მთავარი,სიახლეები

ამერიკული სამხედრო ხომალდი ახლო ხედით [ფოტორეპორტაჟი]

18.03.2018
ამერიკული სამხედრო ხომალდი ახლო ხედით [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხომალდი  USS Oak Hill დგას.  ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან.

დღეს ხომალდზე შესვლის  და დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს მიეცათ.

ხომალდის ეკიპაჟში 700-მდე წევრია. მათთან 330 მეზღვაურია, დანარჩენი კი სამხედრო მოსამსახურეები არიან. გემის მეთაურია ფილიპ ნაითი. ხომალდზე სამხედრო პირების 30 პროცენტი ქალია.

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

გემზე სამხედრო ტექნიკა და საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებია განთავსებული, მათ შორის ე.წ. „ამფიბიები“, რომელსაც წყალშიც შეუძლია გადაადგილება და ხმელეთზეც.Oak Hill-ს შეუძლია ფლოტის ვეტმფრენების მიღებაც.

 

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

Oak Hill-ზე დღეს ქართველი კადეტებიც იმყოფებოდნენ სტუმრად.

ნანა კვაჭაძის ფოტო

ჟურნალისტს გემის იმ ნაწილის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ, საიდანაც Oak Hill-ი იმართება. როგორც აქ აგვიხსნეს ცვლა ყოველ სამ საათში ერთხელ იცვლება.

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ამ ადგილიდან Oak Hill-ს მცურავი საშუალებების მიღება და გაშვება შეუძლია. ხომალდი საჭიროების შემთხვევაში სამაშველო სამუშაოებშიც ერთვება.

ნანა კვაჭაძის ფოტო

Oak Hill– ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve–ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში.

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ნანა კვაჭაძის ფოტო

ხომალდი ბათუმს 20 მარტს დატოვებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: