მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმში, ინასარიძის N7-ში სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

13.11.2019 • 5528
ბათუმში, ინასარიძის N7-ში სუპერმარკეტ „დეილის“  მესამე ფილიალი გაიხსნა

12 ნოემბერს ბათუმში, ინასარიძის ქ.N7-ში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სუპერმარკეტ „დეილის“ მრავალფუნქციური სივრცე. ჩვენ ვესტუმრეთ, დავათვალიერეთ და მონაწილეობა მივიღეთ ახალი ფილიალის გახსნაში.

ბათუმში, სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

⭕12 ნოემბერს ბათუმში, ინასარიძის ქ.N7-ში, სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა.▶?ნახეთ ვიდეო, რატომ უნდა ეწვიოთ ქალაქის შუაგულში, 500 კვ.მ ფართობის მქონე „დეილის“ ქსელურ სუპერმარკეტს⤵

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on კვირა, 17 ნოემბერი, 2019

გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ქალაქის შუაგულში, 500 კვ.მ ფართობის მქონე „დეილის“ ქსელურ სუპერმარკეტს.

მაშ ასე, დავიწყოთ:

როგორი ფასებია „დეილში“?

„დეილი“ ბათუმში ოპერირებს დაბალი საფასო კატეგორიით. ეს იმას ნიშნავს, რომ არა ცალკეულ პოზიციებზე, არამედ აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ მისაღები და კონკურენტუნარიანი ფასებით, შეიძინოთ ნაკლებ ფასად მეტი. გარდა დაბალი ფასებისა, კომპანია დამატებით სთავაზობს მომხმარებელს 300-მდე დასახელების აქციას თვის განმავლობაში, მათ შორის: თვეში ორჯერ 2-კვირიანი აქცია 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე; კვირაში 2-ჯერ – ყოველ ოთხშაბათ-ხუთშაბათ და შაბათ-კვირას შოკფასის აქციებს ტოპპროდუქტებზე და სხვა სპეციალურ აქციებსაც.

რა სიახლეები დაინერგა ფილიალში?

ინასარიძის N7-ში თქვენ მხოლოდ სტანდარტული სურსათის მაღაზია არ დაგხვდებათ. ფილიალში ასევე წარმოდგენილია „დეილი“ პურ-ფუნთუშეული და „დეილი“ საკონდიტროს ნაწარმი. სწორედ ასე შევიტყვეთ წარმოების შესახებ, რომელსაც კომპანია ფლობს ქუთაისში და სთავაზობს მომხმარებელს.

ამჟამად ინასარიძის ფილიალში საკონდიტროს ე.წ. სტანდარტული ხაზია წარმოდგენილი – ტორტები სხვადასხვა შიგთავსითა და ვიზუალით. სამომავლოდ „დეილი“ გეგმავს გააფართოვოს საკონდიტრო მიმართულება და ფიქრობს მზა საკვების დამატებაზეც, რაც, რაღა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნაზე.

„დეილის“ ხელსაყრელი მდებარეობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „დეილის“ ახალი ფილიალი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. გარდა პროდუქციის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი ფასებისა, ფილიალს აქვს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობაც – ინასარიძის ქ.N7-ში, პარკინგისთვის გამოყოფილი სივრცით, შეგიძლიათ ესტუმროთ „დეილი“ სუპერმარკეტს, გაიმარტივოთ ყიდვის პროცესი და დაზოგოთ არამხოლოდ თანხა, არამედ დროც.

„დეილის“ წარმომადგენლები თამამად აცხადებენ, რომ მომხმარებელს სთავაზობენ საჭიროებების სრულ პაკეტს – დაბალ ფასებს, მრავალფეროვან არჩევანს, კომფორტულ ადგილმდებარეობას. წლის ბოლომდე ასევე დაგეგმილია რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა ბათუმის სხვადასხვა უბანში.

„დეილი“ სუპერმარკეტი, გარდა ინასარიძის ფილიალისა, ბათუმში წარმოდგენილია თამარის დასახლების #4/44-ში და ა.აბაშიძის #33-შიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: