მთავარი,სიახლეები

ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

28.08.2017
ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

კახებერ ცისკარიძე, რომელმაც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ.

„საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო 25 აგვისტო. არ მოუმართავთ ჩვენთვის და შესაბამისად, ვერც კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა. ასე რომ, უკვე დაგვიანებულია. ამას გარდა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ შემოსულა მერობის კანდიდატის წარდგენით,“- განაცხადა ციალა შავაძემ.

მისივე თქმით თვითმმართველობის არჩევნებზე სამი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, მეშვიდე, მეცხრე და მეათე ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში.  მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში ეთერ მანელიშვილი გეგმავს კენჭისყრას, მეცხრეში – ნოდარ მამულაძე, მეათეში კი – ჯემალ პაქსაძე. ეს კანდიდატები საკრებულოს წევრობაზე დარეგისტრირდნენ. არჩევნებში მონაწილეობამდე მათ ჯერ მხარდამჭერთა სიები უნდა შეაგროვონ და ოლქში წარადგინონ.

რაც შეეხება პარტიებს, ციალა შავაძის განმარტებით, მათთან დაკავშირებით სხვა ვადებია დადგენილი: „ჯერ საინიციატივო ჯგუფები რეგისტრირდება, შემდეგ პარტიები და მაჟორიტარები. მათთვის ვადის ათვლა 21 სექტემბრიდან იწყება.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: