ხულოს, შუახევისა და ქედის თითო სკოლის ლაბორატორიებისთვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თითო საჯარო სკოლის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით აღჭურვაზე აჭარის განათლების სამინისტრო 60 ათასამდე ლარს დახარჯავს. [red_box]ლაბორატორიები მოეწყობა:[/red_box] ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში. საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურის, კერძოდ, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა ხორციელდება ქვეპროგრამა – …

Aerosmith-ის ვებგვერდზე ინფორმაცია საქართველოში კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა

„აეროსმიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისევ გამოჩნდა. „ბლექ სი არენაზე“ 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, ამერიკული როკ-ჯგუფის ვებ-გვერდზე არ იძებნებოდა. მაშინ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ კონცერტი არ გადადებულა და „აეროსმიტის“ საიტზე, ევროპაში დაგეგმილი ტურის ჩამონათვალში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ამოღება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდა. აღნიშნული …

კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მესაკუთრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. რამდენიმე ოჯახმა თავისი საკუთრების შესაფასებლად „სამხარაულის“ ბიუროს უკვე მიმართა, მესაკუთრეთა უმეტესობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ. …

4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის

„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში. კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის …

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, რომელიც 17 თებერვალს გამოქვეყნდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აჭარაში შემდეგი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა: სულიკო ბერიძის, ვარდო ბერიძის, რამაზ ბერიძის და სულიკო ბერიძის თანასაკუთრებაში არსებული 902 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.02.394) ნაწილი – 159 კვ.მ ოდენობით, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კაპნისთავი. დიანა მახაჭაძის, ვახტანგ მახაჭაძის, ნაზი …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მოსაცდელებში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს

504 ათას 900 ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ავტობუსის მოსაცდელის 33 კონსტრუქციის შეძენა-დამონტაჟებისთვის. მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელები ქალაქ ქობულეთში უნდა განთავსდეს. „ავტობუსის გაჩერება წარმოადგენს ბეტონის მომზადებულ ფილაზე მდგომ მცირე ზომის არქიტექტურულ ფორმას. მისი გაბარეტებია 4,1*1,5*2,7 . ავტობუსის გაჩერება უნდა დაიდგას ბეტონის 20 სმ სისქის ფილაზე ზომით 5 000 * 2 500, რომლის ზედაპირი უნდა მოპირკეთდეს (არსებული ფილით). …

საქსტატი: იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა: „რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია“. მიმდინარე წლის იანვრის თვეში ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარი იყო [45 პროცენტით მეტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარი [15 პროცენტით …

საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,7 ლარით გაიზარდა

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის იანვრისთვის 166 ლარი და 30 თეთრს შეადგინა, რაც 4 ლარითა და 70 თეთრით მეტია გასული წლის დეკემბრის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე [161,6 ლარი]. მიმდინარე წლის იანვრის თვის მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 147,3 ლარით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 278,9 ლარით განისაზღვრა. ბოლო მონაცემების მიხედვით, ოჯახების საარსებო მინიმუმი …

შსს: საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა 53 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მორიგი სპეციალური საპოლიციო კონტროლი განხორციელდა, რომლის დროსაც სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი; ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 23 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს …

აჭარის გზების დეპარტამენტი 5 პიკაპს 320 ათას ლარად შეისყიდის

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი სპეციალიზებულ, მაღალი გამავლობის ხუთ ავტომანქანას [პიკაპს] შეისყიდის. ავტომანქანების შესაძენად დეპარტამენტს მაქსიმუმ 320 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომანქანები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ვერცხლისფერი, მუქი ვერცხლისფერი ან/და შავი. დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 მარტს დაიწყება და 7 მარტს დასრულდება. ავტომანქანები …

სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე [რუკა]

ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლის ივნისში იყო მომზადებული, ჩვენი ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში შეიცვალა, თუმცა საქართველოს საავტომობილო …

„Check In Georgia“-ს კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ კონცერტების ჩატარებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის – 6,5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. შესაბამისი წერილით სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, თუმცა წერილში თანხა დაკონკრეტებული არ არის. „ღონისძიება გეგმად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტის „Check In Georgia“-ს მიმდინარე წელსაც გაგრძელებას, საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკვლავური და …

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 …

ავარიის შედეგად სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. აქედან ერთი სამარშრუტო იყო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მიკროავტობუსში ბევრი მგზავრი არ იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ადამიანი, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე …

როგორ აპირებენ ყოფილი კოლეჯის შენობის გადაკეთებას ხელოვნების უნივერსიტეტად

ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე ყოფილი კოლეჯის შენობის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტში 2 მილიონ 703 ათას 154 ლარია გათვალისწინებული. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო დროს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობდნენ. ორსართულიანი შენობა ამჯერად დაცლილია. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერიც დასრულდა. შენობის რეაბილიტაციას, ასევე მასზე მესამე სართულისა და ვერანდის დაშენებას, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს კომპანია – შპს „ალიგატორი1“ …

საგაზაფხულო გაწვევა 30 ივნისამდე გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, მოქალაქეთა 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2017 წლის პირველი თებერვლიდან დაიწყო და 2017 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. დადგენილების თანახმად: თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1000-ით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის …

შაჰინის სკოლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხობს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე 7 თებერვალს განცხადება გაავრცელა. ცენტრის ამ განცხადებას უპასუხა შაჰინის სკოლამ, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადება „არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. „სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქულენოვანი …

კონსტანტინე გორბატკოვი: მაღაზიას თუ არ აქვს აღრიცხვიანობა და არც სურვილი ქონდეს, დაიხურება

საგადასახადო სისტემაში „ესტონური მოდელი“ მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. არაოფიციალურად, საუბრობენ იმაზე, რომ ამ მოდელის ამოქმედება ხელს შეუწყობს მონოპოლისტების გაძლიერება/გაჩენას ბაზარზე და ის არაა გათვლილი მცირე მეწარმეობის განვითარებაზე. საუბრობენ ასევე, რომ ახალი საგადასახადო სისტემის ამოქმედებით უკვე არაერთი მაღაზია დაიხურა. ბლიც-ინტერვიუ საგადასახადო ექსპერტთან, კონსტანტინე გორბატკოვთან. ბატონო კონსტანტინე, რას ნიშნავს ესტონური მოდელი და რა არის მისი დადებითი და უარყოფითი …

ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის გამო განსახლება თებერვლის ბოლოს დაიწყება

ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. კონკრეტულად ვის შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობა, დეპარტამენტში არ დაგვიკონკრეტეს და აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამასთან არ გვითხრეს, თუ …

„საქართველოს რკინიგზა“: ხის გადატანის გამო მატარებლების მოძრაობა არ შეფერხდება 

მატარებლების მოძრაობაში დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, შეფერხება არ იქნება – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაჩი ცაგურიამ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. დღეს ონლაი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები 9 თებერვალს არ იმოძრავებს. „უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის გამო იყო თხოვნა რკინიგზაში, რომ გარკვეული დროით გაგვეჩერებინა მატარებლების მოძრაობა. თუმცა, ეს თხოვნა გააუქმა მშენებელმა კომპანიამ და რკინიგზა ჩვეულებრივ …

მწვანე კონცხზე 13640 კვ/მ მიწა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეიძინა

ბათუმში მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნული ქონება 4 600 000 ლარად შეიძინა. აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც …

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი ავტოპარკს აახლებს

შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ავტომანქანების შესყიდვას ტენდერის საშუალებით და ამასთან, ჩანაცვლების გზით განახორციელებს. სპეციალური დანიშნულების 9 ავტომანქანა [რაც ამჯერად აქვს ცენტრს] გადაეცემა ტენდერში გამარჯვებულს 6 ერთეული ახალი ავტომანქანის ცენტრისთვის გადაფორმების შემდეგ. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ჩანაცვლების გზით შესასყიდი 6 ახალი ავტომანქანის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 480 ათას  ლარს. ამ თანხაში 143 ათასი ლარი ჩასანაცვლებელი 9 …

ივანიშვილის ხის გადატანის გამო ციხისძირში ავტომაგისტრალი რამდენიმე საათით ჩაიკეტა [ფოტო]

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდული მრავალწლოვანი ხის გადატანის გამო სოფელ ციხისძირთან ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო, რამაც მოქალაქეების და მძღოლების პროტესტი გამოიწვია. როგორც თვითმხილველმა „ბათუმელებს“ აცნობა, ამ დროისთვის მაგისტრალი გახსნილია, თუმცა ავტომანქანები შეფერხებით გადაადგილდება. აჭარაში [ჩაქვში, ბუკნარში, ციხისძირში] რამდენიმე ძირ ხეს ამზადებენ გადასატანად. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გურიაში, შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლებას, საერთო ჯამში 774  ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. „ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, …

ბათუმში გასულ წელს 1012 მშენებლობაზე გაიცა ნებართვა

გასულ წელს ყველა სახის მშენებლობაზე აჭარის მასშტაბით სულ 1309 ნებართვა გაიცა [საერთო ფართობი: 1,5 მილიონ კვ/მ-ზე მეტი], აქედან 1012 ნებართვა უშუალოდ ქალაქ ბათუმში. შარშან ყველაზე მეტი – 804 ნებართვა – გაცემულია ბათუმში, საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე. ამ ასაშენებელი სახლების საერთო ფართობი კი 1 მილიონ კვ/მ-ზე მეტია. საცხოვრებელ შენობებში იგულისხმება როგორც მრავალფუნქციური, ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი შენობები. 2016 …

