ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ დოლოგნიდან ცხმორისამდე, დამატებით შვიდ ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ. კამერები ერთიან ბაზაში ჩაერთვება. ვიდეოკამერების დამონტაჟებასა და ახალი და არსებული კამერების ერთ ბაზაში მოსაქცევად, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოყო. „ვიდეოკამერები დაყენებული გვაქვს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, ქედაში შემოსასვლელთან, სოფელ ევგენიძეებიდან ცხმორისის ჩათვლით მონაკვეთში; ვიდეოკამერებია დაყენებული დაბებშიც. გამოყოფილი თანხით არსებული ვიდეოკამერების ოპტიკურ-ბოჭკოვანი …

შუახევში მცხოვრებ შვიდ ოჯახზე გეოლოგებმა განსახლების რეკომენდაცია გასცეს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახალაკიძეებში, ცხემლისში, ფურტიოში, წყაროთასა და კარაპეტში მცხოვრებ შვიდ ოჯახზე გეოლოგებმა საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობის რეკომენდაცია გასცეს. საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ცხემლისში მცხოვრები 3-ს, ხოლო ფურტიოში, წყაროთაში, კარაპეტსა და მახალაკიძეებში მცხოვრებ თითო ოჯახს სჭირდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახლების ადგილმონაცვლეობისა და საფრთხის შემცელ მიზეზებად ფურტიოსა და წყაროთაში მეწყრული პროცესები, ხოლო …

„საიდუმლო ოთახი“ ქედის გამგეობაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე „საიდუმლო ოთახი“ ფუნქციონირებს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ოთახში სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტები ინახება. ქედის გამგეობა  წელს ამ ოთახის კეთილმოწყობასაც გეგმავს. „საიდუმლო ოთახის“, გამგეობის შენობაში შესასვლელი სივრცისა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი უკვე გამოიყო. „საიდუმლო ოთახები“ არ არის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგეობებში. ხულოს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აპარატის უფროსის, ალბერტ ბოლქვაძის …

„შუახევობისთვის“ გამგეობა ტენდერით თეთრ ცხვარს შეისყიდის

„შუახევობა – 2017“-ზე ჭიდაობაში გამარჯვებულს შუახევის გამგეობა საჩუქრად თეთრ ცხვარს გადასცემს. სიგელ-მედლებისა და თეთრი ცხვრის შესყიდვაზე შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 372 ლარია. შუახევის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ფრიდონ დავითაძის ინფორმაციით, „შუახევობა“ ყოველწლიურად შემოდგომაზე ტარდება, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში ეთნოგრაფიული გამოფენის პარალელურად სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ჭიდაობაში გამარჯვებულ ფალავანს კი …

ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ იმ 32 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფოს განასახლების პროგრამაში ჩაერთო,  25 000 ლარი მიმდინარე კვირიდან ჩაერიცხება, ხოლო 28 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით 25 000 ლარი უკვე ჩაერიცხა, სახლის შესაძენად  სამთვიანი ვადა აქვს. სამი თვის განმავლობაში ყველა მათგანმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი …

ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი გამგებლის მოადგილეებს შორის აჭარაში

მუნიციპალიტეტის გამგებლების პირველ მოადგილეებს შორის, აჭარის რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 1 700 ლარი, ქედის გამგებლის პირველ მოადგილეს, გურამ ბერიძეს აქვს. გურამ ბერიძის თანამდებობრივი სარგო  1 700 ლარია. ხელფასი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაუზარდეს, პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს 400 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიიღო. ქედის გამგებელს …

ქედის ბიუჯეტი 1,9 მილიონი ლარით გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა. მუნიციპალურ ბიუჯეტში კორექტირების შეტანის საკითხი ქედის საკრებულომ დღეს, 30 ივნისს, განიხილა. ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი შემოსავლით …

ქედაში სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს, 29 ივნისს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანთან, ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსი შუახევიდან ბათუმში მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო კი გაფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

700 ათასი ლარი ზუნდაგის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის

ზუნდაგის ბაგა-ბაღისა და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. თემის ადმინისტრაციული შენობის, სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, თემის ადმინისტრაციული ოფისი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და სასოფლო კლუბი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 270 ლარი გაწერა, რეაბილიტაციისთვის წელს  400 000, ხოლო 2018 წელს – 391 270 …

ხულოში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები 5 წელია ცარიელია

ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის ცენტრში, სოფელ ყინჩაურში, ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები ამ დრომდე უფუნქციოდაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამეწყრილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად ყოფილი საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარა, ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის, მეორე და მესამე სართულზე შვიდი ბინის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 72 000 ლარი დახარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე – იმ სოციალურ და ეკოლოგიურ ფონზე, რაც …

აჭარაში 3750 ჰექტარი უფასოდ შეიწამლება – რეკომენდაციები ფაროსანას გასანადგურებლად

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლას იწყებს. სახელმწიფო უფასოდ შეწამლავს 3750 ჰექტარს, სამუშაოები ქობულეთიდან დაიწყება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაწამლი სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარია გამოყოფილი. შეწამვლის დროს ეფექტურობისა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს: წამლობითი ღონისძიების დროს პესტიციდის ნისლისაგან ფილტვების, თვალბისა …

ოჯახი მეწყრის ზონიდან: ჩვენს სახლს 40-ტონიანი ქვა ემუქრება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები ნათელა მახარაძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით განვითარებული მეწყრული პროცესები სახლს საფრთხეს უქმნის. მოქალაქის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პრობლემის მოგვარების მეთოდი არაეფექტურია. „რვა თვის წინ სახლის გვერდით ფერდობზე წამოვიდა მეწყერი. ამ მეწყრულ უბანზე დევს 40-ტონიანი ქვა, რომელსაც ორივე მხრიდან მიწა შემოეცალა  და გაჩნდა საფრთხე, რომ ქვა დაიძრას. ჩემი სახლი …

ვინ მიიღებს სახურავს უფასოდ ქედაში

ქედის გამგეობა დაზიანებული სახურავების შესაცვლელად მოსახლეობას თუნუქის ფურცლებით დაეხმარება.  სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო და სულ 1900 ცალი თუნუქის ფურცელი შეიძინა. ვინ მიიღებს სახურავს სახელმწიფოსგან უფასოდ ქედაში? – ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობის ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია მიიღებს. კომისიის თავმჯდომარე ქედის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძეა, კომისიის შემადგენლობაში კი ადმინისტრაციული თემების …

გახარჯული 60 ათასი ლარი და დაზიანებული კიბეები ქედაში

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაცია  ქედის გამგეობას 2016 წელს 60 128 ლარი დაუჯდა. კიბეების რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვეში, სპეციალური საღებავი ჩამოიშალა და ერთ მხარეს ჩამოსხმული საყრდენი კედელიც კი დაიბზარა. ბეტონის კიბეები დაზიანებულია. ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „მშენებელი -5“-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით აცნობეს. გამგეობის …

ბათუმის დემოკრატიის სკოლამ ქედაში 2017 წლის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ბათუმის დემოკრატიის სკოლამ [NIMD] დღეს, 22 ივნისს, ქედაში 2017 წლის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე, რომელიც ქედის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა, ნიმდის ბათუმის სკოლის წარმომადგენელმა, თამარ მამეიშვილმა, ადგილობრივებს  სასწავლო პროგრამა გააცნო. „ჩვენი კურსდამთავრებულთა უმეტესობა ბათუმელია, ყოველ წელს ვცდილობთ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მივაწვდინოთ ინფორმაცია, რათა გაიზარდოს მათი დაინტერესება, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამაში, თუმცა ჩართულობა მაღალმთიანი აჭარიდან …

კიტრი კოკოტაურიდან [ფოტო, ვიდეო]

აჭარაში ხარისხით განსაკუთრებით ქედაში მოყვანილი ბოსტნეული გამოირჩევა. მასზე მოთხოვნა ბათუმის ბაზარშიც მაღალია. წლების განმავლობაში კიტრს დიდი ოდენობით  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში აწარმოებდნენ. ოჯახებს სეზონის განმავლობაში ტონობით კიტრი მოჰყავდათ, თუმცა ბოლო წლებში კიტრის წარმოება შემცირდა. ახლა სოფელ კოკოტაურში კიტრი სარეალიზაციოდ მხოლოდ რამდენიმე ფერმერს აქვს გაშენებული, მათ შორის ერთ-ერთი ლუთბიე არძენაძეა. კიტრის ჩითილები სათბურში გამოჰყავთ, შემდეგ ღია გრუნტში გადააქვთ და …

ქვათა ცვენა სოფელ მახალაკიძეებში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში გუშინ, 19 ივნისს, ქვათა ცვენის შემთხვევა დაფიქსირდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის თქმით, ლოდი ფერდობიდან დასახლებულ უბანში, სასოფლო გზაზე ჩამოვარდა. ქვათა ცვენის შედეგად არავინ დაშავებულა. „საკმაოდ დიდი მოცულობის ლოდია ჩამოვარდნილი, ქვათა ცვენის შემთხვევები სოფელ მახალაკიძეებში გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ უბანში ლოდი პირველად  გუშინ ჩამოვარდა. გეოლოგები გამოვიძახეთ, ხვალ …

საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი ქობულეთში შენდება [ფოტო]

ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა ბათუმის მიმართულებით და პირიქით, მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ავტობანის ერთი ნაწილის, ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთის 13,7 კმ გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, რაც შეეხება მეორე – ქაქუთი-მახინჯაურის გვირაბის 18,9 …

ენერგოეფექტური ღუმელის საამქრო შუახევში

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობისთვის, ენერგოეფექტური ღუმელის დამზადების  სახელოსნო გაიხსნა. სახელოსნო პროექტის – „ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო-ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში შუახევის სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდა ენერგოეფექტური ღუმელის დამზადებაში, რის შედეგადაც რვა ასეთი ღუმელი უკვე დაამზადეს და გადასცეს ამავე სოფლის რვა ოჯახს. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და გაერთიანებისა“ …

კობალთაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კობალთაში. დღეს, 15 ივნისს, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ სოფელ კობალთის უბანში, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, საუბნო გზა ისევ ჩაკეტა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდა უხვი ნალექის გამო ვერ ხერხდება. „მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლაც კოკისპირულად წვიმს, საუბნო გზაზე ჩამოსულმა მიწის მასამ საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა, მაღალი რისკებიდან …

სოფელი კოკოტაური [ფოტორეპორტაჟი]

სოფელი კოკოტაური ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 545 კაცი. სოფელ კოკოტაურში არის მინერალური წყალი. სოფელში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს თამბაქო. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი სოფელ კოკოტაურიდან

როგორ მოჰყავთ თამბაქო კოკოტაურში [ფოტო, ვიდეო]

თამბაქო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს. საკუთარ მეურნეობაში დაკრეფილ თამბაქოს ფოთლებს კოკოტაურელები ძაფსა თუ სპეციალურ მავთულზე ასხამენ და ეზოებსა თუ ბაღჩებში, პოლიეთილენის პარკით გადახურულ ტერიტორიაზე ახმობენ. გადარჩეული, გამომშრალი თამბაქო გასაყიდად ადგილობრივებს ბათუმში ჩააქვთ გასაყიდად და გადამყიდველებს აბარებენ. გამხმარი თამბაქო მშრალ გარემოში წლების განმავლობაში ინახება, მოსახლეობა მას ძირითადად მაშინ ჰყიდის, როცა ფასი ხელსაყრელია. …

კურორტი ბეშუმი ოფიციალურად 15 ივლისს გაიხსნება

როგორ ემზადება ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტი ბეშუმი დამსვენელების მისაღებად, შეექმნებათ თუ არა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემა დამსვენებლებს? – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვაჟა ზოიძე პასუხობს: კურორტის შიგა პერიმეტრზე ხვალიდან ასფალტის მეორე ფენის დაგებას ვიწყებთ,  600-მდე მეტრი გზა მოასფალტდება. მთავარი გზის გარდა, სეზონის გახსნამდე მოასფალტდება კურორტის შიგა ქუჩებიც, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი ტერიტორია. გზაზე …

მთავრობა სოფელ კობალთაში მცხოვრები ოჯახების განსახლების გეგმას განიხილავს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში, საბძელათის უბანში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება განსახლების გეგმას განიხილავს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის თქმით, საუბნო გზა, რომლითაც 10 ოჯახი გარე სამყაროს უკავშირდება, მაღალი რისკის შემცველია, ალტერნატიული გზის გაყვანის შანსი კი, თითქმის არ არსებობს. „მართალია, გზის აღდგენა მოხერხდა, მაგრამ ეს დროებითია, ისეთი ეროზირებული ადგილია, ხიდიც რომ გავაკეთოთ, დიდია ხიდის წაღების შანსიც. …

ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტებისთვის თანხის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახები, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიამ განსახლების გეგმაზე მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები 61 მუდმივი მაცხოვრებელი ოჯახიდან ორს, ბინა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში გადაეცა. რაც შეეხება დანარჩენ 59 ოჯახს, გამგებლის ინფორმაციით ყველა მათგანი 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებს. …

მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანას გარემოში გავრცელების მონიტორინგი დაიწყო

საკარანტინო მავნებელი მწერი – აზიური ფაროსანას გარემოში გავრცელების ოდენობის დასადგენად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად, აჭარის მუნიციპალიტეტებში სპეციალური ფერომონები განათავსა და მონიტორინგი დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, აჭარაში 400 -ზე მეტი ფერომონი ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთებში უკვე განთავსდა. ფერომონი თანაბარი ოდენობით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაიდგა, აზიურ …

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულისა და ზღვის სეზონს  ღონისძიება „ქობულეთობით“  გახსნის. გამგეობაში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნას და „ქობულეთობას“, რომელიც 5 დღე გასტანს, უკვე წლებია ერთმანეთთან აიგივებენ; „წელსაც, დაგეგმილი აქტივობებით გავხსნით სეზონს“. სეზონი ქობულეთში წელს ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნება. სეზონის გახსნის [„ქობულეთობის“] ორგანიზებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთის გამგეობას სეზონის გახსნის ღონისძიებებისთვის 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, შესაბამის მომსახურებას მას …

იალაღებზე მისასვლელად შუახევის მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მთებზე ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე  [ორი თვის განმავლობაში] უფასო  გადაადგილებით ისარგებლებს. შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი ამ მომსახურებაზე გუშინ, 6 ივლისს, 28 460 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც შუახევის გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს: [checklist] კატრიანის …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი – „ექო თოფუზი“ 7-8 ივნისს ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, 2016 წელს შექმნილი ოთხი ქართული და ამავე რაოდენობის უცხოური ანიმაციური ფილმი ნახოს, ანიმაციური ფილმების ჩვენებამდე კი, ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბარაბან შოუ, ანიმაციური ვორქშოპი და ვიქტორინა მოეწყობა. ვიქტორინაში გამარჯვებულ ბავშვებს, თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების კრებულის DVD დისკებს გადასცემენ. ანიმაციური …

ქედის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ოთხ პოზიციაზე – მახუნცეთისა და ცხმორისის ადმინისტრაციულ თემებში მთავარი სპეციალისტის პოზიციასა და გამგეობაში სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, სახაზინო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების …

4 ივნისს ქობულეთსა და ხელვაჩაურში დენის მიწოდება 2882 აბონენტს შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 4 ივნისს, დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში 2636 აბონენტს შეუწყდება. კონკრეტულად, დენის მიწოდება 4 ივნისს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეუწყდება 1527 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: კაპანდიდი, ერგე, კიბე, მირვეთი, ასევე წყალსადენის დასახლებაში დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე; დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კი 1355 …

კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციას მეორე წელია ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოებზე მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი კომისიამ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები დროში გაიწელა და სამუშაოების ჩატარება სეზონის გახსნემდე ვერ მოესწრებოდა. მიზეზად სატენდერო კომისია იმ დავებს ასახელებს, რაც ამ ტენდერის გამო დავების საბჭოში გაგრძელდა. …

რა მდგომარეობაა შუახევში, შუბნის თემში, მეწყრული პროცესების შემდეგ

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, შუბნის თემთან დამაკავშირებელ გზა მეწყრული მასისგან გაწმენდილია, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სოფელ კობალთაში მცოხვრებ ათ ოჯახთან მისასვლელი საავტომობილო გზა.  „ამ ოჯახებამდე დამაკავშირებელი საუბნო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება, რადგანაც, გეოლოგების თქმით, მეწყრული პროცესების დასტაბილურებამდე გზის გაწმენდა არ არის რეკომენდებული“ – აცხადებს გამგებელი.  შუბნის თემში 250-მდე ოჯახი ცხოვრობს. შუახევში მეწყერი 29 …

ქობულეთში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

დღეს სოფელ გვარაში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი ფერმერებისთვის, ლაბორატორია, საოპერაციო ოთახი და ვეტერინალური აფთიაქი. კლინიკა პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ ფაზა2-ის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARD ცენტრის მხარდაჭერით აშენდა. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს აჭარაში, იგეგმება ვეტერინარი სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარება. ასევე ვეტერინარების სტაჟირება სომხეთსა და ავსტრიაში. როგორც აჭარის სოფლის …

დამტვრეული სკამები ქედის პარკში

ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, პარკში ხის სკამების უმრავლესობა დამტვრეულია. პარკის რეაბილიტაციაზე ქედის გამგეობამ 2015 წელს 82 828 ლარი დახარჯა. პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბილდ მენეჯმეტმა“ შეასრულა. ტენდერის მიხედვით, სკამების საგარანტიო ვადა 2 წელია. ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ გამგეობა პარკში არსებულ დამტვრეულ სკამებს ღია პარკში ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენის მონტაჟის ფარგლებში შეაკეთებს. ქედის გამგეობამ დაბა ქედაში, …

ბავშვთა დაცვის დღე ქედაში

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის გამგეობა, დაბაში, გამარჯვების პარკში ბავშვებისთვის 13 საათიდან ანიმაციურ გასართობ შოუს მოაწყობს, ჩვენების დაწყებამდე კი სურვილის შემთხვევაში ბავშვებს სახეს ულტრაგრიმებით მოუხატავენ. ანიმაციური ჩვენების პარალელურად ბავშვებისთვის მოეწყობა კარაოკე, თოჯინებისა და შემეცნებითი შოუები. ანიმაციური წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ბავშვებისთვის კონცერტს გამართავს გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ინდიგო“ და ფოკლორული ანსამბლი „იასამანი“. ბავშვთა დაცვის …

Exit mobile version