„სპორტული კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება“

დღეს 17 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ლეონიძის ქუჩაზე ასაშენებელი სპროტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შპს „სტადიონის“  ხელმძღვანელის სულხან ხალვაშის განცხადებით, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის თანხა მთლიანობაში 71 მილიონი ლარია. ამ თანხაში შედის სპორტული კომპლექსის პროექტიც.  სულხან ხალვაშის თქმით, პროექტზე შპს „სენსონიმ“ იმუშავა. „ჩვენ ტენდერს ამ …

პედაგოგების 28 პროცენტი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე არ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგების 28 პროცენტი არ გამოცხადდა.  მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები სავალდებულო აღარ არის, პედაგოგების ნაწილი, რეგისტრაციის მიუხედავად გამოცდაზე არ ცხადდება. „აქამდე, დაწყებითი საფეხურის, ფიზიკის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეეძლოთ კომპეტენციის დადასტურება, სხვა საგნების პედაგოგთა გამოცდები გრძელდება. საერთო ჯამში 28 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯერ …

უსინათლოები „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წინააღმდეგ

დღეს, 17 ივლისს, აჭარაში მცხოვრები უსინათლოები უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.  ისინი უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონების უსინათლოებისთვის გადაცემას და ამ ქონებით მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციის „უსინათლოთა ხმას“ ხელმძღვანელის ალექსანდრე წეველიძის თქმით, უსინათლოთა მოთხოვნებს კავშირის ხელმძღვანელობა გულგრილად ეკიდება. „ჩვენ კავშირის ხელმძღვანელს მივმართეთ წერილობით და ჩვენს მოთხოვნებზე კონკრეტული ინფორმაციის მოწოდება მოვთხოვეთ, თუმცა მათი …

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში დაშავებული პირები საქართველოში დაბრუნდნენ

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში აავრიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპარის“ წევრები საქართველოში დაბრუნდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, 25 ბავშვი საქართველოში დაბრუნდა, თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება. „ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ,  ხვალ უკვე …

ავარია ბათუმსა და მახუნცეთში

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მახუნცეთშიც მოხდა. შსს ინფორმაციით, ავტომობილი ამოტრიალდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამოწმებს. „ერთმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და …

დისკუსია ბათუმის მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე

დღეს, 14 ივლისს, ბათუმის მერიაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებსა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძე უძღვებოდა. შეხვედრის მთავარ მიზანს, ბათუმის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. შეხვედრაზე, ნინო ბოქვაძემ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე …

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 700-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა

დღეს, 14 ივლისს, სრულდება განაცხადების მიღება „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“, რომელიც წელს პირველად გამოცხადდა საქართველოში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 700-ზე მეტმა  პედაგოგმა გააკეთა განაცხადი. კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს ათი საუკეთესო კანდიდატის შერჩევას და მათ ინტერვიურებას, რომელიც პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება. მესამე ეტაპზე კი 5 საუკეთესო ფინალისტი შეირჩევა, ხოლო აქედან ერთი …

საქართველო ევროკავშირისგან გრანტის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველო გრანტის სახით ევროკავშირისგან 25 მილიონს მიიღებს. „300 მილიონი ლარი გამოდის ყოველწლიურად და 35 ევრო ერთ სულ მოსახლეზე. რაც ბევრად ნაკლებია რასაც ევროკავშირი ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებისთვის გამოყოფს. „რა არის ჩვენი მიზანი? მიზანია ამით მხარი დავუჭიროთ ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციას. დავეხმაროთ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეალურ წარმატებაში, შევიტანოთ წვლილი ტრანსფორმაციის საკითხებში ტრანსოირმაფის …

მიგრაცია და გამოწვევები

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მიგრაციის გამოწვევებზე საუბრობენ.  შეხვედრას ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. მისი განცხადებით საქართველომ მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მისცემს ქვეყანას შესაძლებლობას, ეფექტურად მართოს ეს პროცესები. მიგრაციის საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა თურქეთის წარმომადგენელმა. მისი თქმით, თურქეთში ასევე მწვავედ დგას მიგრანტების თემა და ჯერ კიდევ არსებობს პროლემები ამ მიმართულებით, რადგან ადამიანებს ეშინიათ …

„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება. შეხვედრაზე დაისვა კითხვები, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე, ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც. ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს,  ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და …

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე მიგრაციის საკითხები განიხილება

დღეს, 14 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გრძელდება. დღეს განსახილველი თემებია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ახალი პოლიტიკა-მიგრაციის მართვის მექანიზმები, მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საკუთარი პაკეტით წარსდგება. „იმ შეთანაზებებით, რომელიც გათვალისწინებული იქნა დოკუმენტში და საქართველოს წინადადებებიც მაქსიმალურად არის ასახული. დღესაც ვისაუბრებთ კონკრეტულ პროგრამებზე, დახმარების ინსტრუმენტებზე და სააგენტოებთან ჩვენი …

იაკუბ დური: თავისუფალი ვაჭრობა არ არის ვარდისფერი გზა, ეს არის შრომა

დღეს, 13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“,  საქართველო-ევროკავშირს შორის  თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს. ისაუბრეს იმაზე, თუ  რა მიღწევები აქვს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და რა გამოწვევების წინაშე დგას თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გზაზე. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეფასებით, საქართველო ცდილობს ეფექტურად და დროულად შეასრულოს ასოცირების …

ბათუმში 13 კორპუსს ლითონის ფურცლებით შეფუთავენ

„ბათუმის კორპუსი “ 13 საცხოვრებელ სახლზე ლითონის ფურცლების შემოკვრას გეგმავს. „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელის, ზურაბ ნაკაიძის თქმით, საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც ლითონის ფურცლებით შეფუთავენ,  გენერალ აბაშიძის, ინასარიძის ქუჩაზე, ლერმონტოვის 102-ში და ჯავახიშვილის  6-ს ნომერში  დგას.  კორპუსები შეიფუთება ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზეც. „ადრე ამ სახლებს გარედან  შემოკრული ჰქონდა ე.წ. შიფერი, რომელიც დალპა, ცვივა და ავარიულია. ამიტომ აუცილებელია მისი …

თამაზ ბაკურიძე: ვითხოვ ვიდეოჩანაწერების ამოღებას, თუმცა გამოძიება ინერტულია

მეექვსე დღეა სამაშველო სამსახური ზღვაში დაკარგულ კობა ბაკურიძეს ეძებს. თვითმხილველების და ოჯახის წევრების თქმით, ის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე პლაჟზე შენიშნეს, თუმცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ, მისი კვალი იკარგება. კობა ბაკურიძის ძმა, თამაზ ბაკურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოძიება არაეფექტურად მუშაობს. ის გამოძიებას პლაჟის მიმდებარედ არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას თხოვს, თუმცა გამოძიებას ჩანაწერები …

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში [ფოტო]

დღეს 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ გაიხსნა. ამ წუთებში 6 მაისის პარკში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ხელნაკეთ ნივთებში წარმოდგენილია სამკაულები და სხვადასხვა აქსესუარები. ასევე, თექაზე დამზადებული ნივთები. პარკში ცხოველთა დამცველებსაც შეხვდებით, რომლებიც შემოწირულობებს აგროვებენ, შინაური ცხოველების დასახმარებლად. მსურველებს შეუძლიათ  სურვილის შემთხვევაში პატარა შინაური ცხოველების მეპატრონეებიც გახდნენ. დღის განმავლობაში არტეფესტივალის ფარგლებში პარკში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, …

ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ იწყება

ხვალ, 8 ივლისს, ბათუმში არტფესტივალი „არგანი“  იწყება.  ფესტივალი 6 მაისის პარკში გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, არტფესტივალზე მხატვრების, დიზაინერების, ხელნაკეთი  ნამუშევრები გამოიფინება. მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოელი და ქართველი ოსტატების ნამუშევრები იხილონ. „ასევე ნახავენ მასტერკლასებს და შოუპროგრამებს“. აქვე გაიყიდება ქართველი და უცხოელი ოსტატების ნამუშევრები. ნაჩვენები იქნება არტობიექტები და გრაფიტის შექმნა, ბავშვთა ზონაში იფუნქციონირებს ატრაქციონები, ასევე ფუდზონა. მოეწყობა ქართული …

ბათუმის მერია 800 ათასი ლარით სათვალთვალო კამერებს ყიდულობს

ბათუმის მერიამ საბიუჯეტო ცვლილებების დროს თანხა გამოყო ვიდეოსათვალთვალო კამერების შესაძენად. მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში 223 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა უნდა შეიძინონ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 830 500 ლარი დაიხარჯება. როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პირველ ეტაპზე 150 ვიდეოსათვალთვალო კამერის შესყიდვაა დაგეგმილი. „შს სამინისტროდან იყო წერილი შემოსული, თუ რომელი მომწოდებლებისგან, როგორი პარამეტრებით უნდა მოხდეს კამერების შესყიდვა, იმიტომ, …

ბათუმში ორწლინახევრის ბავშვი შენობიდან გადმოვარდა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 5 ივლისს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კერძო სახლის მეორე სართულიდან ორწლინახევრის ბავშვი გადმოვარდა. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, ბავშვს ქვემო კიდური აქვს მოტეხილი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული ბავშვი ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

დეპუტატმა მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან მხოლოდ 1800 ლარი დააბრუნა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ, დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გერმანიაში ყოფნის პერიოდში მის ანგარიშზე ჩარიცხული პრემია ხაზინაში დააბრუნა. „ბრიფინგის გამართვას არ ვაპირებდი, რომ არა ჟურნალისტების და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ წელს, სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი გერმანიაში, კანონის სრული დაცვით… ვიმყოფებოდი ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა …

ავტომანქანის მართვის სწავლება ცენტრალურ ქუჩებში შეიზღუდა

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტომანქანის პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის სპეციალური მარშრუტები განისაზღვრა. მართვის სწავლება დასაშვებია გენ.ასლან აბაშიძის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, კომახიძის, გაგარინის, სულაბერიძის, მაიაკოვსკის, ლადო ასათიანის, ლეონიძის, შავშეთის და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. ავტომანქანის მართვის სწავლა შეიზღუდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს, სხდომაზე მიიღო. საკრებულომ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ქუჩებზე უზრუნველყოს ჰორიზონტალური მონიშვნებისა …

ცვლილებები ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის საკრებულომ დღეს, 5 ივლისს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტი შემოსულობის ნაწილში იზრდება 20 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელების ნაწილში – 111 ათასი ლარით. ცვლილებების მიხედვით, 91 ათასი ლარი მოდის კვირეულის დაფინანსებისთვის გამოიყოფა, 20 ათასი ლარი კი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. ასევე, პარკების, სკვერების რეაბილიტაციის ფარგლებში  ჯავახიშვილის …

ირაკლი მიქელაძეს გერმანიაში ყოფნის პერიოდში მიღებული პრემია არ დაუბრუნებია

დააბრუნეთ თუ არა პრემია? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი მიქელაძეს დაუსვა. ირაკლი მიქელაძემ კითხვას არ უპასუხა და თქვა: „ბრიფინგს გავაკეთებ ორ დღეში და ყველას ერთად გიპასუხებთ“. ანალოგიური კითხვა „ბათუმელებმა“ გასულ კვირასაც დასვა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მაშინაც თქვა, რომ ორ დღეში ბრიფინგს გამართავდა და ისე გასცემდა „ამ კითხვას პასუხს“. ირაკლი მიქელაძეს მაშინ …

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მის და მისტერ პლანეტა“ 91 ათასი ლარით დააფინანსა

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მის და მისტერ პლანეტას“ ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია და საკრებულოს ცალკეული წევრები ამ ღონისძიების დაფინანსების წინააღმდეგი იყვნენ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ხმა მაინც მისცეს მოდის კვირეულის დაფინანსებას. საკრებულოს წევრმა, დიმიტრი დარჩიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მისი განცხადებით, …

აქვთ თუ არა უსინათლოებს ეროვნულ გამოცდაზე არჩევანის უფლება

22 წლის გოდერძი გოგოლაძე ეროვნულ გამოცდებს თბილისის საგამოცდო ცენტრში აბარებს. ის ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარება ჯერ ხმოვანი პროგრამით უწევს, შემდეგ კი პასუხებს ბრაილის შრიფტით წერს. მისი თქმით, გამოცდისთვის განკუთვნილი დრო საკმარისი არ არის, რადგან ის ორმაგ შრომას მოითხოვს და უსინათლოებს სხვა ალტერნატივები უნდა ჰქონდეთ. „ჯერ ვისმენთ კითხვებს ხმოვან პროგრამაში, შემდეგ კი პასუხებს ვწერ ბრაილით.  პრობლემაა …

სამაშველო სამსახური ზღვაში მამაკაცს ეძებს

სამაშველო სამსახური ბათუმში, ზღვაში, მამაკაცს ეძებს. სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, 3 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე შევიდა ზღვაში საბანაოდ. „მაშველებმა დაინახეს, რომ ჩადიოდა, თუმცა ამოვიდა თუ არა უკან, არ დაუნახავთ. ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული, რომ ნამდვილად ზღვაში დაიკარგა,“ – გვითხრეს სამაშველო სამსახურში. ამის მიუხედავად, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ მამაკაცს მაინც ეძებენ. დაკარგული მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე …

„ფემინიზმის გამოღვიძება“ – წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ, ნენსი ფრეიზერის წიგნის „ფემინიზმის გამოღვიძება“ პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება. მომხსენებლები იქნებიან ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის მაგისტრანტი გიორგი ჩუბუნიძე, რომელიც ფრეიზერის პუბლიკაციის მთარგმნელია და სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე. „ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“-ასეთ მძაფრს კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრაიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი“- სახელმწიფოს …

„წიგნის ბუდე“ რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ეზოში, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, „წიგნის ბუდე“ გახსნა. „სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ორიგინალური სათავსოდან წიგნი აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ, ან წაღებული წიგნის ნაცვლად ახალი დატოვონ,“-ნათქვამია ადმინისტრაციის პრესრელიზში. ბსუ-ს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. რუსთაველის უნივერსიტეტი სოციალურ კამპანიაში – ,,ეკვილიბრიუმი“ რამდენიმე თვის …

მაშველებმა ზღვაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით,  ცოტა ხნის წინ ბათუმში მაშველებმა უცხოელი მამაკაცი გადაარჩინეს. ის თურქეთის მოქალაქეა. „ცოტა ხნის წინ ერთი მამაკაცი იხრჩობოდა ზღვაში და მაშველებმა ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარებამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა და გადაარჩინეს,“ -გვითხრა სასწრაფო დახმარების უფროსმა, მინდია კახიძემ. ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანა 1-ელი ივლისიდან დგას და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში …

ბათუმის საგამოცდო ცენტრში 24 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

დღეს, 3 ივლისს, ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდა მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის პირველ სესიაზე 97-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ბათუმის საგამოცდო ცენტრში 24 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, ერთმა – დააგვიანა. ბათუმის საგამოცდო ცენტრში 9 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე …

„ჩვენი ქონება და შემოსავლები ცალკეული პირების ხელშია“ – უსინათლოები სახელმწიფოს მიმართავენ

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, „საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის“ ტერიტორიაზე, აჭარაში მცხოვრებმა უსინათლოებმა საპროტესტო აქცია  გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და ამ ქონებით მიღებული შემოსავლები მათ არ ხმარდება. უსინათლოები საქართველოს მთავრობას და პროკურატურას მიმართავენ. „უსინათლოთა საზოგადოების ქონება, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, არის უსინათლოთა კავშირის …

ქუჩები ბათუმში, სადაც პარკირება შესაძლოა აიკრძალოს

ბათუმის ახალი სატრანსპორტო კონცეფციის მიხედვით, რომელიც ბათუმისთვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მზადდება, ჭავჭავაძის, აბუსერიძის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კერძო ავტომობილების პარკირება აიკრძალება. მათ ადგილზე კი ავტობუსებისთვის ცალკე ხაზი მოეწყობა, რომელიც მათ შეუფერხებელ მოძრაობას შეუწყობს ხელს. ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პარკირების ფასი ერთი ლარით ან მეტით განისაზღვრება. რა ცვლილებები იგეგმება ახალი კონცეფციით? – „ბათუმელებთან“პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა …

საკრებულოში „აჭარა ფეშენ ვიკის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკისა“ და კონკურსის – „მის და მისტერ პლანეტას“  წარმომადგენლებს მოუსმინეს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, ორგანიზატორებს წარმოედგინათ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს  აღნიშნული ღონისძიებები  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ორგანიზატორებმა  პროექტის პრეზენტაციას წინა წლებში ჩატარებული ღონისძიებების ვიდეოკადრებიც დაურთეს. „აჭარა ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორის, ეკა მგალობლიშვილის აზრით,  ამ ღონისძიების სარგებელი იმაში …

ქუჩებში მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე საკრებულომ ვერ იმსჯელა

ბათუმის საკრებულოს, გუშინ, 28 ივნისს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე უნდა ემსჯელა. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ წინადადების მოწონების საკითხი იყო წარმოდგენილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ქუჩების განტვირთვის საკითხზე საკრებულო ერთი წლის წინ მუშაობდა. მაშინ  კომისიამ გადაწყვიტა, რომ უფრო კომპეტენტური დასკვნა იყო  საჭირო. „რადგან  დასკვნა ჯერ არ არსებობს,  სხდომაზე, უბრალოდ, მოწონების …

ბათუმში ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის 7 პირი დაჯარიმდა

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო 7 ადამიანი 20-20 ლარით დაჯარიმდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ ბილიკის მიღმა. „ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას  50 ლარით,“-აცხადებენ ბულვარის …

400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის

მერიის არქიტექტურის სამსახურმა დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-ელ ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1 კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია ამ …

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიქისა“ და „მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხის განხილვა გადადო

დღეს, 28 ივნისს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“  ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ იმსჯელეს. მოდის კვირეულისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო, ხოლო მეორე ღონისძიებისთვის – 61 000 ლარი. აღნიშნული თანხების გამოყოფა ქალაქის ბიუჯეტიდან საკრებულოს წევრებმა შეაფასეს, როგორც „არამიზნობრივი“. დღეს გამართულ სხდომის დღისწერიგიდან აღნიშნული საკითხი ამოიღეს …

Exit mobile version