მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის

11.01.2018 • 2563
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობიდან ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რაც ნაწილობრივ მიაწოდეს.

„არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან მათი წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ვგულისხმობ სტუმრებზე გაწეულ ხარჯებს, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ.  ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომ იქნებ ზემდგომი ინსტანციებისგან მაინც მივიღოთ,“ – აცხადებს ასმათ დიასამიძე.

მისივე თქმით, ხარჯები, რომლის გასაჯაროვებაც აჭარის მთავრობას არ სურს, სავარაუდოდ,  წინასარჩევნოდ დახარჯული  თანხებია.

„მათ მომხრეებზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, ვინც ჩამოდიოდა ალბათ, მათი დახვედრა-გასტუმრების ხარჯებია ეს. როცა არ გაძლევენ ინფორმაციას, ხომ გრჩება შთაბეჭდილება რომ რაღაცა იმალება?“ – კითხულობს ასმათ დიასამიძე.

საჯარო ინფორმაციის მოწოდების დავალდებულების მოთხოვნით სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასმათ დიასამიძემ დღეს, 11 იანვარს შეიტანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: