აქვს თუ არა ნებართვა კომპანიას, რომელიც ჩაქვში, ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს იღებს და შეკვეთილში გადასატანად ამზადებს? – ამ კითხვაზე პასუხს აჭარის მთავრობიდან 11 იანვრის შემდეგ ველოდებით.
ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ხეების გატანა აჭარიდან პირველად 2016 წელს დაიწყო. დადასტურებულია, რომ აჭარის მთავრობამ მას შემდეგ ყველა ის მიწა გაყიდა კერძო კომპანიებზე, საიდანაც მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა ხეები გაიტანა. გამონაკლისია ჩაქვი, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია – სახელმწიფო საკუთრებიდან დენდროლოგიურ პარკში ხეებს გადასატანად უკვე ერთი კვირაა ამზადებენ.
[crosslist]
- ხეები მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზეც ამოიღეს.
- ხეებთან მისასვლელი გზის მოსაწყობად კი ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ტერიტორიას იყენებდნენ. ამ სამუშაოებისთვის აქ რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ნაძვი და მაგნოლია მოჭრეს. ეს ტერიტორიები კი აჭარის მთავრობამ გაასხვისა.
- მრავალწლოვანი ხეები ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად ამოიღეს ჩაქვშიც, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა.
[/crosslist]
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/82519/