მისტიკური ჩირუხი – ადგილი, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი

მოგზაურობის დაწყებისკენ ადამიანს ბევრი რამ უბიძგებს, ეს შეიძლება იყოს დასვენების სურვილი რთული და დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, ან ახალი ადგილების აღმოჩენისკენ სწრაფვა და თავგადასავლები, ან სულაც სტრესი, რომლისგანაც თავის დაღწევა გსურთ. რა ხდება მაშინ, როცა ხვდები, რომ დასვენება გჭირდება? იწყებ ფიქრს, სად წახვიდე. ბათუმთან ახლოს ან ცოტა მოშორებით ბევრი კარგი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურობას გაექცეთ. …

თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance, პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა. ჯილდო ბანკმა 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო. „ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხლ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება …

დაზოგვის მსოფლიო დღე ფინკა ბანკში – დაიწყე დაზოგვა #თეთრიდღისთვის

31 ოქტომბერი დაზოგვის საერთაშორისო დღეა და მას 120-ზე მეტ ქვეყანაში 1925 წლიდან აღნიშნავენ. ფინკა ბანკი უკვე მეექვსე წელია ერთვება დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში. დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წელს, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ფინკა ბანკის ფილიალებში გაიმართება შეხვედრები და ღია გაკვეთილები ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. ბავშვებს სახალისო ფორმით გავაცნობთ რა არის დაზოგვა, რატომ და როგორ …

ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა

გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ ბათუმის ბულვარი უკვე ფონდის ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა. FEE–ს პარტნიორული წევრობა სსიპ ბათუმის ბულვარს საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი უწყება. გარემოსდაცვით განათლების ფონდთან სსიპ ბათუმის ბულვარმა თანამშრომლობა მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. სწორი და ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, საჯარო უწყება სსიპ ბათუმის ბულვარი ფონდის …

28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით „კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“  აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ხელი მოეწერა შეთანხმებას რუმინეთიდან ბათუმის პორტამდე საკონტეინერო გემის  მიმოსვლის შესახებ

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან (რუმინეთი) ბათუმის  პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა.   სამმხრივი შეთანხმება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებს“, ,,აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოსა“ და რუმინულ კომპანია ,,გრამპეტს“ (GRAMPET) შორის გაფორმდა.  ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და ,,გრამპეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი შავ ზღვაზე საფიდერო მიმოსვლას ისახავს …

აუქციონი თხილის შეძენაზე მომავალი კვირიდან დაიწყება

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის. შემდეგი კვირიდან, წინასწარ განსაზღვრულ დღეებში თხილის მწარმოებელთა ფეისბუქ გვერდზე 12-დან 3 საათამდე ექსპორტიორები და ქარხნები თხილის შესყიდვის ონლაინ პროცესში ჩაერთვებიან. ასოციაცია პროექტს კოორდინირებას ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე გაუწევს. პროექტის მიზანი, ფერმერებისთვის ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებაა-შემსყიდველისთვის კი, საუკეთესო თხილის მიღება. ასოციაცია ფერმერებს თხილის რეალიზებაში ამ დრომდეც ეხმარებოდა, …

“თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე საქართველოს რკინიგზის დირექტორი სიტყვით გამოვიდა

“თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში,  სატრანსპორტო კავშირების განვითარების პანელურ დისკუსიაზე,  „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა  დირექტორმა   დავით ფერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. დავით ფერაძის განცხადებით, არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზამ“  მიმდინარე წელს  მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაზრდილია როგორც სატვირთო გადაზიდვებიდან, ასევე მგზავრთა გადაყვანებიდან   მიღებული შემოსავლები,  რეკორდულად მაღალი შედეგებია  საკონტეინერო გადაზიდვებში. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის” განვითარების და …

თბილისში ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Tbilisi-Marriot-ში,   საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ასოციაციაТМТМ) განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ უმასპინძლა. სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანში (Middle Corridor) რამდენიმე სახეობის ახალი ტვირთის დამატებასა და ერთიანი, გამჭოლი სატარიფო პოლიტიკის საკითხებს.  შეხვედრის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება ,,TIS-საკონტეინერო ტერმინალის“ (უკრაინა) და …

სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის „m2 უძრავი ქონებისგან“

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან – „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში – „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთხვევაში თიბისი სტატუსის მომხმარებელი 5000 ლარამდე ტექნიკის ვაუჩერს მიღებს საჩუქრად. ახალი უბანი – m3 საბურთალო, მაცხოვრებლებს სთავაზობს მეტ პირად სივრცეს თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც ბინას მთელი უბანი მოჰყვება. ახალი …

რას ითხოვს მოსახლეობა ახალშენსა და სარფში – სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები გრძელდება 

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გრძელდება. ამჯერად შეხვედრები ახალშენისა და სარფის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის …

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი – ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად

ფინკა ბანკის ახალი უნიკალური პროდუქტი საკრედიტო ლიმიტი რამდენიმე თვეა დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე და მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. რა არის უნიკალური ამ პროდუქტში და რატომ უნდა ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით? – საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენოთ. ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული …

ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს ” საქართველოს რკინიგზა” დააკავშირებს

“საქართველოს რკინიგზის” ინიციატივა საქართველო–უკრაინის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემის მიმოსვლის შესახებ განხორციელდა.  აღნიშნული მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი დღეს, 18 ოქტომბერს შემოვიდა ფოთის პორტში და იგი მიმოსვლას ყოველკვირეულად განახორციელებს. აღნიშნულით შესაძლებელი გახდა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა საქართველოს რკინიგზის მეშვეობით. ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, ხელს შეუწყობს, …

„ანრის“ საგამოფენო კუთხე სახალხო ზეიმზე ქედაში

2019 წლის 11 ოქტომბერს დაბა ქედის ცენტრში გაიმართა სახალხო ზეიმი ,,შემოდგომა ქედაში“. ღონისძიება ადგილობრივ მოსახლეობასა და მოწვეულ სტუმრებს შორის შეხვედრის ადგილად იქცა. სახალხო ზეიმს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები. მთიანი აჭარის რეგიონში საზღვაო დარგის პოპულარიზაციისთვის ღონისძიებაში ჩაერთო ბუსსს „ანრი“. საზღვაო სასწავლებლის წარმომადგენლებმა მოაწყვეს გამოფენა. ღონისძებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით …

ბუთურაულისა და განახლება-ზედა ახალშენის გზების მოასფალტება დასრულდა

აჭარის არ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში აქტიურად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზის 1,05 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 3675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოები შპს „პალადამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარია. შუახევის მუნიციპალიტეტში ბუთურაულის საავტომობილო …

ბათუმის ბულვარში სეზონური ყვავილების დარგვა დაიწყო

ბათუმის ბულვარში შემოდგომა -ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების დარგვა მიმდინარეობს. „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარები“-ს სამსახურის თანამშრომლების მიერ საყვავილე კლუმბებსა და მწვანე სივრცეებში ქრიზანთემას, ვიოლას, მიხაკისა და პრიმულას ახალი ნერგები ირგვება. დარგვით სამუშაოებამდე, არსებულ საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ამოღება, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება და სარეველებისაგან გაწმენდა. საშემოდგომო დარგვების ფარგლებში, ბულვარის …

ლიტერატურული პრემია „საბას“  2019 წლის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში. წლის საუკეთესო რომანი აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) წლის საუკეთესო პროზაული კრებული ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) ნატო დავითაშვილი, …

რა ამბებია ლალი ანთიძის საკვირაო სკოლაში

ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვიოცნებია უღიმღამო საკლასო ოთახის ნაცვლად სადმე, ჯადოსნურ გარემოში აღმოვჩენილიყავით, სადაც ბევრი საინტერესო ნივთია და სწავლაც სახალისოა. ზღაპრებსა და მულტფილმებში რომ არიან, კეთილი, ყველაფრისმცოდნე ჯადოქრები, თავიანთი პატარა, საინტერესო სახლებით, ასეთი ქალია ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე. საკვირაო სკოლაში ვიყავით მასთან და სამყაროში მიმდინარე ათას პროცესზე გავიგეთ ამბები. ლალი ანთიძე ფილოსოფიის დოქტორია ბათუმის სახელმწიფო …

ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში

ვისთვისაც შემოდგომის ბოლო, თბილი დღეები ძვირფასია, ცდილობს შაბათ-კვირა მაინც გაატაროს ბუნებაში. ოქტომბერში, როცა ტყეები ათასფრად ჭრელდება, არაფერი სჯობს მდინარეებითა და წყაროებით სავსე აჭარის სოფლებში მოგზაურობას, ტყისპირებზე წაბლის, კაკლის გროვებას და ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების შრიალს გარინდებულ ხეობაში. ჩვენ ამჯერად არჩევანი ჭვანის ხეობაზე შევაჩერეთ და გზას დავადექით. ქალაქს რომ ავტომანქანით საათნახევრის სავალზე დაშორდებით  შუახევში, მთაზე მიხვეულ-მოხვეულ, ჭვანისკენ …

საქართველოს რკინიგზამ 14 ოქტომბერს მცხეთის მიმართულებით უფასო რეისები დანიშნა

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 წთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 წთ-ზე. მეორე მატარებელი 22 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 წთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 წთ-ზე და …

12 და 14 ოქტომბერს “საქართველოს რკინიგზა“ მატარებელებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 12 ოქტომბერს თბილისიდან და 14 ოქტომბერს ბათუმიდან  „საქართველოს რკინიგზა“  დამატებით რეისებს ნიშნავს: მატარებლები  იმოძრავებენ  შემდეგი განრიგით:                                       თბილისი – ბათუმი –  თბილისი   №852/851             12.10.2019                                                                                      14.10.2019   გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი …

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში DAAD-ის წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს

23 ოქტომბერს DAAD-ის წარმომადგენელი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენელი მაქსი ბორნმანი სტუდენტებსა და პერსონალს გააცნობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გრანტებს და სტიპენდიებს სთავაზობს DAAD-ი როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ / ადმიისტრაციულ პერსონალს გერმანიაში სწავლისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. შეხვედრა, რომელიც ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, …

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები ხელვაჩაურის მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ,,მოვედი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა მოვისმინოთ თქვენი პრობლემები და განვსაზღვროთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები,’’ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები: მუხრან ვახტანგაძე და …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად საიტი შექმნა

ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ინტერნეტპორტალი შეიქმნა. საიტის – www.georgianseafarers.gov.ge / www.georgianseafarers.ge პრეზენტაცია ბათუმში ხუთ ოქტომბერს გაიმართა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, ქართველ მეზღვაურთა მხარდასაჭერად და მათი დასაქმების ხელშესაწყობად წელიწადზე მეტია ამ პროექტზე მუშაობენ. დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა და გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები და მოთხოვნები. გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილებაც. „პორტალი მეზღვაურებს გაუადვილებს სასურველი …

Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში

გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ბანკები დაასახელა. საქართველოში ეს ჯილდო თიბისიმ მიიღო. Global Finance-მა ბანკები შეარჩია უცხოური ვალუტის გრძელვადიანი შეფასების სისტემით Moody’s-ის, Standard & Poor’s– ისა და Fitch–ისგან, ასევე, მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის მთლიანი აქტივებისგან. „ბიზნესსაქმიანობა ახლა უფრო გლობალურად არის გადაჯაჭვული, ვიდრე ოდესმე, ეს დიდ და მცირე კორპორაციებს ახალ ბაზრებზე …

Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს – Jazz and Wine

19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი – „Jazz and Wine“ გაიმართება. ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი „MF ROBOTS“ და იტალიური ბენდი „Sugerpie & Candymen“. „Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის …

ფინკა ბანკის ფულადი გზავნილების აქციის დასრულებამდე 3 თვე დარჩა

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია უკვე მერვე თვეა, რაც მიმდინარეობს. ყველაზე აქტიური მომხმარებლები საჩუქრად სასაუბრო დროსა და დეპოზიტებს იღებენ. აქციის ფარგლებში უკვე 700 მომხმარებელს დაერიცხა 5 ლარიანი სასაუბრო დრო, ხოლო ყველაზე აქტიურ 20 მომხმარებელს ბანკმა 100 ლარიანი დეპოზიტი გადასცა. აქციის მთავარი პრიზი 500 ლარიანი დეპოზიტია, რომელთა იღბლიანი მფლობელებიც წლის ბოლოს გამოვლინდებიან. საბოლოო საჩუქარს წლის განმავლობაში …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – „საუკეთესო პრაქტიკა – მოსახლეობის მონაწილეობა პრიორიტეტების განსაზღვრისას“ და საჩუქრად სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადაეცა. აღნიშნული ნომინაცია გულისხმობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას, მოქალაქეების ჩართულობით პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას და პროექტებისა და პროგრამების მაქსიმალურად მორგებას მოსახლეობაზე. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე …

„ანრის“ პირველკურსელებმა მეზღვაურის ფიცი დადეს

დღეს ბათუმის უმაღლეს საინჟინრო საზღვაო სასწავლებელ „ანრიში“ პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 32-მა პირველკურსელმა საზეიმოდ დადო მეზღვაურის ფიცი. ცერემონიას ესწრებოდნენ სტუდენტების მშობლები, განათლების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები. ფიცის დადების დროს „ანრის“ ადმისტრაციის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი სტუდენტი – მამუკა ხილაძე, ზღვაზე შტორმის დროს სამი მოზარდის გადარჩენისთვი 1 წლის გადასახადისაგან გათავისუფლდა.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ-ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში,  საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის  სავაჭრო – სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ – ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა.  ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, “საქართველოს რკინიგზის” საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ  “საქართველოს რკინიგზა” და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განლიხიავენ. …

„ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” მონაწილეები ევრო-2000-ში

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” ფარგლებში საერთაშორისო მონაწილეები სკოლა ევრო- 2000-სს ესტუმრნენ. შეხვედრის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ისაუბრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, პრობლემებზე, პროექტის შუალედურ შედეგებზე, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე. ბიომრავალფეროვნება, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს ეკოსისტემური სერვისების (ეკონომიკური, კულტურული, ესთეტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო) თვალსაზრისით, მძიმე ზემოქმედების …

თამარ იოსელიანი: საქართველო საზღვაო ენერგოეფექტურობის პროექტში წამყვანი საპილოტე ქვეყანაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, როგორც გაეროს და ნიპონის ფონდის პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულმა, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულისა და კლიმატის ცვლილების სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე, რომელიც „მდგრადი განვითარების მიზნების” (SDG goals) მისაღწევად კლიმატური ცვლილებების პროცესში ზღვების, ოკეანეებისა და საზღვაო ტრანპორტის მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას მიეძღვნა, თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანპორტის …

ბათუმის ბულვარს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება

27 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში ღია ცის ქვეშ, უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც პირველად, თავისი ისტორიის მანძილზე ზღვისპირა ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ და კომპანია „ბაუ დიზაინის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ ბალიაშვილმა მოაწერეს ხელი. „დღეს ისტორიული დღე არის, ვინაიდან ხელი მოვაწერეთ ბათუმის ბულვარის მნიშვნელოვან დოკუმენტს. …

როგორ გამოვიდა ქართული საჭმელი ქუჩაში

მიშლენის გიდი ძალიან პოპულარული და ელიტური გზამკვლევია მსოფლიო გურმანებისთვის. 2016 წელს პირველად ისტორიაში მიშლენის ვარსკვლავი მიენიჭა ე.წ. Street food – ქუჩის სამზარეულოს წარმომადგენელს ჩან ჰონ მენგს, რომელიც სინგაპურში ფლობს  საკვებ ობიექტს.  ეს წარმატება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოდგა „სტრიტ ფუდის“ განვითარებისთვის. როცა საკვები ქუჩაში ინაცვლებს, ის ფორმირდება და ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეროვნული კერძები თანამედროვე სახეს იღებს. ჩვენს რეალობაში, …

The King’s and Queen’s Club-ი ინგლისური ენისა და კრიტიკული აზროვნების გასაუმჯობესებლად 

„უფრო მეტი, ვიდრე წიგნის კლუბი“- ამ დევიზით English Book Education-მა სკოლის მოსწავლეებისათვის ინგლისურენოვანი წიგნების კითხვის კლუბი შექმნა. კლუბის მთავარი მიზანია, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განუვითაროს სხვადასხვა უნარ-ჩვევა: კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, დებატებში ჩაბმა. ეს ყველაფერი მოსწავლეს ინგლისური ენის დონის ამაღლებაში ეხმარება. რა არის The King’s and Queen’s Club? The King’s and Queen’s Club – ასე …

წამებში გადარჩენილი სიცოცხლე – აორტის დისექციის ოპერაციები საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“

„გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და თქვენი მეუღლე გადარჩა“ – ამ სიტყვებს ნინო დოლიძე 9-საათიანი ოპერაციის განმავლობაში ელოდა კართან, რომლის მიღმაც მის მეუღლეს აორტის დისექციის (განშრევების) ურთულეს ოპერაციას უკეთებდნენ. პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მალე გაეწერება კიდეც. „ჩემს მეუღლეს არაფერი სტკიოდა, არც კი ვიცოდით, რომ გულის კედლები ფურცელივით ჰქონდა გათხელებული, ეს პირველად საავადმყოფოში გვითხრეს …

Exit mobile version