მთავარი,რეკლამა,სიახლეები • •

საბას თარგმანის ნომინაციის ფინალისტები ცნობილია

05.11.2019
საბას თარგმანის ნომინაციის ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა. 

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ტარდება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. 

2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. 

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები, საიდანაც გამარჯვებული ერთი ავტორი გახდება:

  1. ლევან ბერძენიშვილი, ესქილეს „ორესტეა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიშის „შტილერი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. გურამ ღონღაძე, იენ მაკიუენის „ქვიან სანაპიროზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ (არტანუჯი)
  6. დავით ახალაძე, ჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს (დიოგენე)
  7. მაია ბადრიძე, ფრიდრიხ დიურენმატის „მინოტავრი, დავალება“, (დიოგენე)
  8. თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“ (პალიტრა L)
  9. ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (ლოგოსი)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: