“1209” – აუდიტორია 115 საპროტესტო აქციას ბათუმშიც გამართავს

14 თებერვალს, 19:00 საათზე, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, “აუდიტორია 115” საპროტესტო აქციას გამართავს. სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო შრომის უსაფრთხოებას არასათანადოდ იცავს, მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებენ. “2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნესელიტის ინტერესებზე მორგებულ …

ყინულის ლომები ბათუმიდან

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi, ეინდჰოვენში, ლუმიერების თასზე, სინქრონული ციგურაობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მოციგურავეები კონკურსისთვის ბათუმის ყინულის სასახლეში ემზადებიან. კონკურსი ეინდჰოვენში წელს მეორედ ტარდება. „გუნდში ყველას წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს. საპრიზო ადგილი ნამდვილად გვინდა. არც ერთი სპორტსმენი არ მიემგზავრება იმ შემართებით, რომ უნდა დამარცხდეს. ბუნებრივია, გვაქვს პრეტენზია საკუთარ თავთან, რომ უნდა გავიმარჯვოთ,“ …

ბათუმის მერია: ანგისის ბაზა სტანდარტებს აკმაყოფილებს

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.  ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძის განცხადებით  მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ანგისის ბაზაზე სამუშაოები დასრულებულია. „ანგისის ბაზა ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2017 წლის 25 დეკემბერს. აკმაყოფილებს სტანდარტებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც,“ – განაცხადა …

„ნაციონალური მოძრაობა“: მერიამ სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. სპორტულ კომპლექსის მშენებლობაზე  კომპანია „მონოლითი 2005“-ი მუშაობდა. „აღნიშნული ობიექტი [კომპანიას] უნდა ჩაებარებინა 2017 წლის 25 დეკემბრამდე. წარმოგიდგენთ კომპლექსის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებითაც დასტურდება, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია და იგი მერიამ ჩაიბარა. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ აქ …

7 მილიონი ევრო 50-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსისთვის ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 10 ელექტრო და 40 დიზელზე მომუშავე ახალ ავტობუსს EBRD-ის სესხით შეიძენს. ავტობუსებისთვის დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. საერთაშორისო ტენდერი ოფიციალურად გამოცხადდა და სატენდერო წინადადებების მიღება წელს 15 მარტს დასრულდება. ახალი ავტობუსები ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე უნდა ჰქონდეს კონდიციონერი. ტენდერის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა EBRD-ის გვერდზე ხელმისაწვდომი. „ტენდერი ტარდება …

იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება, რომელიც იქნება „მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით.“ საქართველოს მთავრობამ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა. ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის …

ქართველი მინისტრი, რომელიც „ინსტაგრამზე“ თავის ფოტოებს ასპონსორებს

1 339 მიმდევარი ინსტაგრამზე და დასპონსორებული პოსტები – ასეთია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ანგარიში ინსტაგრამზე. ფინანსთა მინისტრს ინსტაგრამზე ანგარიში 2018 წლის 12 იანვარს აქვს გახსნილი და დღემდე მხოლოდ 8 ფოტო უდევს. თითოეული ფოტოს ლაიქების ოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მინისტრი საკმაო თანხას ხარჯავს პოსტების რეკლამირებისათვის. გარდა ინსტაგრამისა, მინისტრი პოსტებს ასპონსორებს ფეისბუქზეც. რა თანხა დახარჯა გასულ წელს …

რა წიგნებს კითხულობენ ყველაზე ხშირად ბიბლიოთეკაში ბათუმელები

თქვენი აზრით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ისეთ წიგნებს, როგორიცაა ჯოჯო მოიესის „მე შენამდე“, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, რემარკის „ტრიუმფალური თაღი“ და გოჩა მანველიძის „მგლები“ ? ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორისაა. ბათუმში სულ ერთი საჯარო ბიბლიოთეკაა, რომელსაც ასევე ერთი საბავშვო ფილიალი აქვს. ბიბლიოთეკის მხატვრული ლიტერატურის …

ქობულეთის მერი სამსახურებს გაუფრთხილებლად ამოწმებს

ქობულეთის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური ღონისძიებები გატარდა. ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის“, შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ და სოფელ ხუცუბნის მუსიკალური სკოლის 6 თანამშრომელი გააფრთხილეს. დისციპლინური დარღვევები – სამუშაო საათებში  სამსახურის თვითნებურად დატოვების ფაქტები – ამ ორგანიზაციებში მერის მოულოდნელი ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს TV25 -მა გაავრცელა. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ მერიას დაქვემდებარებული სამსახურების …

რა ერქმევა ფეხბურთის ახალ სტადიონს ბათუმში

ვისი სახელობის იქნება ბათუმის ახალი სტადიონი ან საერთოდ იქნება თუ არა ვინმეს სახელობის, ამ თემაზე ჯერჯერობით არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ საუბრობს. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ სტადიონისთვის სახელის დარქმევის საკითხი ჯერ არ განუხილავთ. მაგრამ როცა საკითხი დადგება, განხილვების პროცესი აუცილებლად იქნება საჯარო და მასში მოქალაქეები ჩაერთვებიან. აჭარაში, სპორტულ წრეებში კი სტადიონის სახელწოდებას განიხილავენ და ფიქრობენ, რომ …

სოფელი ფეხბურთის მოედნის გადაცემას ითხოვს

ქობულეთში საჩინოს თემის მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ფეხბურთის სტადიონის სოფლისთვის გადაცემას ითხოვს. მოსახლეობა აპირებს შესაბამისი თხოვნით მიმართოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. საჩინოს თემში შედის სამი სოფელი  – საჩინო, ზედა აჭყვა და ქვედა აჭყვა. მოედანზე, რომელიც სამივე სოფლის საკუთრებაა, საჩინოს სკოლასთან არსებული ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდი კვირაში სამჯერ ვარჯიშობს. გუნდის მწვრთნელი, ემზარ ხალვაში ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებმა …

ბათუმელი მეზღვაურები ლიბიის ციხეში

მეხუთე თვეა, რაც ლიბიაში, ქალაქ ტაჯურას ციხეში მყოფი ქართველი მეზღვაურები – გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე თავისუფლებას ელიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ მეზღვაურთა დასახმარებლად, თუმცა ლიბიაში შექმნილი მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. „საქართველომ, პირველ რიგში, რაც გააკეთა, დაკავებულებს აუყვანა ადვოკატი, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ …

ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალი აშენდება

ფოთის პორტში ნაყარი ტვირთების ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენებისთვის 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება. „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 12 იანვარს მოეწერა. თავად ახალი სუბიექტი – „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ოდნავ მოგვიანებით, 2018 წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ …

ფეხბურთელი გოგოები ბათუმიდან

მათი უმრავლესობის საყვარელი ფეხბურთელი ლიონელ მესია, ბევრს ფიქრობენ, როცა ეკითხები ვინაა მათი ფავორიტი ქალი ფეხბურთელი და ვერ იხსენებენ. ენთუზიაზმით ვარჯიშობენ ნახევრად დანგრეულ სპორტულ ბაზაზე და 2018 წლის თამაშებისთვის ემზადებიან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის მიმოსვლით[შინ და გარეთ} 2016 წლიდან ტარდება. 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მგზავრობის ხარჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია …

ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ყიდვა ორ ბიზნესჯგუფს სურს. ბათუმის მერიაში წინადადება “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მფლობელს, აიეტ კუკავას და “ლამინი გრუფის” ხელმძღვანელს, არჩილ ბერიძეს აქვთ შეტანილი. იმისთვის, რომ კლუბი გაიყიდოს, ბათუმის მერიამ აუქციონი უნდა გამოაცხადოს. რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის „დინამოს” შეძენა და როგორ ხედავთ კლუბის მომავალს? – ამ კითხვით მიმართა “ბათუმელებმა” დაინტერესებულ ინვესტორებს. “ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს …

Спасибо за внимание – ბათუმის ავტოტრანსპორტი მომხმარებელს მადლობას მხოლოდ რუსულად უხდის

“ბათუმის ავტოტრანსპორტის” ცხელ ხაზზე, +995 422 24 76 76 დილის საათებში ან გვიან საღამოს თუ დარეკავთ, რამდენიმეწამიანი ზუმერის შემდეგ ავტომოპასუხე ირთვება, რომელიც რუსულად გეუბნება – Спасибо за внимание, მადლობა ყურადღებისთვის. ავტომოპასუხე მომხმარებელს არც ქართულ ენაზე აწვდის ინფორმაციას და არც სხვა რომელიმე ენაზე. “ბათუმელები” განმარტებისთვის ბათუმის ავტოტრანსპორტს დაუკავშირდა. ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზია და გამოასწორებენ. “ეტყობა ტექნიკურადაა …

დაკეტილი მაღაზიები ქემალ ფაშაში – ქართველი გამყიდველების პროტესტის ეფექტი [ფოტო]

იამზე შანიძე 12 წელია ყოველ დილა-საღამოს კვეთს თურქეთ – საქართველოს საზღვარს. 8 წელია იმავე გზას გადის ეკა შანიძეც. ორივე თურქეთის ქალაქ ქემალ ფაშაში მდებარე ბაზრობაზე მუშაობს, ტანსაცმელსა და თეთრეულს ყიდიან. დღეს ქართველები, რომლებიც ქემალ ფაშაში მუშაობენ, სამუშაოს ნაცვლად საპროტესტო აქციაზე იდგნენ სარფში. სწორედ ამიტომ ქემალ ფაშაში მაღაზიები დაკეტილია. დღეს, 16 იანვარს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან …

როგორ დავსაქმდეთ პოლონეთში ლეგალურად

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან პოლონეთი არის გამონაკლისი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების საშუალება აქვთ. საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა) შეუძლიათ წელიწადში 12 თვიდან 6 თვე სამუშაოს ნებართვის გარეშე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. მსგავსი შეთანხმება არსებობს ესტონეთთანაც, თუმცა სქემა ჯერ პილოტირების ეტაპზეა და დასახვეწია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წელს …

ბათუმი VS ტიმიშოარა სარასენსი – ფოტორეპორტაჟი

6:11 ამ ანგარიშით დამთავრდა შეხვედრა რაგბში “ბათუმსა” და რუმინულ კლუბ  “ტიმიშოარას სარასენსს” შორის. ბათუმურმა კლუბმა კონტინენტის ფარის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა სახლში, ბათუმი რაგბი არენაზე წააგო. განმეორებითი მატჩი რუმინეთში, კლუჟ არენაზე 20 იანვარს გაიმართება. ჯამში ორი მატჩის ანგარიშით გაირკვევა თუ ვინ იბრძოლებს  ჩელენჯ ქაფზე მოსახვედრი ბილეთისთვის. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დღევანდელი მატჩიდან.             …

ხანძარი ბესიკის ქუჩაზე

ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. არავინ დაშავებულა, სახლში, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის ინიციატივაზე – ჩვენ შევისწავლით წინადადებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300-ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა. „ჩვენ შევისწავლით წინადადებას, შესაძლებლობის და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მივიღებთ ზომებს. თუმცა ხაზგასმით  აღვნიშნავთ, რომ დღეს აჭარაში მუშაობს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები.  ის პროგრამები, რომელიც დღეს მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებულად სხვადასხვა სამინისტროში, მათ შორის ჯანდაცვის …

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის – ევა გოცირიძის ფიცი პრეზიდენტის გარეშე

დღეს, 12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ევა გოცირიძემ ფიცი დადო.  ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცარიელი იყო სკამი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის იყო განკუთვნილი. პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიალს არ დასწრებია. “პრეზიდენტი იყო …

ბათუმი VS ტიმიშოარა – 13 იანვარს ბათუმი რაგბი არენაზე ფლეი ოფის პირველი თამაში გაიმართება

ხვალ, 13 იანვარს,  ბათუმი რაგბი არენაზე სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინულ კლუბს “ტიმიშოარა სარასენს” შეხვდება.  ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფის პირველი თამაში 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა. “ბათუმი” ჩელენჯ ქაფის საგზურის მისაღებად იბრძვის. ამასთან ამ მატჩით იხსნება 2018 წლის ქართული სარაგბო სეზონი.  ფლეი ოფი ორ რაუნდიანია. გუნდები ორ თამაშს ატარებენ (ერთს შინ და …

800 ლარი ყოველ ახალშობილზე სოციალურად დაუცველ ოჯახებს – ცვლილებები მერიის პროგრამებში

ბათუმის მერია 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ  ოჯახებს ყოველ  ახალშობილზე ერთჯერადად 800 ლარს გადასცემს. გარდა ამისა ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც 1 წლამდე ჩვილი ჰყავს, ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებს ბავშვის პირველადი საჭიროებისათვის. „შეიცვალა მიდგომა – ჩვენ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მიზნობრივი დახმარების გაწევა სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. პრიორიტეტად აღებულია 0-დან 100 …

ენმ: მდინარე კინტრიშიდან ივანიშვილისთვის ინერტულ მასალებს უკანონოდ იღებენ

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ინერტული მასალას მოპოვება უკანონოდ მოიპოვებენ და ის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გამოიყენება. „ნებართვა იყო გაცემული კალაპოტის დაცულ ხაზოვნებაზე, რომელიც  ითვალისწინებს ჯებირების გაკეთებას სანაპირო მხარეს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ინერტული მასალა არ უნდა ამოღებულიყო. ინერტული მასალის ამოღების  ნებართვა არ აქვთ.  მუშაობა შევაჩერებინეთ – გამოვიძახეთ გარემოს …

ივანიშვილის კომპანია ჩაქვში ქაფურის ხეებს ჭრის

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია “ატუ” ჭრის. 19 ერთეული ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაცემული. “19-ზე გაცილებით მეტი ხე არის მოჭრილი ამ ტერიტორიაზე“, – ამბობს “ბათუმელებთან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე. მისი თქმით, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში რეკავდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ …

აჭარის მთავრობის პასუხი ენმ-ის ბრალდებაზე

აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძეს პასუხობს. მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, მთავრობისთვის არ მიუმართავს. „ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვის მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ …

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობიდან ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რაც ნაწილობრივ მიაწოდეს. „არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან მათი წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ვგულისხმობ სტუმრებზე გაწეულ ხარჯებს, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ.  ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომ იქნებ ზემდგომი …

თურქეთში სამუშაო ვიზის მიღების ფასი და პირობები

საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში გადასვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეები თუ აქამდე ყოველდღიურად, შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ – თურქეთში უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეიძლება. ბათუმში და მის შემოგარენში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც დილით მიდიოდნენ თურქეთის ახლომდებარე ქალაქებში სამუშაოდ და საღამოს უკან ბრუნდებოდნენ, ზედიზედ 90 დღის განმავლობაში საზღვრის კვეთის შემდეგ, გრძელვადიანი ვიზის …

რაზე თანხმდებიან და რაზე ვერა ბათუმში აფეთქებული სახლის მცხოვრებლები მერიას

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მაცხოვრებლებს ბათუმის მერია ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება. შეხვედრა დაზარალებულებსა და ბათუმის მერს შორის რამდენჯერმე შედგა. მერიამ მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინები შესთავაზა. დღეს, 10 იანვარს დაზარალებულთა ნაწილმა შეთავაზებული ფართობები ნახა. ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრები გურამ აბაშიძე ამბობს, რომ ფართობი, რომელიც ბათუმის მერიამ შესთავაზა, არ მოსწონს. „მე არ მომწონს ის ფართი, რაც …

თურქეთთან მიმოსვლის შეცვლილ რეგულაციებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება 

საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში მიმოსვლის წესი შეიცვალა. მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე ყოველდღიურად შეუზღუდავად კვეთდნენ საზღვარს, ამიერიდან მოუწევთ ახალ რეგულაციებს დაექვემდებარონ. ახალი რეგულაციით ერთი საათით გადასვლასაც კი აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის ერთი დღე, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში, ახლა უვიზოდ 180 დღიდან მხოლოდ 90 დღის გატარება შეეძლებათ. ჰქონდა თუ არა თურქეთის მხარეს საქართველოს …

შეზღუდვები თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებისთვის – საკონსულოს განმარტება

საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთთან მიმოსვლის პირობა შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულო ავრცელებს. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ [ძირითადად ბათუმსა და მის შემოგარენში მცხოვრებლები] და ამის გაკეთება მათ შეეძლოთ შეუზღუდავად, ახალი რეგულაციების თანახმად, მათი თითოეული გადასვლა (თუნდაც ერთი საათით) აღირიცხება როგორც თურქეთში ყოფნის 1 დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურ სამუშაოზე …

„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე

სვანეთი – რა გახსენდებათ პირველი, როცა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელს გაიგონებთ? სვანური კოშკები? უშბა თუ თეთნულდი? მზით ამონათებული შხარა თუ უშგულის პანორამა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სვანეთზე ცისფერი, გამჭვირვალე, ხმაურიანი ნენსკრა წარმომიდგება თვალწინ. არსად მანამდე მსგავსი შეფერილობის მდინარე არ მინახავს და მგონია, ერთხელ თუ ნახავს ადამიანი ჭუბერის მწვანე ხეობაში ჩაფლულ ამ ფირუზისფერ სასწაულს, შეუძლებელია …

ლაშა კომახიძე “ბათომის” წევრებს: მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ 

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 60/62-ში მდებარე სახლი დაანგრიეს, მის ნაცვლად კი 6-სართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ორსართულიან საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონია, თუმცა მე-19 საუკუნეში იყო აშენებული და ისტორიული ღირებულება ჰქონდა. ინფორმაციამ სახლის დანგრევის შესახებ მოქალაქეთა იმ ნაწილის პროტესტი გამოიწვია, ვინც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის იბრძვის. ამ თემაზე დისკუსია დაიწყო ფეისბუქ ჯგუფ …

შემოდგომა ხევსურეთში

არ ვიცი, თქვენ რა ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც სიტყვა „ხევსურეთს“ გაიგონებთ, მაგრამ მე იმწამსვე ჟანგისფერი ფიქალი ქვით ნაგები შატილის კონტურები წარმომიდგება, მერე ზურგჩანთის ჩალაგება და ხევსურეთისკენ წასვლა მინდება. როცა ბარში ზაფხული მთავრდება, მთაში უკვე გვიანი შემოდგომის ფერებია, დათვიჯვარზე კი – თოვლი და ძვლების გამყინავი სიცივე. შატილში ჩვეულებრივი სამგზავრო „მარშრუტკით“ წავედი. ოქტომბერი იწყებოდა და მძღოლი ეჭვობდა, ვაითუ …

ბათუმელი ანა დიასამიძის გზა ეროვნულ ნაკრებამდე

საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ფრენბურთის გუნდ „ბათუმის“ წევრი ანა დიასამიძე ბათუმში 2017 წლის წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს. ანა მე-12 კლასის მოსწავლეა. „ბათუმელებთან“ თავად ანა ყვება, როგორი იყო მისი სპორტული გზა. ანა, 2017 წლის წარმატებული სპორტსმენი გახდით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება? ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტიტულით. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.  …

Exit mobile version