მთავარი,სიახლეები

ენმ: მდინარე კინტრიშიდან ივანიშვილისთვის ინერტულ მასალებს უკანონოდ იღებენ

11.01.2018
ენმ: მდინარე კინტრიშიდან ივანიშვილისთვის ინერტულ მასალებს უკანონოდ იღებენ

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ინერტული მასალას მოპოვება უკანონოდ მოიპოვებენ და ის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის გამოიყენება.

„ნებართვა იყო გაცემული კალაპოტის დაცულ ხაზოვნებაზე, რომელიც  ითვალისწინებს ჯებირების გაკეთებას სანაპირო მხარეს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ინერტული მასალა არ უნდა ამოღებულიყო. ინერტული მასალის ამოღების  ნებართვა არ აქვთ.  მუშაობა შევაჩერებინეთ – გამოვიძახეთ გარემოს დაცვის ინსპექციაც და პოლიციაც,“ – ამბობს გია ხალვაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კომპანია ინერტულ მასალას უკანონოდ არ მოიპოვებს.

„იყვნენ ჩვენი თანამშრომლები ქობულეთში მისულები ადგილზე, სადაც  მოპოვება ხდება. კომპანია „მაინინგ გრუფს“  მთავრობის განკარგულებით აქვთ მოხსნილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზიის ფლობის ვალდებულება. ამიტომ  მოპოვება, რომელიც მიმდინარეობს, არის კანონიერი. აქტი შედგენილია, თანამშრომლებმა ადგილზე აზომვებიც გააკეთეს და ფოტოებიც გადაიღეს. არანაირ კანონდარღვევა არ ხდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მდინარე კინტრიშიდან ინერტულ მასალას კომპანია „მაინინგ გრუფი“ იღებს. კომპანიამ მასალის მოპოვება 2018 წლის მარტში უნდა დაასრულოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: