პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის 8 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე: registration.emis.ge და დასრულდება 8 ივნისს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მე-2 ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
Category Archives: განათლება
სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება, თანამშრომელს, ხელშეკრულება – ბსუ-ს ბრძანება თამბაქოს აკრძალვაზე
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, პირველი მაისიდან, ძალაში შევიდა ბრძანება, რომელიც სტუდენტებსა და უნივერსიტეტში დასაქმებულ ყველა პირს თამბაქოს მოხმარებას უკრძალავს არა მარტო შენობაში, არამედ უნივერსიტეტის ეზოშიც. სამართალდარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება, სტუდენტს კი შეუწყდება სტატუსი. „თამბაქოს მოწევა აკრძალულია ბსუ-ს კუთვნილ შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც 30 აპრილს გამოიცა და დღეს ამოქმედდა. …
სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ბათუმში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სკოლების ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა დროიდან აქვს სამინისტროს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების ზრდა დაგეგმილი და რამდენპროცენტიან ზრდაზეა საუბარი. როგორც განათლების სამინისტროში ოფიციალურად განაცხადეს, ხელფასების ზრდა „ბიუჯეტის დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული“. „ბათუმელების“ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს იმას, …
Continue reading “სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება”
მინისტრმა მასწავლებლებსა და დირექტორებს უთხრა, რომ დირექციების ხელფასები იზრდება
ხელფასების ზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბათუმში მასწავლებლებსა და დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ახსენა. ამ უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრაზე მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების სქემაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ითქვა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების გაზრდაზეც. დახურულ შეხვედრაზე მყოფი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე “ბათუმელებთან” მინისტრთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. “ისაუბრა სახელმძღვანელოებზე, ისაუბრა ეროვნულ …
Continue reading “მინისტრმა მასწავლებლებსა და დირექტორებს უთხრა, რომ დირექციების ხელფასები იზრდება”
აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა
აჭარის განათლების „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სწავლის საფასურის დაფარვაში ეხმარება. მიმდინარე წელს სამინისტროს 50 ბაკალავრი უნდა დაეფინანსებინა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუფარავს სწავლის თანხა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზოგიერთმა სტუდენტმა თავად გადაიხადა სწავლის საფასური, რადგან მათ შესაძლოა შეწყვეტოდათ სტუდენტის სტატუსი. თუ რატომ არ გადარიცხა სამინისტრომ 50 სტუდენტის სწავლის …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ 50 სტუდენტს სწავლის საფასურის გადახდა დაუგვიანა”
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 82 აპლიკანტი შეარჩიეს
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო 2018-ზე აპლიკაციების გადარჩევა დასრულდა, 104 განაცხადიდან მხოლოდ 82 განაცხადი შეარჩიეს. აპლიკანტთა შორის 72 ქალია, 10 – კაცი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფის ცნობით, მიმდინარე წელს ყველა რეგიონიდან შევიდა აპლიკანტების განაცხადი, თუმცა რეგიონებს შორის ისევ თბილისი და ქუთაისი ლიდერობს. თბილისიდან 29 განაცხადია შესული, ქუთაისიდან კი – 12. გასული წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის ეროვნულ …
Continue reading “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 82 აპლიკანტი შეარჩიეს”
შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სკოლებს მოსწავლეების მიღწევების შეფასებაში დაეხმარება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში კონსულტაციებს სთავაზობს. სკოლების მხარდაჭერის პროექტის – Naec4Schools-ის ფარგლებში, მოსწავლეები შეფასდებიან ყველა ძირითად საგანში მე-6; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 კლასების ჩათვლით. შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები) მეოთხეკლასელთათვის; სკოლების, კლასებისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევების ჩვენება; მიღწევის დონეების დადგენა და სკოლისა და …
უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდა
2018-2019 წლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ოთხ პროგრამაზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები – სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები – პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური …
რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს
პედაგოგიური განათლების მქონე რამდენი პირი ელოდება სკოლაში მუშაობის დაწყებას? – ჰკითხრა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით, გამოცდაჩაბარებულ 118 პირს სურდა 2016 წელს სკოლაში მუშაობის დაწყება. შარშან კი ეს რიცხვი გაიზარდა 198-მდე. ეს პირები „არ არიან დაფიქსირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – მოგვწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, …
Continue reading “რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს”
„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან
ანა ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დღვანის მე-11 კლასში სწავლობს. ის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ესეების კონკურსში, – „რატომ ნატო“. „კონკურსში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის თემა საინტერესოა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ევროინტეგრაციაში არის საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება. შესაბამისად, ამ კონკურსმა მომცა შესაძლებლობა წარმომეჩინა ჩემი დამოკიდებულება ამ …
Continue reading “„რატომ ნატო“ – ესეების კონკურსის გამარჯვებული შუახევიდან”
ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის
დღეს, 20 აპრილს, რესურსცენტრებს აჭარის საჯარო სკოლებისთვის გადასაცემი ახალი სახელმძღვანელოები გადასცეს. სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსია სკოლებისთვის. სასწავლო მოდული კონსერვაციული განათლების შესახებ აჭარის სკოლებისთვის არის მომზადებული. ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო რესურსის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ასევე, ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის, მის რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობასა და კონსერვაციის აუცილებლობაზე. …
Continue reading “ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის”
რა სიახლეები იქნება სექტემბრიდან სკოლებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენის გაკვეთილებისთვის ცალკე საათები გამოიყოფა. ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ყველაზე მეტი საათი აქვს დათმობილი. ანუ ეს საგანი კვირაში ხუთჯერ არის ჩასმული. ლია გიგაურის თქმით, სკოლებს უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ, აქედან რამდენ საათს დაუთმობენ …
Continue reading “რა სიახლეები იქნება სექტემბრიდან სკოლებში”
აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში – ლია გიგაური რეფორმაზე
იღებს თუ არა გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობის, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე და რა შეუძლია სკოლას გადაწყვიტოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საუბრობს. ქალბატონო ლია, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე „ბათუმელებთანაც“ ხშირად აღნიშნავენ პედაგოგები, განათლების სფეროს სპეციალისტები, რომ სამინისტრო მათ სიახლეებს პოსტფაქტუმ, მათი ჩართულობისა და პროცესის გაანალიზების …
Continue reading “აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში – ლია გიგაური რეფორმაზე”
პედაგოგებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების უფასო ტრენინგები იწყება
მასწავლებლებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. „სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ …
Continue reading “პედაგოგებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების უფასო ტრენინგები იწყება”
რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში
„ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში“ – ბათუმელი პედაგოგი ბირთვული კვლევების ლაბორატოარიაში სამი ბათუმელი ფიზიკის მასწავლებელი გასული წლის შემოდგომაზე, ჟენევაში, ცერნში იმყოფებოდა. ცერნი ბირთვული კვლევების უდიდესი ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ბათუმელი პედაგოგები ათი დღის განმავლობაში უსმენდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციებს და პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ცერნში იმყოფებოდა, ბათუმის მე-18 საჯარო და კერძო სკოლა „განათლებას“ ფიზიკის …
Continue reading “რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში”
რა შემთხვევაში შეუძლია მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენება სკოლაში
სკოლების ვიდეოთვალით აღჭურვაში და მანდატურების გადამზადებაში განათლების სამინისტრო 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხაში შედის მანდატურის უნიფორმა, დეტექტორები, რაცია, დაზღვევა. საქართველოს ყველა სკოლა ვიდეოთვალებითა და დეტექტორებით 2019 წლის ბოლომდე უნდა აღიჭურვოს. ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უფლებები ეზრდებათ სკოლის მანდატურებს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მანდატურს შეუძლია მოსწავლე უკონტაქტოდ – მეტალოდეტექტორის გამოყენებით …
Continue reading “რა შემთხვევაში შეუძლია მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენება სკოლაში”
„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში
დღეს, 13 აპრილს, „ქორთიართ მერიოტში“ „უსაფრთხო სკოლის“ შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ახალი ვებპორტალი – „იყავი მეგობარი“, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით, კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის …
Continue reading “„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში”
411 ინდოელი სტუდენტი – რატომ ირჩევენ ისინი სამედიცინო განათლების მისაღებად ბათუმს
სამედიცინო განათლების ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დიპლომირებული მედიკოსი – ეს არის ბსუ-ს ერთადერთი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც განათლების მიღება სტუდენტებს ინგლისურ ენაზე შეუძლიათ. უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე 411 სტუდენტი სწავლობს ინდოეთიდან. სწავლის საფასური წელიწადში 3300 დოლარია. ცხოვრება და სწავლა ერთ სტუდენტს წლიურად დაახლოებით 7 ათასი დოლარი უჯდება. თანხას მათი ოჯახები იხდიან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ ირჩევენ ინდოელი …
Continue reading “411 ინდოელი სტუდენტი – რატომ ირჩევენ ისინი სამედიცინო განათლების მისაღებად ბათუმს”
უფასო იმიტირებული გამოცდა მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებისთვის
საჯარო და კერძო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. მოსწავლეებს იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა „სანდო თანამგზავრის“ საშუალებით შეეძლებათ. „ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე.წ. CAT-ის ალგორითმით და სისტემით“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იმიტირებული გამოსაშვები გამოცდები 15 და 22 აპრილს ჩატარდება. პირველი იმიტირებული ტესტირებისათვის რეგისტრაცია 11 აპრილს, 15:00 …
Continue reading “უფასო იმიტირებული გამოცდა მეთერთმეტე და მეთორმეტეკლასელებისთვის”
ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები
ის 14 წლის გათხოვდა. ქორწილი იანვარში ჰქონდა. ახლა მე-15 წელშია და ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. გათხოვების შემდეგ სკოლა გამოიცვალა. ელზა [სახელი პირობითია] სკოლის მიტოვებას მეცხრეკლასის დასრულების შემდეგ აპირებს. ამბობს, რომ უნდა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს. გოგოს მეუღლე 19 წლისაა. ის ერთ-ერთი საჯარო უწყების დაცვის სამსახურში მუშაობს. გოგო ამბობს, რომ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. …
Continue reading “ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები”
პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცხადდა სემინარი – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისთვის“. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია სემინარი მასწავლებლებისთვის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს საუკეთესო პროექტების გამოვლენას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით. პირველი ეტაპი – სემინარი გაიმართება 2018 წლის 7-8 მაისს …
Continue reading “პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო”
რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ ბაღები ავტორიზაციას – რას ითხოვს ახალი სტანდარტი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა ავტორიზაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ. ავტორიზაცია მოიცავს როგორც ბაღების სანიტარულ-ჰიგიენურ და კვების, ასევე ინფრასტრუქტურისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტებს. რა ხდება ბათუმის საბავშვო ბაღებში და შეესაბამება თუ არა მათი სტანდარტი ავტორიზაციის მოთხოვნებს? ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ბათუმში არსებული საბავშვო ბაღების შესახებ მერიას ანგარიში წლის …
