მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის სიგარის საწარმო თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს

02.11.2017
ქედის სიგარის საწარმო თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს

ქართული სიგარის მწარმოებელი კომპანია „იმერი“, რომელმაც სიგარის დამამზადებელი საწარმო ქედის მუნიციპალიტეტის დაბაში, სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მოაწყო, თამბაქოს ახალ წლამდე არ ჩაიბარებს.

საწარმოს დირექტორი, თამაზ თურმანიძე, თამბაქოს დაგვიანებით მიღებას სიგარის დამზადების ტექნოლოგიებით ხსნის და დასძენს, რომ აუცილებელია თამბაქო მოიყინოს.

„თამბაქოს მიღებას ახალი წლიდან დავიწყებთ, ტექნოლოგიით თამბაქომ ყინვა უნდა ჭამოს, რომ მომწიფდეს ფოთოლი,“ – ამბობს დირექტორი.

საწარმოს, რომელიც 23 დასახელების სიგარას სარეალიზაციოდ ამზადებს, ამ დროისთვის არც თამბაქოს ჩაბარების ფასი დაუდგენია.

თამაზ თურმანიძის ინფორმაციით, საწარმო წლის განმავლობაში მაქსიმუმ ერთ ტონა თამბაქოს ამუშავებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზრდება, ამბობს, რომ წელს იმ რაოდენობის თამბაქოს ჩაიბარებს, რა მოთხოვნაც იქნება.

„ჩვენ ძალიან ცოტა რაოდენობით ვყიდულობთ თამბაქოს, წლის განმავლობაში მაქსიმუმ ერთ ტონა თამბაქოს ვიბარებთ, ძირითადად ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ოდენობის სიგარა გაიყიდება. რაც შეეხება თამბაქოს ჩაბარების ფასს, მას ბაზარი ადგენს“.

ქედაში საწარმოს მოსაწყობად კომპანიამ 40 000 დოლარი სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მიიღო.

შპს  „იმერი“ 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა ქედაში სიგარის დამზადება 2015 წლის ბოლოს დაიწყო. ვიდრე კომპანია ქედაში სიგარის წარმოებას დაიწყებდა, ის სიგარას საზღვარგარეთ, კერძოდ, ინდონეზიაში ამზადებდა და სარეალიზაციოდ საქართველოში ჩამოჰქონდა.

თამბაქო / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: