„ეს სიველურეა“ – რა დაგიჯდებათ პლაჟზე სრულად გაშიშვლება საქართველოში

2026 წლის ზაფხულს აჭარაში, შავი ზღვის საკურორტო სანაპიროებზე მინიმუმ სამი შემთხვევა მოხდა, როდესაც სლავური წარმოშობის კაცები პლაჟზე სრულად გაშიშვლდნენ და ამან კონფლიქტი გამოიწვია. ერთ შემთხვევაში პლაჟზე მყოფმა ქალმა აიძულა კაცს ჩაცმა პოლიციის გამოძახების მუქარით, მეორე შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს, მესამე შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა გონიოში. კაცს, რომელიც პლაჟზე სველი საცურაო კოსტუმის გამოცვლისას გაშიშვლდა, გონიოელმა მოზარდებმა – …

მეუღლე მყავს უცხოელი, მისცემენ საქართველოში ბინადრობის უფლებას? – ახალი კანონი სექტემბრიდან

საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან. ახალი კანონმდებლობით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან …

აჭარაში ყველაზე მეტი სასტუმროა, მეორე ადგილზე თბილისია – საქსტატი

საქართველოში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება 2025 წელს აჭარაში ფუნქციონირებდა [საერთო რაოდენობის 21.3 პროცენტი], ხოლო მეორე ადგილზე თბილისი იყო [20.9 პროცენტი]. შესაბამისად, 592 და 583 დაწესებულება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, ამავე წელს ქვეყანაში სულ სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 2 731 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას …

არ იქნება აღიარებული არააკრედიტირებული უნივერსიტეტების დიპლომები – ხარისხის ეროვნული ცენტრი

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს, რომლებიც საქართველოში არააკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ, არ უღიარდებათ დიპლომები. „სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებზე აქტიურად ვრცელდება შეთავაზებები „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ და საქართველოში სხვა არაავტორიზებულ დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად …

სოფელ ნასაკირალში 60-წლამდე ქალი მოკლეს

დღეს, 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. ნასაკირალში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მსხვერპლი ქალი დაახლოებით 60 წლისაა და სახლში მარტო იყო. „ნამდვილად მკვლელობაა. იძიებენ, სხვა ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრეს სოფელში. როგორც შსს-ში გვეუბნებიან, ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით, უცნობია არის თუ არა ამ საქმეში ვინმე ბრალდებული და დაკავებულია თუ არა ის. გამოძიება …

ბინის გაქურდვის მცდელობისთვის ბათუმში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.“ – წერს შსს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   მთავარი …

ყაველაშვილმა რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სინდისის პატიმრები შეიწყალა. ამის შესახებ 27 აგვისტოს, გვიან ღამით გახდა ცნობილი. დადასტურებული ინფორმაციით, შეწყალებულები არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს: დავით ხომერიკი საბა ჯიქია ფრიდონ ბუბუტეიშვილი საბა ჯიქია 20 წლისაა და მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მუსიკოსი დავით ხომერიკი 26 წლისაა და მას …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა ელვა-ჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20  …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 483 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 630. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 307 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 25 237 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 48 749 …

ბათუმში რესტორნის მფლობელს ცხოველებზე ძალადობაში ადანაშაულებენ – იგი ბრალდებას უარყოფს

ბათუმში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს მიუსაფარი ძაღლების მოწამვლასა და ცემაში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი მიუსაფარ ცხოველს ქვას ესვრის. შსს-მ ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მოქალაქეებმა კი „ბათუმელებს“ მომართეს და ფაქტის გაშუქება სთხოვეს. „გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რესტორან Sea View-ის მფლობელის მიერ ძაღლების მასობრივი მოწამვლის შესახებ. მოხალისეები თავად არიან …

ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება

ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე დაიწყო, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა ფრინველები გამოსაზამთრებლად ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ. ამ პერიოდში ბათუმს სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველიც გადაუფრენს. ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას. ფესტივალი კი …

ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაცია ისევ გადაიდო – უკვე მესამედ

ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაცია წელსაც არ დაიწყება. 2026 წლის ბიუჯეტში შენობის რეაბილიტაციისთვის 1 000 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. ერთ-ერთი ცვლილება სწორედ აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციას შეეხებოდა. „ამოღებულ იქნა ღონისძიება. გასულ წლებში ორჯერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია საჭიროებს შეცვლას/კორექტირებას“, – წერია იმ …

როცა ოჯახის ერთი წევრი უცხოელია – „ოცნების“ საემიგრაციო პოლიტიკა შერეული ოჯახების წინააღმდეგ

