მთავარი,სიახლეები

800 ლარი ყოველ ახალშობილზე სოციალურად დაუცველ ოჯახებს – ცვლილებები მერიის პროგრამებში

12.01.2018
800 ლარი ყოველ ახალშობილზე სოციალურად დაუცველ ოჯახებს – ცვლილებები მერიის პროგრამებში

ბათუმის მერია 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ  ოჯახებს ყოველ  ახალშობილზე ერთჯერადად 800 ლარს გადასცემს. გარდა ამისა ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც 1 წლამდე ჩვილი ჰყავს, ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებს ბავშვის პირველადი საჭიროებისათვის.

„შეიცვალა მიდგომა – ჩვენ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მიზნობრივი დახმარების გაწევა სოციალური სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. პრიორიტეტად აღებულია 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები და 0-დან 70 ათასამდე. სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც შეეძინება პირველი,  მეორე თუ მესამე   შვილი – არ აქვს მნიშვნელობა,  ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ყველა ასეთი ოჯახი მიიღებს ერთჯერადად 800 ლარს,” –  ამბობს ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე.

გარდა ამისა დახმარება გაეწევათ შემდეგ მოწყვლად ჯგუფებს:

  • 0-და 70 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სამშვილიანი ოჯახები ყოველთვიურად მიიღებენ დახმარებას 80 ლარის ოდენობით, ხოლო ოთხშვილიანი ოჯახები მიიღებენ 100 ლარის ოდენობით.
  • 0-დან 70 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი 5 და მეტშვილიანი ოჯახები ყოველთვიური დახმარების სახით მიიღებენ 180 ლარს.
  •  უდედმამო ბავშვები  ყოველთვიური დახმარების სახით მიიღებენ 150 ლარის.

რაც შეეხება ისეთ მრავალშვილიან ოჯახებს (ხუთი და მეტი შვილი), ვისაც  არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ასეთი ოჯახები მიიღებენ 150 ლარს ყოველთვიურად.

ბათუმის 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 1 მილიონ 200 ათასით გაიზარდა და 13 მილიონ ლარს შეადგენს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: