„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. გიორგი მენაბდემ და დურმიშხან (დუსკა) ჯაბნიძემ ნაკრებთან ერთად პირველი თამაში საფრანგეთში ჩაატარეს. „13 წლის ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე. ანგისაზე ვვარჯიშობდი. თავიდან ვაცდენდი, მერე შერჩევებზე რომ დავდიოდი იქ უფრო სხვა სიტუაცია დამხვდა და მომეწონა. ძალიან მოვინდომე და აი, შედეგიც გამოჩნდა. ნაკრებში თამაში განვითარებაში დამეხმარება,“ – …

ვის შეუძლია 100 ათასლარიანი გრანტის მიღება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციებს ატარებს. საგრანტო პროგრამა სტარტაპების დაფინანსებას ითვალისწინებს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა იმ  მოქალაქეს შეუძლია, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს ინოვაციური იდეა და შეუძლია ეს იდეა ეკონომიკურად მომგებიანი გახადოს. კერძო და მცირე საწარმოების რეგისტრაციიდან, რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, ორ წელზე ნაკლები უნდა იყოს გასული. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი, …

რა იცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

ახალი რეფორმის შედეგად მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში  500 000 ლარამდე იქნება. აქამდე მცირე მეწარმის სტატუსს მეწარმე 100 000 ლარის შემოსავლის ფარგლებში იღებდა. ამასთან, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-ის ნაცვლად  1%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება, დაახლოებით  120 ათას მეწარმეს შეეხება, …

რატომ დანიშნეს პარლამენტარის ცოლი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად – ინტერვიუ

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელად პირველ მარტს ციური აბულაძე დაინიშნა. ახალი დირექტორი საქართველოს პარლამენტის წევრის,  ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა. ციური აბულაძე პროფესიით ექიმია, ის 1992 წლიდან დღემდე მუშაობდა ქ. ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ექიმ-ანესთეზიოლოგად. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთის ფედერაციაში, სამედიცინო ინსტიტუტი 1987 წელს დაასრულა. კრასნოიარსკის მხარეში გაიარა …

ექიმი, რომელიც მკლავჭიდში ჩემპიონია

28 წლის დარინა ცეცხლაძე ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგია. ის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია. ბოლოს 24-25 თებერვალს გამართული ჩემპიონატის დროს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. პირველად შეჯიბრზე 2009 წელს გამოვიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტში ჩატარებულ შიდა ტურნირზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებიდან ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატზე წავიდა. მისი გამარჯვების ამბავი …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ზღვაში ბრუნდება

„დიდი მადლობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, საქართველოს ყველა მეზღვაურს და საზღვაო დარგის მესვეურებს 2011 წლიდან დღემდე თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის და დაფასებისთვის. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ვუბრუნდები მეზღვაურის პროფესიას შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში და ვგეგმავ უკვე კერძო სექტორიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას,“ – ასე დაემშვიდობა ფეისბუქზე თავის უკვე ყოფილ თანამშრომლებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე, მამუკა ახალაძე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, …

დღეიდან ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი 28 თებერვალს მოაწერა. „ახალი წესი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა,“ – ნათქვამია საქართველოს …

ბათუმის მერი ამბობს, რომ იაფი სახლის აშენება მისი პირადი ღირსების საკითხი გახდა

„იაფი სახლის სატენდერო დოკუმენტაცია წესრიგდება და შევძლებთ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას. ბენეფიციარების შერჩევაც მალე დაიწყება,“ – თქვა ლაშა კომახიძემ დღეს, თავისი 100 დღის ანგარიშის წარდგენისას. ბათუმის მერია უკვე რამდენიმე წელია პირობას დებს, რომ იაფ სახლს ააშენებს. მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც კი გამოავლინა. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი 2018 წლის თებერვალში ჩაიშალა. მთელ ამ პროცესში უპრეცედენტო ფაქტიც …

ლაშა კომახიძე: K2-ის დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, K2-ის დარღვევაზე [მშენებლობის სიმაღლეში განსაზღვრულზე მეტით ზრდა]  ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის. მერს დღეს არ უთქვამს, თუ რამდენით აპირებენ ჯარიმების გაზრდას. “ზედმეტად დაშენებული სართულები ყველასთვის პრობლემაა. არის დეველოპერების კატეგორია, ვინც ყველა შესაძლო მეთოდს იყენებს, რომ როგორმე დაამატოს სართული. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიებამ ვერასოდეს ვერ დაიკანონონ ასეთი შენობები სერიოზული ჯარიმების გარეშე. ეს უნდა …

ენმ ბათუმის მერს ბულვართან დაგეგმილ 54-სართულიან მშენებლობაზე: ნაცარს გვაყრით თვალებში

ამ წუთებში ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს თავისი საქმიანობის 100 დღის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ, ლაშა კომახიძეს ჰკითხა ბათუმის ბულვართან მიმდინარე მშენებლობის შესახებ.  დუმბაძის განცხადებით, „ვიზუალური შესახედაობით, ადგილზე ისეთი ტექნიკა მუშაობს, შეუძლებელია მხოლოდ გეოლოგიური სამუშაოები რომ მიმდინარეობდეს“. „სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით მშენებლობაზე პირადად დავუკავშირდი კომპანიის ხელმძღვანელობას. …

რატომ ახდევინებენ ხულოში აეროპორტისა და მეტროს დასუფთავების მოსაკრებელს 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხულოს მცხოვრებლებისთვის „ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრა“ – ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარი. დოკუმენტი ერთი წლის წინ მიიღეს და დღემდე მოქმედებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა, რომელიც, თავის მხრივ, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ დადგენილებას დაეყრდნო. დადგენილებას ხელს აწერს ხულოს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძე, რომელიც გასულ …

არმაზ ახვლედიანი აჭარაში კორუფციაზე საუბრობს და პროკურატურას მიმართავს

„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ახვლედიანმა დღეს, 27 თებერვალს,  ბრიფინგი ბათუმის ბულვარში იმ ადგილას გამართა, სადაც მიწას კომპანია „ალიანს ფრივილიჯი“ ფლობს. ტერიტორია უკვე შემოღობილია. „ეს მშენებლობა არის უნებრათვო. მე მივიღე ეს ინფორმაცია ბათუმის მერიიდან. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა აქ გეოლოგიური სამუშაოები, ახლა …

ბათუმის მერია ხანძრით დაზარალებულებს ბინებს გადასცემს

ბათუმის მერიამ ხანძრით დაზარალებულ ცხრა ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა. დაზარალებულები ასევე მიიღებენ თანხას ბინების გასარემონტებლად.  2013 წლის 21 სექტემბერს ზვიად გამსახურდიას #11-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის  საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ – ენმ-ის საპროტესტო აქციაზე მურმან დუმბაძეც მივიდა

ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი,  მურმან დუმბაძეც. ის ამბობს, რომ წინააღმდეგია ხეების გლეჯვის და სწორედ ამიტომ მივიდა აქციაზე პოზიციის გამოსახატად. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. „თუ არ გამოვა ათ …

როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას – სპეციალისტის რჩევები

2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. გასული წლის დეკემბერში უკვე დაიხარჯა 35 მილიონი, სამინისტრომ წამალი და ტექნიკა შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარის შეწამვლას აპირებს. დაინერგება მონიტორინგის სისტემა და მოსახლეობას საგანმანათლებლო ბროშურები დაურიგდება. რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და …

32:0 – ბათუმმა რაგბიში ლოკომოტივი დაამარცხა

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმი რაგბი არენაზე გამართული დიდი 10-ის მე-14 ტურის მატჩში ბათუმელმა მორაგბეებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. 32:0 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში. დღევანდელ თამაშში “ბათუმის” მორაგბე ბექა მამრიკიშვილმა სამი ლელო დადო. დუბლის შესრულება პირველ ტაიმში შეძლო, მესამე ლელო კი – მეორე ტაიმში.   მორიგ მატჩს ბათუმი 9 მარტს, ავჭალის სტადიონზე, აკადემიასთან გამართავს.  

შავი ზღვის ბინადრები ახლო ხედით [ვიდეო]

გინახავთ ზღვის ფინია სფინქსი,  შენიღბვის ოსტატი ქამბალა ან ზღვის ფსკერზე მფრინავი კუდხანჯალა სკაროსი?  იცით, რომ კოლხური ზუთხი წყლის ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორია და რომ მამრი ცხენთევზა საკუთარ ნაშიერებს სხეულში არსებულ სპეციალურ კამერაში ზრდის? იცოდით, რომ ქვის კიბორჩხალას საყვარელი კერძი მიდიები, თევზის ლეში და რაპანები იყო? გარემოს ეროვნული სააგენტო დოკუმენტურ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც შავი ზღვის ბინადრების ნახვა შეგიძლიათ. …

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი კომპანია იფრენს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს ორი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს. პოლონური Small Planet Airlains-ი ვარშავის მიმართულებით, რუსული UTV Aereo კი ყაზანის მიმართულებით იფრენს. Small Planet Airlains-ი გასულ წელს ბათუმის აეროპორტში ჩარტერულ რეისებს ასრულებდა, 2018 წლიდან კი რეგულარულ ფრენებს განახორციელებს. ჯამში ბათუმიდან მსოფლიოს 19 ქალაქში 19 ავიაკომპანია იფრენს. გეგმის მიხედვით, Fly Dubai აპირებს ავიარეისების სიხშირე გაზარდოს და ყოველდღიური …

რომელი პროგრამების აკრედიტაციაზე უთხრეს უარი უნივერსიტეტებს – მენეჯერების განმარტება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ სხდომის ოქმია განთავსებული, რომელიც აკრედიტაციის საბჭომ გამართა. საბჭომ სულ 38 პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა, 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მისცა, 12 პროგრამას კი უარი უთხრა აკრედიტაციაზე. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაციაზე უარი ეთქვა შემდეგი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიამცოდნეობის სამაგისტრო …

ვინ და როგორ შეარჩია სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გამარჯვებულები ბსუ-ში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კონკურსში წარდგენილი 32 პროექტიდან საკონკურსო კომისიამ 10 პროექტი აარჩია. პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 180 ათასი ლარი დაიხარჯება. კონკურსი ექვს მიმართულებაზე იყო გამოცხადებული – ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და აგრარულის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებებისა და ინტერდისციპლინარული კვლევების მიმართულებით. ბათუმის შოთა რუსთაველის …

ფაროსანა იღვიძებს – რა ვქნათ?

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობისთვის მონიტორინგის შედეგების მიღების შემდეგ განსაზღვრავს. 2018 წლის ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით სრულმასშტაბიანი მონიტორინგია დაგეგმილი.  სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დაარიგებენ თუ არა წელსაც პესტიციდებს.  პესტიციდები გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, …

ბათუმელმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ეინდჰოვენში გამართულ სინქრონული ფიგურული სრიალის საერთაშორისო კონკურსზე ბათუმელმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ლუმიერების თასზე მოასპარეზე 13 გუნდიდან  Ice Lions Batumi-მ 39.39 ქულის მოპოვება შეძლო, გუნდი მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. „Ice Lions Batumi“ საქართველოში დღეისათვის სინქრონულ მოციგურავეთა პირველი და ერთადერთი გუნდია.  

ბათუმელი მოციგურავეები ლუმიერის თასზე დღეს გამოვლენ

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi საერთაშორისო კონკურსზე Lumière Cup  დღეს, 17 თებერვალს გამოვა. კონკურსის ოფიციალური გახსნა საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. მოციგურავეთა გამოსვლის პირდაპირ ეთერში ნახვა ლაივსტრიმის საშუალებით ამ მისამართზეა შესაძლებელი: https://www.figureskatingonline.info/livevideo.php   სინქრონული ციგურაობის კონკურსი Lumière Cup ეინდჰოვენში წელს მეორედ იმართება. ყინულის ლომები ბათუმიდან  

ბსუ-მ ექვს პროგრამაზე მიღება შეაჩერა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018-19 სასწავლო წლისთვის 6 საბაკალავრო პროგრამაზე მიღებას აჩერებს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მოდერნიზაციაა. სატყეო საქმე, აგროინჟინერია, სამთო და გეო ინჟინერია, ტრანსპორტი, ზღვის ბიოლოგია და ფინანსური მათემატიკა – აბიტურიენტებს, ვისაც ამ პროგრამებზე სწავლა სურდათ, სხვა უნივერსიტეტის ძებნა მოუწევთ. „ისეთ პროგრამებზე, სადაც აბიტურიენტთა განაცხადი და  სტუდენტთა რაოდენობა იყო მცირე, პრობლემა იყო …

39:17 – ბათუმი აიასთან დამარცხდა

39:17  ამ ანგარიშით დასრულდა აია-ბათუმის შეხვედრა რაგბში. დიდი 10-ის მეცამეტე ტურის მატჩი ქუთაისში, აია არენაზე გაიმართა. მორიგ შეხვედრას სარაგბო კლუბი ბათუმი 23 თებერვალს გამართავს. მისი მეტოქე “ლოკომოტივი” იქნება. კლუბები ერთმანეთს “ბათუმი რაგბი არენაზე” დაუპირისპირდებიან.      

ბსუ-ში „ფინანსური მათემატიკის“ საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმეს

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას კი ერთი წლის ვადით პირობითი აკრედიტაცია მიანიჭა. გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იანვარში მიიღო. საბჭოს 12-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი პროგრამისთვის აკრედიტაცია არ გაეგრძელებინათ. საბაკალავრო პროგრამა „ფინანსური მათემატიკა“ ბსუ-ს 2013 წლიდან ჰქონდა. აკრედიტაციის …

ჩანახატები ჯიბის ბლოკნოტიდან ბათუმის ქუჩებში გადმოინაცვლებს

პროექტ ART UP-ის ფარგლებში ბათუმის ქუჩებში დათო ტრაპაიძის ჩანახატები გამოიფინება. ნამუშევრები არტ ბოქსებში იქნება განთავსებული და მათი ნახვა დამთვალიერებელს 30 დღის განმავლობაში რამდენიმე ქუჩაზე შეეძლება. გამოფენის მიზანია ციფრული ხელოვნების (Digital Art – Print Art) პოპულარიზაცია. „გამარჯობა. ეს ჩემი ბლოკნოტის ჩანახატებია. აი ის ფერადი ამბები, ბათუმური ყავის სმის დროს რომ ვხატავ ხოლმე. თუ ფანქრები და აკვარელი თან არ …

მოხალისეთა ჯგუფები ფაროსანას წინააღმდეგ იბრძოლებენ

საქართველოს რეგიონებში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ჯგუფები იქმნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია განიხილეს. 2018 წელს საქართველოს მთავრობის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მონიტორინგის სისტემის დანერგვა, აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. მოხალისეებს  სწორედ საინფორმაციო კამპანიაში ჩასართავად გადაამზადებენ. კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, თუ …

ბათუმში სახანძრო უსაფრთხოებაზე კონფერენცია მიმდინარეობს

დღეს, 16 თებერვალს, კომპანია “ელ+” სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლებისათვის ბათუმში კონფერენციას მართავს. შეხვედრას სასტუმროებისა და  კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. კომპანიის თანამშრომლები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს უხსნიან, თუ როგორ უნდა დაიცვან ობიექტი ისე, რომ ხანძრის გაჩენის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. კონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა იმ თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პრეზენტაცია მოაწყვეს, რომელთა დამონტაჟებაც რეკომენდებულია სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში. „საქსტატის …

ბათუმი თურქულ სერიალში

პოპულარული თურქული სერიალის – „Sen Anlat Karadeniz“ მეოთხე სერიის ერთ-ერთი ეპიზოდი ბათუმში გადაიღეს. ბათუმის პანორამული ხედების გარდა სერიალში ევროპის მოედანზე გადაღებული კადრებიცაა, რომელსაც ფონურ მუსიკად ქართული სიმღერა „დედა მიყვარს ძალიან“ ადევს. თურქი რეჟისორის, ოსმან სინავის,  ბოლო ნამუშევარი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ცნობილმა თურქულმა არხმა  “ Atv“ -მა სერიალის ჩვენება იანვარში დაიწყო. მეოთხე სერია, რომელიც ნაწილობრივ …

სამსახური, სადაც მუშაობის დასაწყებად უძრავი ქონება გჭირდება

დასაქმების ვებგვერდებზე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს თუ გადახედავთ, უმრავლეს შემთხვევაში განაცხადში იპოვით მოთხოვნას იმის შესახებ, რომ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „იპოთეკური ვალდებულებებისგან თავისუფალი უძრავი ქონება (ბინა ან მიწის ნაკვეთი)“. ხშირად კომპანიები, რომლებიც პრისელერებს ან დისტრიბუტორებს ეძებენ, ასევე განსაზღვრავენ, რომ სამუშაოს მაძიებელი, რომელსაც დაასაქმებენ, აუცილებლად უნდა იყოს მამრობითი სქესის. დასაქმების ცნობილ ვებგვერდზე, hr.ge-ზე, ამ დრომდე …

ძველ ბათუმში ორსართულიან სახლს 30 კვადრატ ფართობზე აშენებენ [ფოტო]

ძველ ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე, #22-ში, 30 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებენ. მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 26 სექტემბერსაა გაცემული ბათუმის მერიის მიერ. სახლის მშენებლობა 25 მაისამდე უნდა დასრულდეს. ის, რომ ამ პატარა ფართობზე ნამდვილად საცხოვრებელ სახლს აშენებენ, მშენებლობაზე დასაქმებულებმაც დაგვიდასტურეს. კოსტავას 22-ში არსებული ფართობი შპს „საოჯახო სასტუმრო ძველი ბათუმის“ საკუთრებაა. როგორც ამ ჯგუფის წარმომადგენელმა …

“1209” – აუდიტორია 115 საპროტესტო აქციას ბათუმშიც გამართავს

14 თებერვალს, 19:00 საათზე, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, “აუდიტორია 115” საპროტესტო აქციას გამართავს. სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო შრომის უსაფრთხოებას არასათანადოდ იცავს, მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებენ. “2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნესელიტის ინტერესებზე მორგებულ …

ყინულის ლომები ბათუმიდან

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi, ეინდჰოვენში, ლუმიერების თასზე, სინქრონული ციგურაობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მოციგურავეები კონკურსისთვის ბათუმის ყინულის სასახლეში ემზადებიან. კონკურსი ეინდჰოვენში წელს მეორედ ტარდება. „გუნდში ყველას წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს. საპრიზო ადგილი ნამდვილად გვინდა. არც ერთი სპორტსმენი არ მიემგზავრება იმ შემართებით, რომ უნდა დამარცხდეს. ბუნებრივია, გვაქვს პრეტენზია საკუთარ თავთან, რომ უნდა გავიმარჯვოთ,“ …

ბათუმის მერია: ანგისის ბაზა სტანდარტებს აკმაყოფილებს

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.  ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძის განცხადებით  მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ანგისის ბაზაზე სამუშაოები დასრულებულია. „ანგისის ბაზა ჩაბარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2017 წლის 25 დეკემბერს. აკმაყოფილებს სტანდარტებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც,“ – განაცხადა …

Exit mobile version