ხულოში ვეტერინარული კლინიკა იხსნება

ხვალ, 14 თებერვალს, დაბა ხულოში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. კლინიკაში, რომლის საერთო ფართობი 60კვ/მ-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კლინიკა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულების – მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გაიხსნება; კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში …

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, სპორტული კომპლექსის აშენებას კანადური კომპანია Westincor Limited-ი აპირებს, რომელთანაც შპს „სტადიონი“ ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. „მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს …

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დღეს 178 საცხოვრებელი ობიექტია, ხოლო ბათუმის მერიის საკუთრებაში – 30 საცხოვრებელი ბინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს, ასევე მერიას, სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით, დეველოპერული კომპანიებისაგან დამატებით აქვთ მისაღები საცხოვრებელი ბინები, ჯამში 7 550 კვ/მ. აუდიტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა, ერთიანი სტრატეგია, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული აღნიშნული …

ბათუმის მერია საუბნო კავშირების ჩამოყალიბებაში 33 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით საუბნო კავშირების ჩამოყალიბებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, საუბნო კავშირები იქნება ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ერთობა, ხოლო კავშირების წევრები იქნებიან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები. საუბნო კავშირების ჩამოყალიბებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. კავშირების ჩამოყალიბება ტენდერში გამარჯვებულმა 90 დღეში უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც მერია მას მაქსიმუმ 33 200 ლარს გადაუხდის [საბოლოო თანხა განისაზღვრება …

სამინისტრო შუახევის სოფელ ზამლეთში ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილს მოაწყობს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში, საავტომობილო გზის გასწვრივ, დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის მოწყობისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის, რის საფუძველზეც მშენებლობა დაიგეგმება. დოკუმენტაციის შეძენაზე სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა თანხით – 7 600 ლარი. ტენდერის ძირითადი მოთხოვნაა:  [checklist] სარეკრეაციო ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფანჩატურებით, კარვების განთავსების ადგილებით, შესაძლებლობის შემთხვევაში მდინარის ნაპირთან წვდომისათვის მისასვლელი [ჩასასვლელი] გზით ან …

240 ჰექტარი ზღვასთან გოლფის მოედნისთვის – აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს

ქობულეთში გოლფის საკურორტო კომპლექსის ასაშენებლად ინვესტორებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 240 ჰექტარი ტერიტორიის გადაცემას ჰპირდება. ეს ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ის ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს. „კომპლექსისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეთა ნაკვეთები არ არის. დაინტერესება არის, პერიოდულად შემოდის წინადადებები, არის რამდენიმე კონკრეტული საინვესტიციო წინადადება და მათი განხილვის …

ახალი ხიდი ჭოროხზე – „გონიოს პოლიგონით“ დაინტერესებულ პირებს მთავრობა არ ასახელებს

„ყოფილი პოლიგონის განვითარება და საინვესტიციოდ მისი ეფექტური ათვისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა „საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების პროგრამაში“  გონიო და ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარება არ შედის. ამ პროგრამისთვის 3 270 000 ლარია ბიუჯეტში, გონიოსთან მიმართებაში კი, მხოლოდ გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაა გათვალისწინებული, რისთვისაც 270 ათასი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტიდან არც …

საზმაუს ბათუმის სტუდიის აშენებას 800 ათას ლარად სთავაზობენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 29 იანვარს, დასრულდა. მაუწყებელს სტუდიის მშენებლობისთვის 1 მილიონ 284 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს „ალიგატორი 1“ მაუწყებელს სტუდიის მშენებლობას 800 ათას 228 ლარად სთავაზობს, ხოლო შპს „გზამშენი“  – 800 ათას ლარად. პირველი კომპანია ხელვაჩაურშია რეგისტრირებული, მეორე – ბოლნისში. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …

დაიბეგრება თუ არა ფულადი გზავნილები უცხოეთიდან – ცვლილება კანონში

„მეგობრებო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რაც ემიგრანტებს დაავალდებულებს აღრიცხონ გზავნილი თანხები და თავისთავად დაბეგრავენ. ყველას ჩაუსხდნენ ჯიბეში. ეს კანონი 18 ივლისიდან ამოქმედდება“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილ ჯგუფში – „ქართველები ამერიკაში“. ემიგრანტების ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციით, „ფული, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები საქართველოში აგზავნიან, დაიბეგრება, ხოლო ფულის გამომგზავნმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია“. სინამდვილეში საქმე …

ბსუ ვიდეოსათვალთვალო სისტემის მონტაჟში 120 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 260 ცალ ვიდეოკამერას და 2 სერვერს – ვიდეოგამოსახულების ჩაწერის ვიდეორეგისტრატორს შეიძენს. სისტემის შეძენა-მონტაჟისთვის ბსუ-ს 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურების შედსყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს კამერების დამონტაჟება ბსუ-ს: [checklist] I კორპუსში – 65 კამერა II კორპუსში – 140 კამერა III კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებელი) – 20 კამერა (ქ. …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიაში 5,9 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საერთაშორისო ბაზრებზე „რეგიონის ცნობადობის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით“ დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სარეკლამო არხის გამოყენებით ჩაატაროს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები, რაც რეგიონის საიმიჯო, სეზონური და სოციალური ხასიათის ვიდეორგოლების შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს. ამ მიზნით ბიუჯეტში 5 945 000 ლარია გათვალისწინებული, რის გახარჯვასაც დეპარტამენტი ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვებით გეგმავს. დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნები …

ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს. დღეს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას ამოთხრილი ან დაზიანებულია; ზოგან წყალიც ამოდის. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. „ზოგადად, როდესაც წყლისა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება, შემდეგ მიმდინარეობს ერთი პირი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.  შემდეგ აჩერებენ სამუშაოებს გარკვეული პერიოდით, ვიდრე მეორე პირ …

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის სისტემის გაკეთება დაიწყება, კანალიზაციის – არა

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე მუშაობისას, აჭარის მთავრობა აცხადებდა, რომ „ბათუმის წყლის“ მიერ შეძენილი იქნა ადლია-კახაბერი-დაბა ხელვაჩაურის წყლის სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის განხორციელებაც დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში“. „ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ პროექტი მოიცავს მხოლოდ ფრიდონ ხალვაშის გამზირს, მის მიმდებარე ტერიტორიას, ნაწილობრივ ადლიას და აეროპორტის გზატკეცილის ერთ [კენტ] მხარეს, ისიც, …

ბათუმი-სარფის მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. გზის ამ მონაკვეთზე კვარიათთან მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი. გუშინ, 25 იანვარს, საღამოს, კვარიათთან კლდე ჩამოიშალა, ჩამოწოლილი მიწის მასისა და ლოდების გამო გზა ჩაიკეტა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კლდის ჩამოშლის გამო დაზიანდა ერთი ტრაილერი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კლდის ჩამოშლის გამო ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალი სოფელ კვარიათთან ამ დროისთვის გადაკეტილია. რამდენიმე წუთის წინ აქ მთიდან ლოდები ჩამოიშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაზიანდა ერთი ტრაილერი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რა დროისთვის აღდგება მოძრაობა, უცნობია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით ავტომაგისტრალი, იმ ადგილთან სადაც კლდე ჩამოიშალა, დაფარულია მიწის დიდი მასით და ლოდებით. მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გასაწმენდად შესაძლოა სპეცტექნიკის დამატება გახდეს …

რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

რესტორან „სან-რემოს“ მფლობელი კომპანია „ხიდი-2006“-ის 100% წილი 1 800 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი გადაიხდის ასევე კომპანიის ბანკის სესხის თანხას, რაც ჯამში 94 000 აშშ დოლარია. შპს „ხიდი-2006“-ის წილები ედნარ პაპუნაიშვილმა გასული წლის ოქტომბერში შეისყიდა. „ხიდი-2006“-ის პარტნიორები, რომლებმაც წილები გაყიდეს, იყვნენ: ნონა ფუტკარაძე [33,4%], ლევან ბერიძე [33,3%] და ბესიკ თავდგირიძე [33,3%]. კომპანია …

ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტი გაიხსნას

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] გამწვანებული ტერიტორია კერძო კომპანიამ შემოღობა. ღობის შიგნით მოექცა ბათუმის მერიის მიერ დამონტაჟებული რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია შემოღობეს უკანონოდ და მერიამ უკვე მისცა კომპანიას გაფრთხილება ღობის მოშლასთან დაკავშირებით: „მერია თვლის, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და შესაბამისად, იქ განთავსებული ატრაქციონების გადატანა არ იგეგმება, …

ვის გაეზარდა და ვის შეუმცირდა ხელფასი უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში, შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დასაქმებულთა ხელფასები ზოგ თანამდებობაზე გაზრდილია, ზოგზე კი – შემცირებული. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, არ გაზრდილა უმაღლესი საჭოს წევრების ხელფასები. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 2018 წლისთვის 5 750 ლარით, მისი მოადგილის – 4 900, კომისიის თავმჯდომარის – 4 700, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრის – 3 900 …

უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული  მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან …

რა ხდება ჩაქვში, საიდანაც ივანიშვილს ხეები გააქვს [ფოტო, ვიდეო]

აქვს თუ არა ნებართვა კომპანიას, რომელიც ჩაქვში, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს იღებს და შეკვეთილში გადასატანად ამზადებს? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის მთავრობიდან 11 იანვრის შემდეგ ველოდებით. ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხეების გატანა აჭარიდან პირველად 2016 წელს დაიწყო. დადასტურებულია, რომ აჭარის მთავრობამ მას შემდეგ ყველა ის მიწა გაყიდა კერძო კომპანიებზე, საიდანაც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა ხელფასები

მიმდინარე წლისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელფასი თვეში 5 750 ლარით განისაზღვრა, მთავრობის აპარატის უფროსის კი – 3 700 ლარით. მთავრობის აპარატში დეპარტამენტების უფროსების თანამდებობრივი სარგო – 3 200 ლარი, განყოფილების უფროსების – 2 800 ლარი, უფროსი სპეციალისტებისა კი – 1 800 ლარი იქნება. აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] განაკვეთები, …

რა თანხებს ელოდება აჭარის მთავრობა საკუთარი შპს-ებიდან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 40-მდე საწარმოდან აჭარის მთავრობა მიმდინარე წელს დივიდენდის სახით მხოლოდ 2 მილიონ ლარს ელოდება. აჭარის წილობრივი მონაწილეობით, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 35 საწარმოა რეგისტრირებული, რომლებსაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურირებს. ამ საწარმოებიდან, სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედია – 10, მოქმედი [პასიური] – 13, გაკოტრება-ლიკვიდაციის რეჟიმში – 11, ხოლო ერთი გადაცემულია მართვის უფლებით. გარდა …

ძველ ბათუმში აჭარის მთავრობა 232 კვ/მ არასაცხოვრებელ ფართობს ყიდის

აჭარის მთავრობა ძველ ბათუმში, ელიავას ქუჩაზე, N4-ში [აჭარის ყოფილი შს სამინისტროს შენობის უკან] მდებარე სამ არასაცხოვრებელ ფართობს ყიდის. არასაცხოვრებელი ფართობები ჯამში 232,5 კვ/მეტრია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების გაყიდვაზე აუქციონი გამოცხადებული აქვს. საწყისი გასაყიდი ფასი 255 ათასი ლარია, ბიჯი – 5 ათასი. ქონება პირობებით იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა: [checklist] ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის …

მიკროავტობუსით მგზავრობა ბათუმში თებერვლიდან 50 თეთრი იქნება – საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულოს მიერ 18 იანვარს სხდომაზე მიღებული განკარგულებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის [სამარშრუტო მიკროავტობუსი] ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 50 თეთრით განისაზღვრა. განკარგულება ძალაში 2018 წლის პირველი თებერვლიდან შევა, შესაბამისად ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება. მგზავრობის ტარიფის გაძვირება სატრანსპორტო კომპანიების მოთხოვნა იყო. საკრებულოს სხდომამდე ბათუმის საკრებულოს დარგობრივმა …

სარფში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სამსახურეობრივი ძაღლის დახმარებით, საქართველოს მოქალაქის გ.ნ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის  დათვალიერებისას,  მარიხუანა (0,723 გრ.)  და შავი კანაფის ფისი (0,107 გრ.) გამოვლინდა. მებაჟე-ოფიცრებმა, ასევე აღმოაჩინეს 2 ფირფიტა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (FENTANYL 0,0192 გრამის შემცველობის). საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  …

საგამოძიებო სამსახური: აჭარაში უნებართვოდ მოქმედი სამორინე გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი დიდი ოდენობით შემოსავლის მოგების მიღების მიზნით,  შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების   –  სათამაშო ბორბლის  (ე.წ. ,,რულეტკა“)  ტოტალიზატორის და ბინგოს    სისტემურ-ელექტრონული …

ბათუმში ფეხბურთის სტადიონის საძირკვლის ჩაყრისთვის ემზადებიან – ჩამოვა პრემიერიც 

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2018 წლის 21 იანვარს გაიმართება. ცერემონიას „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. „20-21 იანვარი განიხილებოდა, თუმცა, ალბათ, უფრო 21 იანვარზე შევჯერდებით. რაც შეეხება პრემიერის ვიზიტს, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. ბათუმში, საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და …

ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია „ატუ“ ჭრის. ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ. რის საფუძველზე იღებენ და გააქვთ ხეები? – აჭარის მთავრობამ ნებართვის გაცემის შესახებ დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა. აჭარის მთავრობის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებულ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ …

ბათუმში სპორტკომპლექსის მშენებლობა სრულდება – ტერიტორიის კეთილმოწყობაში მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ლადო ასათიანისა და ორბელიანის ქუჩებს შორის [ყინულის სასახლის უკან] ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. კომპლექსში ორი დარბაზია განთავსებული; უკვე დამონტაჟებულია ტრიბუნები, დარჩენილია სამღებრო სამუშაოები და იატაკის დაგება. ახალი სპორტული კომპლექსი იმ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობა 54 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. ახალი სპორტული კომპლექსი 2017 წლის ზაფხულში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა ვადა რამდენჯერმე …

„მზიურის“ მყიდველს ვალდებულების შესრულება არ დაუწყია – ტერიტორიიდან მხოლოდ ხეები გაიტანეს

მახინჯაურში „მზიურის“ ტერიტორია 2016 წელს გაყიდა აჭარის მთავრობამ. მყიდველს აქ 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე უკვე გავიდა, მაგრამ ტერიტორიაზე არავითარი სამუშაოები არ დაუწყიათ. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები სწორედ ამ ტერიტორიიდან გაჰქონდათ. ყოფილ პანსიონატ „მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდა, „დაიწყოს …

შსს: თურქეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება,“ – აცხადებს შსს. სამინისტროს …

ბათუმის მერია აუქმებს ორ ა(ა)იპ-ს, სადაც 74 პირია დასაქმებული

ბათუმის მერია ორი ა(ა)იპ-ის: „ბათუმის ავტოდრომისა“ და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ გაუქმებას გეგმავს. მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის 18 იანვარს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ბათუმში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის, რეგულირებისა და პარკირების წესებში. მერიის გადაწყვეტილებით, „ბათუმის ავტოდრომის“ ფუნქცია-მოვალეობები გადაეცემა „ბათუმის სპორტულ ცენტრს“, ხოლო „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ფუნქციები – შპს „ბათუმის …

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, როგორც ამ უწყებებში აცხადებენ, კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს განაცხადის [ელექტრონული ფორმით] წარდგენის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს საბიუჯეტო ზედმეტობის თანხა [ზედმეტობის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით]. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „პროექტით დაგეგმილია, რომ 10 ათას გადასახადის გადამხდელს ავტომატურად დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ობიექტები, რომლებსაც დღგ-ს ზედმეტობები წარმოექნათ დაბალი ან მინიმალური …

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ი გაიხსნება

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა იგეგმება. შპს „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ბათუმში, ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნის გახსნას აპირებს. კომპანიას სჭირდება 142 კვ/მ ტერიტორია ევროპის მოედანთან, სადაც „საზაფხულო, ევროპული სტანდარტების ტერასას“ მოაწყობს. კომპანიამ მერიას მიმდინარე წლის ნოემბერში აღნიშნული ფართობის 20 წლით იჯარით გადაცემის …

პორტებიდან დაკარგული ტვირთის ფასი

საქართველო, რომელსაც რეგიონში ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბის ამბიცია გააჩნია, ბოლო რამდენიმე წელია კარგავს იმ ტვირთებს, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს რკინიგზაზე და პორტებში, ტვირთბრუნვა ბოლო ხუთი წელია მცირდება. ქვეყნის სატრანზიტო დერეფანი უკვე არაკონკურენტულია, ის სტრატეგიულ და რეგიონალურ ფუნქციას კარგავს, მთავრობა კი ახალი, ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს. „ტვირთნაკადები ნებისმიერ ქვეყანაში ან მცირდება, ან იზრდება, …

შსს: იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. დააკავეს. „მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „WALTHER PPK“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აცხადებს შსს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის …

Exit mobile version