ბოლო თვეებია საქართველოდან უცხო ქვეყნის ასობით მოქალაქე აძევებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე დღის წინ ქვეყნიდან გააძევეს ბათუმში მცხოვრები კაცი, თურქეთის მოქალაქე, რომელსაც შშმ შვილი ჰყავს, დედა ბავშვის სპეციფიური საჭირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მუშაობას, რის გამოც, ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. „ოცნების“ ხელისუფლების საემიგრაციო პოლიტიკა შერეულ ოჯახებს, ფაქტობრივად, …

ბათუმში ანგრევენ 135 წლის, მასკარონებიან სახლს

ბათუმში ანგრევენ 135 წლის წინ აშენებულ სახლს, რომელიც ცნობილი იყო როგორც „მასკარონებიანი სახლი“. მასკარონი სკულპტურული გამოსახულებაა, ჩვეულებრივ ადამიანის ან ცხოველის ნიღბის ფორმით. სწორედ ასეთი გამოსახულებები ჰქონდა სახლს, რომელსაც ანგრევენ. მის ადგილას ახალი, 17-სართულიანი შენობა აშენდება. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა #21-ში მდებარე შენობა კლასიკური, ბათუმური ორსართულიანი სახლი იყო, რომელსაც ფასადზე მასკარონები ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო ინტერიერი მოჩუქურთმებული იყო. …

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც“ – მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკიდანაც მიდის. ამის შესახებ მან დღესს 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა. „შეუცვლელი არავინ არავის, თუ ოდესმე დავბრუნდი, ეს იქნება აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ დავჭირდები გუნდს. გვერდებიდან შემოჩოჩებას, რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში ეს ჩემგან არ იქნება. რომ მეფიქრა ისიც, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ჩემ გარდა არავინაა ასეთი გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას, …

399 ათასი ლარი უტენდეროდ დაიხარჯება ბათუმში საზღვაო ფორუმის ჩასატარებლად

საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ორგანიზებაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 399 548 ლარს დახარჯავს ტენდერის გარეშე. ფორუმი [GIMF 2026] ბათუმში 2026 წლის 7 და 8 სექტემბერს გაიმართება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „ღონისძიებას სახელმწიფო მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ხელს უწყობს ქვეყნის სატრანსპორტო და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების …

„ოცნების მთავრობა“ ასაწყობ სკოლებს ყიდულობს – გამოყოფილია 22 მილიონი ლარი

„ქართული ოცნების“ მთავრობა რეგიონებში მოდულური სკოლების დამონტაჟებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ტრანსპორტირებადი მოდულური სკოლების შეძენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა – 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული. სატენდერო მონაცემების მიხედვით, მოდულები უნდა იყოს მრავალჯერადი …

ნეპალსა და ტიბეტში მინიმუმ 1300 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა სტიქიის შემდეგ

ნეპალსა და ტიბეტში, 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, 1300-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. მეწყერის, ღვაცოფისა და წყალდიდობის შედეგად განადგურებულია სოფლები. ბოლო ცნობებით, ნაპოვნია 165 ცხედარი, მათ შორის – ასობით უცხოელი ტურისტის. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქია სავარაუდოდ მოჰყა მიწისძვრასა და მყინვარის ჩამონგრევას, რამაც წყალდიდობა, მეწყერი და ღვაცოფი გამოიწვია. ზვავმა მდინარეების კალაპოტი გადაკეტა და ღვარცოფულმა ტალღებმა …

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტის მიზანია გააფრთხილოს პუტინი – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ორი ამერიკული გამოცემა – The Wall Street Journal და Politico – წყაროებზე დაყრდნობით ერთდროულად წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში მოულოდნელ ვიზიტის მიზანია პუტინი გააფრთხილოს – არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. მედიის თანახმად, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა უკვე ამ შემოდგომაზე …

ორ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – მუხრანში მკვლელობის საქმე

პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა …

მუნიციპალურმა ბათუმის ქუჩებიდან არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე არასწორად დაპარკინგებული მანქანები საჯარიმოზე გადაიყვანეს. “საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილების გაყვანა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის სამსახური ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და წესრიგის მიზნით პარალელურ რეჟიმში არასწორ პარკირებაზეც ახორციელებს მონიტორინგს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მეტი პარკირების სივრცის შექმნასა და …

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და დუბაის ერთ–ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანია HOLM Developments-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, HOLM Developments ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე 140 000 კვ.მ ფართობზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს. არაბთა გაერთიანებული …

„ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა აგვისტოში 6 350 ლარი შემოსწირა

2026 წლის აგვისტოში „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ მკითხველმა, მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, 6 350 ლარი შემოსწირა. მადლობა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ გვტოვებთ! მადლობა თითოეულ ჩვენს გამომწერს – ვინც მზად არის, მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იდგეს! მადლობა მათ, ვინც ერთჯერადად დაგვიჭირა მხარი! თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ჩვენთვის მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის – ეს არის ნდობა, გამხნევება …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 482 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 304 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 25 237 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 48 694 …

14 წელი მიუსაჯეს უკრაინელ პენსიონერს, რომელმაც თავის პენსია უკრაინის ჯარს გადაურიცხა

ოკუპირებულ ბერდიანსკიში მცხოვრებ, 1952 წელს დაბადებულ პენსიონერ ქალს, რუსეთმა „ღალატში“ დასდო ბრალი და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კოლონიაში. ამის შესახებ „მედიაზონა“ წერს. 74 წლის უკრაინელი ქალისთვის 14 წლით დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა ზაპოროჟიეს რეგიონულმა სასამართლომ. ეს უწყება რუსეთის ხელისუფლების მიერ არის შექმნილი. გამოძიების თანახმად, 2024 წელს ქალმა უკრაინის არმიას 1 500 გრივნა გადაურიცხა, რითაც რუსეთის უსაფრთხოებას …

არჩილ კონცელიძემ თანამდებობა დატოვა – ის ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი იყო

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი არჩილ კონცელიძე, თანამდებობიდან წავიდა. მან აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთან“ დაადასტურა. არჩილ კონცელიძე თანამდებობის დატოვების მიზეზად, სხვა სამსახურში გადასვლას ასახელებს. თუმცა, რომელ უწყებაში გადადის, არ ამბობს. „როცა გადავალ ნახავთ“, – გვითხრა მან. კონცელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. ის მანამდე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2023 წელს …

$157 ათასი სესხად მკურნალობისთვის – კიდევ რას წერს თორნიკე რიჟვაძე ქონებრივ დეკლარაციაში

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული. ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა. დაჭრილ რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. შსს-ს მაშინდელი განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა …

რუსული მმართველობის განმტკიცება ევროსასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვით – რას წერს მოსამართლე ცეკვავა

„როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა“ – უთხრა ბათუმელებს ვახო სანაია. ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, 2026 წლის 22 ივლისს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააპატიმრეს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო. „ოცნების“ ხელისუფლებამ …

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა

დღეს, 26 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „სანდასუფთავების“ მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა. შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

49 950 ლარი დაიხარჯება „ხინოწმინდობაზე“ აჭარის ბიუჯეტიდან უტენდეროდ

ქობულეთში დაგეგმილი „ხინოწმინდობა 2026“-ის ორგანიზების მომსახურების შესყიდვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 49 950 ლარი დაიხარჯება. აჭარაში „ოცნების“ ხელისუფლების კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით აუცილებელია ფული ტენდერის გარეშე დაიხარჯოს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ღონისძიება 2026 წლის 12 სექტემბერსაა დაგეგმილი ქობულეთის სოფელ ხინოწმინდაში. სამინისტროს განაცხადის მიხედვით, „ხინოწმინდობა 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილია: „სადღესასწაულო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 17  – 22 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 480 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 450. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 300 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 25 230 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 48 641 …

რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“

7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის, ალექსის მამა, თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად აიყვანა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.  „ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდული იყო. მას არც ადვოკატთან და არც ჩემთან დაკავშირების …

სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან

ბათუმში, მამია კომახიძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტრო: ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის აღარ დაგხვდებათ. ადმინისტრაციულ შენობას სამივე სამინისტროს თანამშრომლები ცლიან. ისინი სხვადასხვა შენობაში ნაწილდებიან. „ეს შენობა ავარიულია, შენობის დაცლა დაწყებულია…  განიხილება ალტერნატივები,“ – უთხრეს დღეს, 25 აგვისტოს „ბათუმელებს“ აჭარაში „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრში. აქ დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ სამინისტროები სხვადასხვა …

რატომ აღარ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე, რა შეიცვალა – ინტერვიუ

„ჯერჯერობით ბირთვული შეკავება მუშაობს და ამ ზღვარზე რაღაცნაირად არ ვართ მისული… მეორე მხრივ, არაფრისგან არ ვართ დაცული. რა წამში შეიძლება გამწვავდეს და ესკალაცია მოხდეს ამ პროცესების, ეს ძნელი სათქმელია,“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე, იგი ბირთვული გაუვრცელებლობის და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტია. რა იცვლება ბირთვული სახელმწიფოების ბირთვულ არსენალში და რამდენად იცავს რუსეთი ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო შეთანხმებებს? – „ბათუმელებმა“ …

რატომ იზრდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები? – ინტერვიუ კობა ქამაშიძესთან 

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ეს დაავადება ერთ-ერთ ყველაზე პრევენცირებად ონკოდაავადებად არის მიჩნეული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-ს) მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 ქალი კი ამ დიაგნოზით გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით და რეგულარული სკრინინგით. საქართველოში მოქმედებს უფასო სკრინინგ …

Exit mobile version