250 ათასი ლარი ბათუმი-ქედის გაზსადენის პროექტისთვის

ბათუმი-ქედის მონაკვეთის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობის თანახმად, პროექტი „პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების, აგრეთვე გაზსადენის პერსპექტიული განვითარების [შესაძლო დაგრძელების] პირობების გათვალისწინებით,“ უნდა შედგეს. პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 ათასი ლარია. „გაზსადენის კონტურის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო …

შსს: ბრალდებულები ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი – 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს …

დეპუტატ მუხრან ვახტანგაძის სპორტულ კარიერაზე წიგნისთვის ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი დაიხარჯება

„მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“, – ამ სახელწოდებით წიგნის გამოსაცემად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ბიუჯეტში 48 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მუხრან ვახტანგაძე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“. მუხრან ვახტანგაძეზე წიგნს დეპარტამენტი იმ პროგრამის ფარგლებში გამოსცემს, რომლის მიზანია „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და …

97 200 ლარი უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარების წარმომადგენლებისთვის

პირველი თებერვლიდან აჭარის უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებს დააფინანსებს. მაჟორიტართა წარმომადგენლებისთვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან წელს 97 200 ლარია გათვალისწინებული. უმაღლესი საბჭოს ახალი დადგენილებით, მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლები ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თითოეული თვეში 1200 ლარს მიიღებენ, მაღალმთიან [ხულო-ქედა-შუახევი] ოლქში კი – 1800 ლარს. ამასთან, ხულოს მაჟორიტარს შეუძლია 3 წარმომადგენლის, ხოლო დანარჩენ მაჟორიტარებს ორ-ორი წარმომადგენლის წარდგენა. მათ მიერ წარდგენილ …

შსს: გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შს სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. გამოძიება …

„სოკარის“ განცხადება აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით

კომპანია ,,სოკარის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირი ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. „მიუხედავად უამინდობით გამოწვეული სირთულეებისა, რამაც გარკვეული პრობლემები გაზმომარაგების სისტემასაც შეუქმნა, დღეისათვის რეგიონში გაზი  თითქმის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. ცალკეული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ „სოკარის“ ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად მოახდენენ რეაგირებას კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებულ თითოეულ ზარზე. ცხელი ხაზის ნომერია 16 114,“ …

როდის აღუდგებათ აბონენტებს გაზის მიწოდება ბათუმში

ბათუმის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ „ბათუმელებს“ გაზის შეწყვეტის მიზეზად უამინდობა დაუსახელეს. „გაიყინა გარკვეული დანადგარები-რეგულატორები, მართალია ღამით ერთი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, თუმცა სხვა თანამშრომლებიც ეხმარებიან და ეტაპობრივად ხდება ჩართვაც. თუ რაიმე შესაკეთებელი იქნება შეაკეთებენ. უბრალოდ, ჯგუფი თითოეულ აბონენტთან უნდა მივიდეს და გააფრთხილოს ჩართვის შემთხვევაშიც. სასურველია მოსახლეობამ, ვისაც შეუწყდა ან შეუწყდება …

რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე

„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით …

ბათუმის მერია: თუ დააფიქსირებთ გადავსებულ კონტეინერებს, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

ბათუმის მერია მოუწოდებს ქალაქის მოსახლეობას, თუ დააფიქსირებენ გადავსებულ ნაგვის კონტეინერებს, დარეკონ შპს „სანდასუფთავების“ ცხელ ხაზზე: 577-49-59-59 ან  577 -93-55-60. „ქალაქში უხვი ნალექის გამო გართულებული იყო ნაგავშემკრებ კონტეინერებთან მისვლა, რის გამოც ვერ განხორციელდა გრაფიკისა და მარშრუტების დაცვა, რამაც შეფერხებები გამოიწვია ნარჩენების გატანის სამუშაოების განხორციელებაში. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დარჩენილ კონტეინერებთან მისასვლელი გზების გაწმენდა და ნარჩენების გამოტანა,“ – …

ცვლილებები მუნიციპალური ტრანსპორტის სამ მარშრუტში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, #1, #1ა და #11 ხაზებზე ავტობუსები მოძრაობენ შეცვლილი მარშრუტით. მერიაში აცხადებენ, რომ მიზეზი დიდთოვლობაა და მიმდინარეობს მარშრუტების პერიოდული მონიტორინგი. დროებითი მარშრუტი: #1 სამარშრუტო ხაზზე ავტობუსები მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: აღმაშენებლიდან კობალაძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილის, შავშეთის, მაიკოვსკის, ნონეშვილის, მაიკოვსკის, წერეთლის, ჭავჭვაძის, მელიქიშვილის, ჯავახიშვილის, ორბელიანისა და ლეონიოძის ქუჩების გავლით ბრუნდება აღმაშენებლის ქუჩაზე. #1ა სამარშრუტო ხაზი: აღმაშენებლის, …

შსს: ბათუმში გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის …

Exit mobile version