ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატის დარიგება დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის,  ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობითი ღონისძიებების გასატარებლად ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგება დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, „დიფენტრინის“ სახეობის ქიმიური შემადგენლობის პრეპარატი  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. აჭარის რეგიონისთვის სულ 13 000 ლიტრი პრეპარატია შეძენილი, აქედან  ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 100 ლიტრი, ქობულეთს – 5 300, …

როდის დაიწყება კორომხეთჰესის მშენებლობა ქედაში – ჰესი მდინარე აკავრეთაზეც აშენდება

ქედაში, კორომხეთჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შუახევიჰესის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება დადებითად გადაწყდება, კასკადის მშენებლობა ქედაში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება და ის მდინარე აჭარისწყალზე მოეწყობა – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ. მისივე ინფორმაციით, ჰესის ასაშენებლად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. „სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად დასრულდება …

გენდერული დისბალანსი ხულოს პარტიულ სიებში

ხულოს # 84 საარჩევნო ოლქში, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყველაზე მეტი ქალი „ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს წარმოდგენილი. 10 ქალი და 6 კაცია – ასეთია პარტიის საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსი. „ქართული ოცნების“ 20-წევრიან სიაში კი მხოლოდ ოთხი ქალია, პარტიული სიის მესამე, მეექვსე, მე-10 და მე-11 ადგილებზე. „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში 23 კანდიდატიდან შვიდი ქალია, თუმცა პარტიული სიის სამეულში არც …

მედდები შუქისა და გათბობის გარეშე სოფელში

ქედის სოფლების სამედიცინო პუნქტებში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს  მედდები იხდიან. ქედის გამგეობას – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“  პროგრამულ ბიუჯეტში, ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, არც მედდების გათბობისთვის საჭირო თანხა აქვს გაწერილი, უფრო მეტიც, 39 სამედიცინო პუნქტიდან 11-ს ამ დროისთვის შუქი საერთოდ არ მიეწოდება. ცხრა სოფლის სამედიცინო ცენტრი მრიცხველზე მიერთებული არ არის, ხოლო ორში, ქედის გამგეობის ინფორმაციით, მრიცხველი …

საწარმო „ცეზარი“ ტექნიკურ სპეციალისტს ეძებს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში არსებული რძის გადამამუშავებელი  საწარმო „ცეზარი“ რძის, მაწვნისა და აირანის შუშის ქილებში ჩამოსხმასა და ადგილობრივ ბაზარზე გატანას გეგმავს. საწარმო „ცეზარი“ ამ დროისთვის აჭარის მთიანეთში ერთადერთი რძის გადამამუშავებელი საწარმოა და ძირითადად ყველს, ნადუღსა და კარაქს ამზადებს. საწარმოს ერთ-ერთი მფლობელი, ნანული ბოლქვაძე ამბობს, რომ დანადგარები, რომლითაც რძე, მაწონი და აირანი უნდა ჩამოასხას საზღვარგარეთ იყიდეს, …

„მაჭახლობა 2017“ – რა კეთდება მაჭახელას ხეობის განვითარებისთვის

„მაჭახლობა 2017“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახლობა-2017“-ს დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა. ,,ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული – მაჭახლობა. მეორედ მომეცა საშუალება ყველა თქვენგანს მივულოცო ნამდვილად ულამაზესი დღესასწაული. შარშან წილად მხვდა ბედნიერება, გავმხდარიყავი „საპატიო მაჭახელელი“. როცა ვსაუბრობთ მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებასა და განვითარებაზე, ეს რა თქმა უნდა, ეხება ასევე მაჭახელას ხეობას, …

ქართული ოცნების სიის ათეული ქედაში

,,ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოს პროპორციული სია დასარეგისტრირებლად ოლქში წარადგინა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სიის ათეული  ასეა წარმოდგენილი:   1. ამირან ცინცაძე – პარტია ქართული ოცნების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოქმედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარე 2. რომან დავითაძე, ქედის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე 3. მზია ბოლქვაძე 4. რეზო თურმანიძე – საკრებულოს მოქმედი …

კურორტ გოდერძიზე შესაძლოა ვერტმფრენი დაინიშნოს

სამთო–სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენის დანიშვნასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ტექნიკურ-ეკონომიკურ საჭიროებას იკვლევს. კურორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლაშა ველიაძის თქმით, კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა ვერტმფრენი კურორტზე და რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერტმფრენის რეისების შესასრულებლად. კვლევის პარალელურად კურორტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ახორციელებს. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, …

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოებისთვის მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა, თუმცა საბოლოო თანხის ოდენობა იმ ტენდერზე იქნება დამოკიდებული, რომელიც დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია: ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების …

ეკომიგრანტებისთვის ურეხში სოციალური სახლის დაპროექტებაზე ტენდერი არ შედგა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ურეხის დასახლებაში ეკომიგრანტთათვის სოციალური სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამგეობას 25 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. ურეხის სოციალური სახლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე მეორედ არ შედგა. გამგეობის სატენდერო კომისიას ჯერ არ უმსჯელია ტენდერს მესამედ გამოაცხადებს, თუ, ვთქვათ სხვა გზით შეიძენენ პროექტს. მეორე …

ზურაბ პატარაძემ ხულოს მოსახლეობას მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მოსახლეობას  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე წარუდგინა. „გოჩა მელაძე არის ახალგაზრდა, წარმატებული მენეჯერი, რომელმაც თავი გამოიჩინა სხვადასხვა სამსახურებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობისას. დარწმუნებული ვარ, ის 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს გუნდთან ერთად თითოეული თქვენგანის საკეთილდღეოდ“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ კანდიდატის წარდგენისას. გოჩა მელაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, …

ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ პარლამენტის წევრ გია ვოლსკისთან, ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე წარუდგინა. ზურაბ პატარაძის თქმით, ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, არსებულ პოტენციალსა …

ყინჩაურში მოსწავლეები მშობლებმა პროტესტის ნიშნად სკოლაში არ გაუშვეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, სოფელ ყინჩაურში მცხოვრებმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ბავშვები დღეს, დილით სკოლაში არ გაუშვა. ყინჩაურში ხულოს გამგებლის წარმომადგენლის, იზოლდა სურმანიძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი ჰესების მშენებელი კომპანიის მიერ გაცემული დაპირების [სოფელში სადრენაჟე არხებისა და ნაპირგამაგრებითი სამუშაოების მოწყობა]  შეუსრულებლობამ განაპირობა. იზოლდა სურმანიძე ამბობს, რომ მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც, ერთი საათის დაგვიანებით, ბავშვები სკოლაში მივიდნენ. „დაველაპარაკეთ …

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ქედაში

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი,   ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისთვის“ –  განხორციელებას იწყებს. პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან, „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით განახორციელებს, ადგილობრივ მოსახლეობას თვითმმართველობასა და „ამაგის“ [აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება] წევრებს 14 …

ქედასა და ხულოში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 4 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

ინტერვიუ  ENPARD-ის პროგრამების მენეჯერთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელ ალვარო ორტეგა აპარისიოსთან. ევროკავშირი პროგრამის ფარგლებში მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს, როგორ შეაფასებთ პროგრამის პირველ ეტაპს? ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც  პირველი ფაზის ფარგლებში დაიწყო, ეს იყო საბიუჯეტო დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა შემუშავებულიყო და შემდეგ არსებული პოლიტიკა განხორციელებულიყო. ამ მხრივ სერიოზული შედეგები გვაქვს, ერთი …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევის მოსახლეობას მერობის კანდიდატი წარუდგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მოსახლეობას ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა. კანდიდატის წარდგენას საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ ფრიდონ ფუტკარაძე …

ხულოს გამგებელი: მთა შავნაბადაზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, მთა შავნაბადაზე მიმდინარეობს მონიტორინგი და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ დგას; „საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ასეთი რამ ჩვეულებრივია ხანძრის შემდგომ. ქრის ქარი, აღვივებს ალაგ-ალაგ და ამოდის კვამლი, თუმცა ასეთ კერებს პარალელურად აქრობენ, მყისიერად ხდება რეაგირება.“ გამგებლის განცხადებით, შავნაბადაზე ამ დროისთვის ხულოს სამაშველო, სახანძრო და სატყეო ბრიგადები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს და …

წყალი გრაფიკით ხულოში

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს – ოქრუაშვილებს, დუაძეებს, ძირკვაძეებს, განახლებასა და ქვედა ვაშლოვანს, სულ 1 800 აბონენტს, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდებაში პრობლემები აქ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე. …

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობას ააშენებენ

ქობულეთში გამგეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობის აშენებას გეგმავს. მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 166 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია. გამგეობის ინფორმაციით, ცენტრი დღეს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, ახალი შენობა კი იქვე ახლოს, ქალაქ ქობულეთში, მემედ აბაშიძის N18-ის მიმდებარედ აშენდება. გამგეობაში აცხადებენ, რომ  166 ათასი ლარი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტით …

კარს მომდგარი ახალი სასწავლო წელი და სკოლები პედაგოგების მოლოდინში

Pedagogi.ge-ზე აჭარის მთის სკოლებიდან ამ დროისთვის  ექვს სკოლას აქვს ვაკანსია გამოცხადებული – ჟანივრის, ღორჯომის, პაპოშვილების, ინწკირვეთისა და გოგაძეების სკოლას. თუმცა, რესურსცენტრების უფროსების ინფორმაციით, აჭარის მთიანეთში საჯარო სკოლებში გაცილებით მეტი ვაკანტური ადგილია და პედაგოგთა ნაკლებობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აქ, ძირითადად, საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენის [ინგლისური] პედაგოგების ნაკლებობაა. ბოლო ვაკანსია Pedagogi.ge-ზე 12 სექტემბერს, ჟანივრის სკოლამ …

მთავრობამ ამჯერად „წითელი ნუსხის“ 741 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ამჯერად მთავრობამ 741 ძირი ხის მოჭრის უფლება მისცა, მათ შორის 299 წაბლი და 420 კოლხური მუხაა. მოსაჭრელი ხეების სახეობები საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. მთავრობის განკარგულებით, „აჭარის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ …

სასწავლო პროცესი კერძო სახლებში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში პირველი ზარი ბავშვებისთვის სკოლის ნაცვლად საცხოვრებელ სახლში დაირეკება. სასწავლო პროცესი აქ, ზაურ ხარაბაძის ხის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე წელს მეორედ განახლდება. ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე გამარტავს, რომ  საცხოვრებელი სახლი ნორმალურ მდგომარეობაშია და ვიდრე სკოლის მშენებლობა არ დასრულდება, გაკვეთილები ტუნაძეების დაწყებითი კლასების სკოლასა და კერძო სახლში ჩატარდება. „იქედან გამომდინარე, რომ სხვა …

საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩააქრეს

შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩამქრალია. ხანძრის შედეგად 400 კვადრატულ მეტრომდე  ტყე განადგურდა. „ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა, ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცეცხლს ადგილობრივი მოსახლეობა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აქრობდნენ, ცეცხლის ყოფილ კერებზე კი ამ დროისთვის პრევენციული ღონისძიებები ტარდება, განაცხადა“ – შუახევის გამგებელმა. ხანძარი შუბნის თემის სოფელ …

ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი

დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე, ქედის თვითმართველობის შენობის გვერდით არსებულ ცხრა მაისის სკვერში, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განსათავსებლად მოწყობილი კვარცხლბეკი, რომელზეც მემორიალური დაფაა განთავზებული, რამდენიმე თვეა ცარიელია. ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა განეხორციელებინა, თუმცა გამგეობის თხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა. ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე ჩაატარა და …

მთა შავნაბადაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის

ხულოში, მთა შავნაბადაზე ხანძრის 90% ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები კი აღარ არის, ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, ბესიკ ლილუაშვილმა გააკეთა.  „შეიძლება ითქვას, რომ ხანძრის 90% ლიკვიდირებულია, რაც შეეხება დანარჩენ 10% შესაძლოა დაკვამლიანება იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ დროისთვის ამაზე რაიმეს თქმა არ შემიძლია, სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენებიც ჩაერთობა“ – ამბობს ბესიკ ლილუაშვილი. …

როდის დაიწყება საბავშვო ბაღები აჭარის მთაში

ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი 15 საბავშვო ბაღიდან, 11 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი 14  ბაღში განახლდება. ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სააღმზრედელო პროცესს რეაბილიტაციის გამო აჩერებს. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, მანამდე, ვიდრე ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, ბავშვები უახლოეს დოლოგნისა და მახუნცეთის ბაღებში გადანაწილდება. „მოქმედი ბაღებიდან, მიმდინარე წელს წონიარისის ბაღს ჩაუტარდა რემონტი, წლის დასაწყისში გავხსენით ახალი ბაღი სოფელ ოქტომბერში, …

ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასა და ზედა ჯოჭოში, საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. სამებაში, კოჩალიძეებისა და სვანიძეების სახლებთან ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზის ჩაკეტვაც გამოიწვია. ხელვაჩაურის გამგებობაში აცხადებენ, რომ ტექნიკა უკვე გააგზავნეს და სასოფლო გზაზე ჩამოსულ მიწის მასას მალე გაწმენდნენ. გუშინ, 6 სექტემბრის საღამოდან ამ დრომდე აჭარის სანაპირო ზოლში გადაუღებლად წვიმს. მთავარი ფოტო: მეწყერი ხელვაჩაურში …

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები ქედის საკრებულოში

„ბათუმელების“ ინფორმაციით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქედის გამგებლის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრისა და ქედის ყოფილი გამგებლის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს. პარტიის ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება შვიდ სექტემბერს გახდება ცნობილი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქედის საკრებულოში წარსადგენად ამ დროისთვის მხოლოდ  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა აქვს დაზუსტებული. პარტია დაბა ქედის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ქედის …

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გძელდება

მთა შავნაბადაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან თურქული ცეცხლმქრობი ვერტმფრენიც ჩაერთო. ამ დროისთვის ცეცხლის ლიკვიდაციას მთა შავნაბადაზე, ერთი თურქული და ერთი  ქართული ვერტმფრენი, მაშველ-მეხანძრეები, ადგილობრივ მოსახლეობა, სატყეო სააგენტოსა და  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ. ხანძრი სამ ლოკაციაზეა გავრცელებული და სალიკვიდაციო სამუშაოებში 850-მდე ადამიანია ჩართული. იქედან გამომდინარე, რომ ხანძარი ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, აჭარის საგზაო დეპარტამენტს …

შუახევში ხანძარია

შუახევის მუნიციპალიტეტში, შუბნის თემში, სოფელ წელათიდან სამი კილომეტრით დაშორებულ ტყეში ხანძარი გაჩნდა. შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასივში, დაახლოებით 100 კვადრატზე, სამ ადგილზეა გავრცელებული. „ხანძრის შესახებ მოქალაქემ გვაცნობა, გამოვიძახეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურები, ავტომობილები გზაშია, შეტყობინება გავუგზავნეთ მოსახლეობას, ისინიც გაემზადონ, რომ დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს გამგებელი. მთიან აჭარაში …

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხულოში დილიდან განახლდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბი მთა შავნაბადზე არ გაზრდილა: „მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, როგორც მეხანძრე-მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივები. ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზე ლოკალურადაა, სამ ადგილზე. ჩემი ინფორმაციით ცეცხლი ამ დრომდე სამივე ლოკაციაზე რჩება“. დღეს მთა შავნაბადაზე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ვერტმფრენიც ჩაერთო. ხულოში, მთა შავნაბადაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები ხვალ, 6 სექტემბერს, დილით …

აჭარაში ოლქებმა საუბნო კომისიებში წარმომადგენლები აირჩიეს

ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საარჩევნო უბნებზე მათ მიერ დასანიშნი ექვსწევრიანი ჯგუფი დააკომპლექტეს. ქედის #80 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, ქედის საარჩევნო ოლქმა 31-ვე უბანზე კომისიის ექვსი წევრი შეარჩია, ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე  კომისიის წევრების შერჩევას ობიექტურად აფასებს. „ყველა უბანზე ექვსზე მეტი განაცხადი იყო შემოსული, კომისიის წევრების …

სოციალური მომსახურების სააგენტომ ქედაში სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. აღნიშნულ პოზიციაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 14 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. კონკურსანტს უმაღლესი განათლება, კომპიუტერული პროგრამების [Word, Excel, PowerPoint ] ცოდნა და ოთხწლიანი მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განცხადების გადარჩევა, …

ქედის გამგებელი: სამკერვალო ფაბრიკა ვერ გაიხსნა, რადგან ქედაში მუშახელი არ გამოინახა

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პოსტს ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. შეასრულა თუ არა მან მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები? ბატონო დავით, თქვენ, როგორც ქედის პირველმა არჩეულმა გამგებელმა, რამდენად შეძელით წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება: წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება, 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სოფელ უჩხითში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება? იმ გვალვების ფონზე, რაც წელს იყო, როცა 75 …

უფუნქციო ვიდეოსათვალთვალო კამერები საავტომობილო გზებზე ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის დაბებსა თუ ბათუმი – ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, რამდენიმე თვის წინ დამონტაჟებული ვიდეოთვლები უფუნქციოა. ქედის გამგებელი დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვიდეოთვლების ქსელში ჩასართავად საჭირო თანხა ქედის გამგეობამ უკვე მოიძია და ელექტრონული ტენდერიც ჩაატარა. „იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტი მწირია, პირველ ეტაპზე ვიდეოთვლები დავამონტაჟეთ. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული 17 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრები გადამხდელებს ხულოში, შუახევსა და ქედაში მოემსახურება შესაბამისად, დღეს, პირველ სექტემბერს, 4 სექტემბერსა და 5 სექტემბერს. მომსახურების გაწევის ადგილი და დრო: [checklist] ხულო, 01.09.2017, გამგეობის შენობის წინ; 10:00-17:00 სთ; შუახევი, 04.09.2017, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00 სთ; ქედა, 05.09.2017 დაბა ქედა, ცენტრში; 10:00-17:00 სთ. [/checklist] „01 – 25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს …

Exit mobile version