Continue reading “რა შემთხვევაში ვერ მიიღებენ ბაღები ავტორიზაციას – რას ითხოვს ახალი სტანდარტი”
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო – სკოლაში 16-17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც წავლენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დღეს, 10 აპრილს, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით იმ კატეგორიის მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი წარსადგენი დოკუმენტების ვადა განისაზღვრა 30 აპრილიდან 7 მაისის …
პროფესიული განათლების მიღების მსურველების რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება
დღეიდან, 10 აპრილიდან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. გარდა ამ პროფესიებისა, რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებაც იგეგმება, მათ შორის ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა და რკინიგზის მონიტორინგი. …
Continue reading “პროფესიული განათლების მიღების მსურველების რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება”
„მარცხი გასწავლის, გახდე უკეთესი“ – ბათუმელი მეთერთმეტეკლასელი ბრიტანეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაზე
მარიამ მიქელაძე 16 წლის არის. სექტემბრიდან ის დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება – მარიამს ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში – St Catherine’s, Bramley სწავლის გასაგრძელებლად ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. მარიამის ცხოვრებაში პირველად ხდება, როცა ოჯახისგან შორს, დამოუკიდებლად იცხოვრებს. მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა. მარიამი გვიყვება იმაზე, რამდენად რთულია ამ გზის გავლა: შემდეგი …
სკოლებში საათობრივი ბადე გამარტივების ნაცვლად რთულდება – ახალი პროექტი
საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საათობრივი ბადის პროექტი. პროექტის მიხედვით, საათობრივი ბადე არ გამარტივებულა, პირიქით – უფრო დატვირთულია. რამ გამოიწვია საათობრივი ბადის დატვირთვა და არა გამარტივება? ამ საკითხის ირგვლივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა განათლების სამინისტროში არ ისურვეს. თემაზე „ბათუმელებთან“ „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი მუხრან გულიაშვილი საუბრობს. ბატონო მუხრან, მე-7, მე-8 და …
Continue reading “სკოლებში საათობრივი ბადე გამარტივების ნაცვლად რთულდება – ახალი პროექტი “
სპეცმასწავლებლები სავარაუდოდ პედაგოგის სტატუსს მიიღებენ – რა ტრენინგებს გაივლიან ისინი
სად და როგორ შეუძლიათ სპეციალურ მასწავლებლებს ტრენინგების გავლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და როდის მიიღებენ სპეციალური მასწავლებლები მასწავლებლის სტატუსს სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მენეჯერს სალომე ჩარკვიანის ესაუბრა. ქალბატონო სალომე, სპეციალურ მასწავლებლებს 2018 წელს რომელი ტრენინგ კურსის გავლა შეუძლიათ და როგორ უნდა ჩაერთონ ისინი ამ ტრენინგებში? სპეცმასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს …
მანდატურები მოსწავლეებს ახალი წესით შეამოწმებენ – პროექტი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებების პროექტი, რომელიც სკოლებში მოსწავლეების შემოწმებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, „პირადი გასინჯვა“, „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს მანდატურები აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. „მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის …
Continue reading “მანდატურები მოსწავლეებს ახალი წესით შეამოწმებენ – პროექტი”
2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები ბათუმის უნივერსიტეტში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 160 ადგილზე 19 786-მა აბიტურიენტმა გააკეთა განაცხადი. პირველადი არჩევანი ბათუმის უნივერსიტეტზე 2 029 აბიტურიენტმა გააკეთა. წელს რუსთაველის უნივერსიტეტს 36 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს მიღება. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რეგისტრაციის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი პროგრამებია: ფინანსები, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ტურიზმი, მენეჯმენტი, ისტორია, მშენებლობა, არქიტექტურა და ფსიქოლოგია. …
Continue reading “2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები ბათუმის უნივერსიტეტში”
სამეცნიერო კლუბი სკოლის მოსწავლეებისთვის
ბათუმის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სამეცნიერო ცდები ჩაატარონ. ამერიკული კუთხის ტექნიკური მენეჯერის, ზურა მესხიძის განმარტებით, ახალი მასალები მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ცდები ჩაატარონ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე ნანოტექნოლოგიების მიმართულებით. „ამერიკულ კუთხეში გვექნება კლუბი, Technology Time, რომელიც კვირაობით ორ საათზე იმუშავებს. კლუბს ეყოლება ტრენერი, რომელიც ბავშვებს ცდების ჩატარებას ასწავლის. კლუბში მუშაობა მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც …
ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი
გარე დაკვირვების წესში ცვლილება შედის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი მაჩაბლის განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, დაკვირვების მექანიზმი მოქნილი ხდება. მისი თქმით, ცვლილების საჭიროება პილოტირებამ აჩვენა, რომელიც გასულ წელს ორ რეგიონში ჩატარდა. ცენტრის დირექტორი ასევე საუბრობს მექანიზმზე, რომელიც დირექტორს საშუალებას აძლევს, სკოლიდან გაუშვას პედაგოგი, რომელიც პროფესიულად ვერ ვითარდება. ბატონო გიორგი, რაში გამოიხატება გარე დაკვირვების გამარტივება? …
Continue reading “ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი”
საგნობრივი გამოცდის ჩაბარებას 21 ათასი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპირებს
მასწავლებლის საგნობრივ გამოცდაზე პედაგოგების რეგისტრაცია დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 21 ათასამდე მასწავლებელმა და მასწავლებლობის მსურველმა გაიარა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენია აქედან მასწავლებლობის მსურველი პირი? – გამოცდების ცენტრი ინფორმაციას ვერ გვაწვდის. „ეს ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ წერილობით“, – გვითხრეს ცენტრში. მათივე თქმით, ამ დროისთვის არც ის ინფორმაციაა ცნობილი, ყველაზე მეტი ან ნაკლები რომელი საგნის მასწავლებელი …
40 ათასი აბიტურიენტი 43 ათას ადგილზე – აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასრულდა აბიტურიენტთა რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. პირველადი მონაცემებით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უნივერსიტეტებში 43 ათას ადგილზეა მიღება გამოცხადებული. „თუმცა უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი ისევ მიმდინარეობს და შესაძლებელია ეს მონაცემები შეიცვალოს“, – გვეუბნებიან გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 2018 წლის გამოცდებზე 4 …
Continue reading “40 ათასი აბიტურიენტი 43 ათას ადგილზე – აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა”
5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის
საქართველოს განათლების სამინისტრო, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინიცირებით ახალი პროექტის ონლაინ ტრენინგების კურსს ქმნის. ონლაინ ტრენინგების კურსი ორი მიმართულებით შეიქმნება. პირველი – მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში გადამზადების კურსი, მეორე კი საგნობრივი ტრენინგების კურსი იქნება. როგორც პროგრამის მენეჯერი ნატა ედიშერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, დაგეგმილია, რომ ონლაინ ტრენინგების ორივე კურსში მასწავლებლებმა კრედიტ ქულებიც აიღონ. ზოგადი უნარების ტრენინგ კურსი სამკრედიტიანი იქნება, …
Continue reading “5-კრედიტიანი ონლაინ ტრენინგები – ახალი პროექტი მასწავლებლებისთვის”
სახალხო დამცველის ანგარიში: საქართველოში 189 სკოლა მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 189 საჯარო სკოლა ავარიულია. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ავარიულ მდგომარეობაში 209 სკოლა ფუნქციონირებდა. „მათგან 42 არ ექვემდებარებოდა აღდგენა -გამაგრებით სამუშაოებს. ავარიულ და სარეაბილიტაციო საჯარო სკოლებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებიც,“ – წერს სახალხო დამცველი. „მოწოდებული ინფორმაციით, ავარიულ სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ტარდება აუცილებელი …
მეთორმეტეკლასელი გოგო ჩაგვრაზე
ნათია ცენტერაძე ქობულეთის #3 საჯარო სკოლაში, მე-12 კლასში სწავლობს. მისი ერთ-ერთი ესეი – „მა, მე შენ მჭირდები“, რომელმაც ელექტრონული მედიის ყურადღება მიიქცია, გოგონების პრობლემას ეხება. „მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოდ დაიბადე, შეიძლება მიგატოვოს საკუთარმა მამამ, რადგან მას ბიჭის, „გვარის გამგრძელებლის“ დაბადება უნდოდა“, – წერს ნათია ესეიში. ნათიას ესეი ბევრმა აღიქვა, როგორც პირადი ისტორია. „ეს დავწერე არა …