვირთად. როგორ იგებენ ბანკები მილიონებს და რატომ არ იკლებს პროცენტი სესხზე? [red_box]საკომისიოებითა და გაწეული მომსახურებით …

საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციოდ სამუშაოები დაიწყო

ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება. პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.  საპროექტო …

ბსუ-მ ოთხ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოთხ – განათლების, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას განცხადებასთან  ერთად უნდა წარუდგინოს  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია [CV], სამოქმედო გეგმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის …

ვითიბი ბანკის Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა

მობილური აპლიკაციის Mobile Pay -ის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა, სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათის პირდაპირ აპლიკაციაში ატვირთვა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო უამრავი დაგროვებითი ან ფასდაკლების ბარათის თან ტარება, მათი Mobile Pay -ში ატვირთვის შემდეგ ბარათის გატარება მხოლოდ ტელეფონით გახდა შესაძლებელი. პრაქტიკულად Mobile Pay -ის მომხმარებელს შეუძლია საფულე მობილურით ჩაანაცვლოს, ტელეფონის ტერმინალთან მიახლოებით მარტივად გადაიხადოს …

ბათუმელი აზერბაიჯანელები

საქართველოში ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია, თუმცა, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში 302-მა, აჭარის მასშტაბით კი 340-მა მოქალაქემ მიუთითა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბათუმელ აზერბაიჯანელებს, ძირითადად, შერეული ოჯახები აქვთ და რუსულ-ქართულად საუბრობენ. მათ ბათუმში სათვისტომო არ აქვთ და ამ ფუნქციას ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ასრულებს, რომელსაც 1997 წლიდან დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი …

ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს

თამუნა ავალიანმა საპატიმროში 6 წელი და 4 თვე გაატარა. 31 წლისაა. 23 წლის იყო, 21 წელი რომ მიუსაჯეს, თავიდან მხოლოდ ექვსი წელი, მაგრამ 2009 წლის ქალთა ციხის ამბოხის დროს 15 წელი დაუმატეს. ის 4 წლის წინ, მამის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს ამნისტიით. დაბადებიდან დეიდა ზრდის, ორი პატარა დისშვილი დახვდა გათავისუფლებულს, რომლებმაც სიძნელეები გადაატანინეს. დასთან ერთად მამაკაცის …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 40%-იანი ფასდაკლებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და პირობით ყიდის.  სამინისტრომ აუქციონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაყიდვაზე მეხუთედ გამოაცხადა. ბოლო მცდელობისას სამინისტრო ძეგლს 15 მილიონ ლარად და პირობით ყიდდა, ამჯერად კი ძეგლის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, იყიდება ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე #25-სა და გამსახურდიას #12-ში მდებარე 2380, …

ტრანსგენდერი ქალი: მეგობარი კაცის ცოლმა მცემა, მერე – პოლიციამ

ტრანსგენდერი ქალი ეკატერინე გოცაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე პოლიციელმა ხელი დაარტყა, რამდენიმე დღის წინ კი, მეგობარი მამაკაცის ცოლი სახლში შეუვარდა და სცემა. „გუშინ ჰელოუინზე ვიყავი კლუბში, რუსთაველის ქუჩაზე. სასმელმა ცუდად გამხადა და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმმა ლანძღვა დამიწყო, ფუ, ეს პიდარასტიო და რაღაცას იძახდა, უარესაც გავხდი. იმ ექიმს შევაფურთხე, ექიმი ხარ, არ გრცხვენია-მეთქი? იმან …

როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები

ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი დაიხარჯა. ცესკოს  ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიხარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ხდება გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი მასალების მართვა არჩევნების შემდეგ, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ კონვერტები სადაც ბიულეტენები დევს, ხმების დათვლის შემდეგ, ნაგავში იყრება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მორჩენილი ქაღალდის …

IUHB – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგთა გუნდი 24/7 თქვენს სამსახურში

მაჰირ ბალაქიშიევი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგია. იგი ჰოსპიტალში გახსნის დღიდან მუშაობს და ამჟამად კარდიოქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. IUHB-ი წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში კარდიოქირურგებმა 500 ოპერაცია გააკეთეს გულზე. ბატონო მაჰირ, როგორ არის დაკო­მპლექტებული კარდიო­ქი­რ­ურგთა გუნდი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში? ჰოსპიტლის დირექტორის, ისმეთ დინდარ-მიქელაძის დიდი ხნის ოცნება იყო ბათუმში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტლის …

სტუდენტი ადევნებაზე: ოჯახი, ლექტორები მეუბნებიან, რომ პოლიციას არ მივმართო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამავე სასწავლებლის სტუდენტის მხრიდან ადევნებასა და ძალადობაზე საუბრობს. ნინო [სტატიაში სახელები შეცვლილია] გვიყვება, რომ სტუდენტი ბიჭი დაახლოებით 7 თვეა უთვალთვალებს, ხშირად გზაში ხვდება და სიყვარულს სთხოვს. ნინო ამბობს, რომ გივიმ რამდენჯერმე ქუჩაში სიტყვიერად შეურაცხყო და ხელიც დაარტყა. ნინომ პოლიციას უკვე მიმართა, მაგრამ ამით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. „საქართველოში ზერელედ უყურებენ გარკვეულ საკითხებს,“ …

მემკვიდრეობა, რომელსაც ჟანგი ედება

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ერთ-ერთი ოფისის ეზოში, რამდენიმე ათეული წელია კვარცხლბეკზე დგას ჟანგმოდებული ორთქმავალი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნეშია აშენებული. „სადგურ ბათუმის“ თანამშრომელი ამბობს, რომ ორთქლმავალი სადგურისთვის ერთ-ერთ იუბილეზე საჩუქრად გადაუციათ, როგორც ისტორიის ნაწილი, მაგრამ არც მას და არც სხვებს არ ახსოვთ, მერამდენე იუბილეზე მიიღო  „სადგურმა ბათუმმა“ ეს საჩუქარი. ძველი ორთქმავლის ბედით შეწუხებულია ბათუმელი გულნარა კაკაბაძე. ის ფიქრობს, რომ …

რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა

ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ჩაბარებას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლას გააგრძელებენ პროფესიულ სასწავლებელში. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტს პარლამენტიც დაამტკიცებს. დღეს არსებული კანონით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მე-12 კლასის დასრულების გარეშე შეუძლებელია. გია 26 წლისაა, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა კვების ტექნოლოგიების მიმართულებით. თბილისში სტუდენტი შვილის შენახვა სოფელში მცხოვრები …

„ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტში, დააგროვეთ ტკივილი“

სექტემბრის ბოლოს ბათუმში საავტორო კინოს  XII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. ცნობილი ირანელი რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. მახმალბაფი ირანული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. მან ირანი 2005 წელს დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ მახმალბაფის მასტერკლასის მოკლე, სტენოგრაფიულ ვერსიას.  დავიბადე ოჯახში, სადაც ბებია …

ჰილტონში, “სქაი ბარ ნეფელეში” პარასკეობით ბენდი “სისაიდი” დაუკრავს

3 ნოემრიდან, ყოველ პარასკევს, „ჰილტონში“, „სქაი ბარ ნეფელეში“, სტუმრებისთვის ყველასთვის საყვარელი ბენდი „სისაიდი“ დაუკრავს. საღამოს 10 საათიდან შეგეძლებათ ბენდის ცოცხალი შესრულებით ისიამოვნოთ! გვეწვიეთ და გაერთეთ ჩვენთან ერთად! დააგემოვნეთ ჩვენი მზარეულების მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები და ბარმენების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი და ეგზოტიკური კოქტეილები. [highlight color=”red”]დასწრება უფასოა![/highlight] See more

სიმაღლეზე მუშაობის დროს უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა

მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან ამოქმედდა სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებსა  და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან“. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა …

ცხრა სტუდენტი, რომელთა საზღვარგარეთ სწავლას აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს

„სწავლა საზღვარგარეთ“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღებაში ეხმარება.  2017 – 2018 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება ცხრა სტუდენტმა მოიპოვა. სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას საშუალოდ 12500 …

ვიდეოკონტროლი: თუ ჯარიმას დროულად არ გადაიხდით, შსს ვიდეოჩანაწერს გამოაქვეყნებს

პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმებზე ახალი წესი ამოქმედდა. „ჭკივიანი კამერებით“ სხვადასხვა სამართალდარღვევის ავტომატურად დაფიქსირდება. დღეიდან ასევე ამოქმედდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუკი პირი საჯარიმო ქვითარს არ ჩაიბარებს, ან ჯარიმას დროულად არ გადაიხდის, სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ან ფოტომასალა საჯაროდ გამოქვეყნდება. ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. …

ბაბუა 20 წლის შვილიშვილი გოგოს ცემისთვის გაასამართლეს

65 წლის ა.ფ. ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს.  შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. განაჩენში, რომელსაც ხელვაჩაურის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია: „დაახლოებით 20:30 საათზე, ა. ფ-მ ჩაცმულობასთან და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრს, შვილიშვილს, ნ. ფ.-ს სხეულზე ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი…“ ბაბუა იმავე დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის. …

სარფში 8,3 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული რ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 8,30052 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 8 აბი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – ნათქვამია შსს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო …

რას წაიკითხავთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში – სარედაქციო წერილი

ჯუმბერი 19 წლისაა. ის მეათე კლასში სწავლობს და თავის კლასელებზე რამდენიმე წლით უფროსია. ჯუმბერი პატარა სენსაციაა იმ თემში, სადაც ის ცხოვრობს. ქობულეთში, ლიანდაგს გადაღმა დასახლებაში იგი პირველი ადამიანია, რომელიც ქართულ სკოლას დაამთავრებს. ჯუმბერი ბოშაა. ბოშების პატარა თემში ყველა მოზარდს არ გაუმართლა. ზოგიერთს სკოლაში არ უშვებენ და ბავშვები იძულებულნი ხდებიან, საოჯახო საქმეში ჩაერთონ, უმცროს და-ძმაზე და …

ბათუმის საკრებულოს ბოლოსწინა სხდომა საქორწილო მოსაწვევების დარიგებით დასრულდა

სხდომის დაწყებამდე ბათუმის საკრებულოს წევრებმა რამდენიმე წუთი მოანდომეს იმის გარკვევას, იყო თუ არა დღეს 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა. საბოლოოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ განმარტა, რომ „სავარაუდოდ, სხდომა კიდევ იქნება და შესაძლოა იყოს სიურპრიზებიც“. რა შეიძლება იყოს სიურპრიზი, ამით არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან და არც თავმჯდომარეს დაუკონკრეტებია. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე სიტყვით გამოსვლის …

პატარაძე ზონალური საბჭოს შეცვლას აპირებს – როგორ დასრულდა შეხვედრა „ბათომთან“

დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა დღეს, 31 ოქტომბერს, შეხვედრა საზოგადოება „ბათომსა“ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოება „ბათომის“ თხოვნით გაიმართა, ზონალური საბჭოს დაკომპლექტებაზე იყო საუბარი. კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიცვალოს ზონალური საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესი, რადგან ამჟამად საბჭო საჯარო მოხელეებისგანაა დაკომპლექტებული და არა – სპეციალისტებისგან, რაც, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების …

ჟურნალ „ბათუმელების“ ახალი ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერი. თბილისში ჟურნალის დარიგება ხელმომწერებთან თბილისსა და ბათუმში ხვალ, პირველ ნოემბერს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ „ბათუმელები“ თბილისსა და ბათუმში უკვე თავად უზრუნველჰყოფს ჟურნალის მიტანას ხელმომწერებთან და ჟურნალს ხელმომწერები მიიღებენ მაქსიმუმ სამი დღის ვადაში. „ბათუმელების“ ოქტომბრის ნომერში კი წაიკითხავთ: ფოკუსი თემაზე: ყველა მერი კაცია ავტორი: ია ფრანგიშვილი ეკონომიკა: პორტებიდან დაკარგული ტვირთის ფასი ავტორი: თედო ჯორბენაძე თემა: მაღალი თანამდებობის …

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 2017 წლის 26 თებერვალს სოფელ კაპრეშუმში სკოლის მშენებლობის კაფსულა აჭარის მთავრობის …

საკრებულომ, შესაძლოა, ბათუმში 6 მაისის პარკს სახელი გადაარქვას

ბათუმის საკრებულო 6 მაისის პარკისთვის სახელის გადარქმევის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით,  პარკს შესაძლოა ბათუმის ცენტრალური პარკი ეწოდოს. საკრებულოს ინფორმაციით, პარკზე სახელის გადარქმევის იდეა ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს დირექტორს ალექსანდრე თევზაძეს ეკუთვნის, რასაც საკრებულოს განათლების კომისიის ყველა წევრი უჭერს მხარს. თუმცა, საკითხი ჯერ სხდომაზე განსახილველად …

ბიზნესმენ თენგიზ ბაკურიძის შეუსრულებელი დაპირება სტალინის მუზეუმზე

სამი წლის წინ ბათუმში სტალინის სახლ-მუზეუმი დაანგრიეს. ისტორიული სახლის ნაცვლად ამ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. სახლის დანგრევამდე, 2011 წელს, ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა, შეაკეთებდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ მუზეუმს ისევ მოაწყობდა. მაშინ სტალინის მუზეუმიდან ექსპონატები დროებით ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს. „საჯარო პირობის გარდა, ჩვენ თენგიზ ბაკურიძემ ხელშეკრულება …

“ნარინჯისფერი რთველის” მოლოდინში აჭარა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

აზიურ ფაროსანას საქართველოში 2015 წლიდან ებრძვიან. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა გამახვილებული. “ნარინჯისფერი რთველის”  მოახლოებასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური და ქიმიური საშუალებებით ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა. აჭარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ღოღობერიძეების ოჯახს უკვე წლებია ციტრუსის პლანტაციები აქვს. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციისგან მიღებული თანხა  მისი ოჯახის ერთ-ერთი …

Exit mobile version