მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის კომპანია ჩაქვში ქაფურის ხეებს ჭრის

11.01.2018
ივანიშვილის კომპანია ჩაქვში ქაფურის ხეებს ჭრის

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია “ატუ” ჭრის. 19 ერთეული ცრუ ქაფურის ხის მოჭრაზე ნებართვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაცემული.

“19-ზე გაცილებით მეტი ხე არის მოჭრილი ამ ტერიტორიაზე“, – ამბობს “ბათუმელებთან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე. მისი თქმით, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში რეკავდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე, თუმცა გარემოსდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

“მინიმუმ ხუთჯერ დავრეკე. ცხელ ხაზზე მეუბნებოდნენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გადავეცითო, მაგრამ  არავინ მოსულა ადგილზე. ორჯერ ამოვიდა პოლიციის მანქანა, ალბათ აინტერესებდათ აქციის ჩატარებას ხომ არ ვაპირებდით,” – ამბობს გია აბულაძე.

ხეების ჭრაზე ნებართვა 2017 წლის 15 ნოემბერს აქვს გაცემული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

 

ფოტო მოგვაწოდა გია აბულაძემ

ფოტო მოგვაწოდა გია აბულაძემ

 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/82519/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: