დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელშიც ბათუმში რეგისტრირებული სტუდენტები მონაწილეობენ დღეს დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან. დღეს ბათუმის მერიაში, სტუდენტებს მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშილი და სპორტისა …

ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის 41 სპიკერი ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან. კონგრესის თემატიკა რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს ეხება: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესზე ყველა მოხსენება …

რამაზ ზოიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

 22 ივნისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში,  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც აჭარის მკვიდრმა, საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში უკრაინელი ათლეტი – ფარვიზ ნასიბოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რამაზ ზოიძე 2012 წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებში და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში.    

ფიროსმანის სკვერში დეკორატიულ განათებას ამონტაჟებენ

ბათუმში სკვერების განათების სისტემებს ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, დეკორატიული გარე განათება ნიკო ფიროსმანის სახელობის სკვერში და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, გზაგამყოფ ზოლში არსებულ სკვერში უნდა მოეწყოს. ასევე გარე განათებას მახინჯაურის ცენტრში არსებული პალმის ირგვლივაც დაამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება ფიროსმანის სკვერში, სადაც ელექტროსადენები გაჰყავთ და ე.წ. მიწის დიოდურ სანათებს ამონტაჟებენ. მათივე ცნობით, ხვალიდან სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩის …

აქცია ევროპის მოედანზე 9 წლის ნინის დასახმარებლად, რომელსაც სახლი დაეწვა

ხვალ, 25 ივნისს, 12-დან 3 საათამდე, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება გურიაში, სოფელ გვიმბილაურში მცხოვრები ადეიშვილების ოჯახის დასახმარებლად, რომელთაც ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს. როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან  ცუდ ამინდში, რადგან კედლები და ჭერი ვერც ქარისგან იცავს და ვერც წვიმისგან. ამ ქოხში …

დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, …

“ბილივის” საქველმოქმედო საღამო ბათუმში

25 ივნისს, 19 საათზე, სასტუმრო “ჰილტონ ბათუმში”, ფონდი “ბილივის” საქველმოქმედო გალა საღამო ჩატარდება, რომელზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელია მიწვეული. გალა საღამოზე ჩატარდება საქველმოქმედო აუქციონი, რომელსაც კანადის საპატიო კონსული საქართველოში – კლიფ ისააკი გაუძღვება. ასევე  გათამაშდება ლატარიის ბილეთები. საღამოზე  შესული თანხა, სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდების მხარდაჭერას. საღამოს მუსიკალურ ნაწილში მონაწილეონას მიიღებს …

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. „გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, …

ირლანდიის კორკის საგრაფოს დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 21-23 ივნისს კორკის საგრაფოს (ირლანდია) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. თანამშრომლობის მემორანდუმი ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სტუმრებს 21 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ …

სარფში, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

18 ივნისს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სარფის დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 509 ადამიანი დაჯარიმდა.  მათგან ყველაზე მეტი – 421 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 6 –  დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 64 – ნიშანში დგომისთვის, 9 – ტროტუარზე დგომის გამო, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 2 – იდგა ავტობუსის გაჩერებაზე და კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]

“ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია” – დღეს ეს გაფრთხილება 6 მაისის პარკში, აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის პრეზიდენტმა – მურმან ჯიქიამ გაავრცელა. 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია და არსებობს საშიშროება, რომ ეს ტოქსიკური ნივთიერება თევზიდან გადავიდეს ადამიანზე და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე. ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, დამდგარ ტბებს …

რესპუბლიკელების ინიციატივა ქალაქის განაშენიანების საკითხებზე

ამ წუთებში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია “რესპუბლიკელების” გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრები, ქალაქის განაშენიანების საკითხთან დაკავშირებით – K2 კოეფიციენტის გაზრდის თემაზე, მუნიციპალიტეტთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან. K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, კონკრეტული ფართობის მიწის ნაკვეთზე. შეხვედრაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრებმა, ბათუმის საკრებულოს 2012 წლის N50-ე დადგენილებაში ცვლილების განკარგულების პროექტი წარადგინეს, რომელიც გარდა სხვადასხვა ზონებში განაშენიანებისა და …

რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის ვადები არც სანებართვო მოწმობასა და არც პროექტში განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება. ბათუმში ექსპლუატაციის ვადას მიღწეული ბევრი კორპუსია, თუმცა მათი ავარიულობის შემოწმება მერიის პრეროგატივა არ არის. ამას დასადგენად საექსპერტო ბიუროს უშუალოდ სახლის მაცხოვრებლებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიმართონ. ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებლობის ექსპერტი …

სად დასაქმდებიან ბათუმელი სტუდენტები

200 ბათუმელ სტუდენტს ქალაქის მერია ერთი თვის მანძილზე დაასაქმებს. თითოეული, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 400 ლარს მიიღებს. პროგრამაში მოსახვედრად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება. სად დასაქმდებიან სტუდენტები?  “სტუდენტური საზაფხულო დასაქმების” პროგრამის ბიუჯეტი წელს 85 000 ლარია. ამ პროგრამას ბათუმის მერია უკვე შვიდი წელია ახორციელებს და წლების განმავლობაში იცვლებოდა როგორც ბენეფიციართა კრიტერიუმები, ისე სამუშაოთა …

ბათუმელი ახალგაზრდები ღარიბების დასახმარებლად

ადამიანს, რომელიც ურნიდან საკვებს ან ნივთებს აგროვებს, არც თუ იშვიათად დაინახავთ ქუჩაში. გამვლელები უმეტესად თვალს არიდებენ ამ პროცესს, თუმცა მათი დახმარება ყველას შეგვიძლია, თუნდაც ნაგვის გადაყრამდე ნარჩენების დახარისხებით. „იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დამატებით ქექვა არ მოუწიოთ სარჩოს ძიებაში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა მოქალაქეების მიერ გადაყრილი ტანსაცმელი თუ საჭმლად ვარგისი საკვები, არ აირიოს სიბინძურეში და შეძლებისდაგვარად …

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ხიდი გადაკეტა

საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობამ ის ხიდი გადაკეტა, რომლის საშუალებითაც “აჭარ ენერჯი 2007”-ს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მარადიდის ჰესის მშენებლობა ამ მომენტისთვის შეჩერებულია. ამ სოფლების 200-ზე მეტი ოჯახი, ჰესის მშენებლობის გამო, მათთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ – ფულად კომპენსაციას ითხოვს. აქციის მონაწილეები ხიდის გადაკეტვას 20 დღის ვადით გეგმავენ. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში სულ 456 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 361 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 61 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომის გამო, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.

მწვანე კონცხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს

მწვანე კონცხის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც მწვანე კონცხზე გარდა ახალი ინფრასტრუქტურისა, განახლდება ზღვაში შეჭრილი ხიდიც. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები უტარდება სავალ გზას, სასეირნო ბილიკებს, მოსასვენებელ პარკსა და ქვაფენილებს. სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005“ და შპს ,,გზები“ ახორციელებს. ობიექტებზე, 20 სხვადასხვა სიმძიმისა და სახეობის ტექნიკა მუშაობს. სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები 25 …

საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში დღეს დაიწყება

  დღეს ბათუმში ,,საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში ვ. ალთაბაევის თასზე“ იწყება. პირველი თამაში ბათუმის სასპორტო სკოლაში 17:00 სთ-ზე დაიწყება და 3 დღეს გაგრძელდება.  ტურნირში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 2 ქართული და 2 უცხოური გუნდი მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზებისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.  ტურნირი მერიის ,,სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში იმართება. დაჯილდოების ცერემონიალი 12 ივნისს, 14:30 სთ-ზე გაიმართება.  

დავით ბალაძე: ინვესტიციების მაჩვენებელი აჭარაში წინა წელთან შედარებით – 29%-ით გაიზარდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მიმდინარე, ახალი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები შეაჯამეს. შეხვედრაზე არჩილ ხაბაძემ ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ ბულვარშ არა ნაკლებ 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონად გაიტანეს და ვაჭრობის …

ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბათუმში

ამ წუთებში,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 2017 წელს დაგეგმილ ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა   მე-6  მაღალი რანგის შეხვედრის მომზადებას ეძღვნება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პირველადი პრევენციული  ფართომასშტაბიანი  მიდგომების  შემუშავებას მოიცავს. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნება პრეზენტაციები და გაიმართება დისკუსია.   გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა …

გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელს ბენზინის ხარისხი ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება

„შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც, 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება. საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს ბათუმში. „საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის …

მინისტერიალზე „ბათუმის დეკლარაციას” მიიღებენ

დღეს, 8 ივნისს, ბათუმში გახსნილ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს გაუზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ და სამოქმედო პროგრამას ჰაერის სისუფთავის შესახებ. კონფერენციაზე გაეროს წევრობის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორმა, მარკო კაინერმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს საფუძველი 1991 წელს, სორბისში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩაეყარა და მთავარი …

ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“ (EFE) გაიხსნა

ჰაერის ცუდი ხარისხი და კლიმატის ცვლალებადობა – ორი ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის პან-ევროპულ რეგიონში – ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში. გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ამ და სხვა პრობლემებზე, 8-10 ივნისს ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალი იმსჯელებს და შედეგად – შესაბამის მიმართვას “ბათუმის დეკლარაციასაც” მიიღებენ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით …

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმის დელფინარიუმში, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ცნობით, ახალშობილი დელფინისა და დედის უსაფრთხოების გამო, მათ შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოუწიათ. მათივე ცნობით, დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. მან …

დღეს 20 საათამდე ბათუმის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის მოსვლის გამო, მდინარეების ლეჩა და ყოროლისწყალის ამღვრევის მიზეზით, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა ე.წ. “ძველი ქსელი”-ს აბონენტებს: მაიაკოვსკის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს, ასევე ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. მათივე ცნობით, წყალმომარაგება სავარაუდოდ 20:00 საათისთვის აღდგება.  

წაიკითხე და მოიგე – “წიგნის კუთხე” და გამარჯვებულები

მხოლოდ ცხრა კვირა და 35 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთა შესახებაც სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შედგენილ კითხვებს პასუხობდნენ. კვირიდან კვირამდე წაკითხულ წიგნთა რაოდენობასთან ერთად, პროექტის მონაწილეთა დაძაბულობაც იზრდებოდა. ეს ყველაფერი ინტელექტუალური ვიქტორინის, “წიგნის კუთხის” ფარგლებში ხდებოდა, რომელშიც ბათუმის მასშტაბით 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. რისი დახატვა სთხოვა მთხრობელს პირველი შეხვედრისას? რა ცხოველია ფაქიზო რომანში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი?” …

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი მინისტერიალი ბათუმში

8-10 ივნისს, ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვითი მინისტერიალი – „გარემო ევროპისთვის“ (Environment for Europe) გაიმართება. მინისტერიალში 56 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალის ძირითადი თემები მწვანე ეკონომიკა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იქნება. კერძოდ, კონფერენციაზე განიხილება – მწვანე ეკონომიკისთვის საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის საკითხი; სამოქალაქო საზოგადოების როლი მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ქიმიური ნივთიერებების მართვა; ჰაერის …

Critical Mass Batumi – 27 მაისი [ფოტო]

    დღეს ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა Critical Mass Batumi მოეწყო. Critical Mass-ი არის ყოველთვიური ველომსვლელობა ქალაქის ქუჩებში და იმართება მსოფლიოს 300-მდე ქალაქში, ყოველი თვის ბოლო პარასკევს. ჯგუფური მსვლელობის მიზანია, შეახსენონ ავტომანქანის მძღოლებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მაშინ, როცა ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან. თორნიკე თავაძის ფოტოები:

შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ

27 მაისს ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს ჩაატარებენ. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს ოთხი თვის განმავლობაში ჩაატარებენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სრულყოფილი შეფასება. …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ჯარიმებზე კონტროლი გამკაცრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის გადაწყვეტილებით, მგზავრების მიერ ბილეთის საფასურის გადახდაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება კონდუქტორების სისტემის შემოღებით. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორების მუშაობის საცდელი პროექტი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს. საცდელ ეტაპზე 50 კონდუქტორია დასაქმებული. კონდუქტორს ავტობუსში მგზავრების ბილეთების ქონა-არ ქონის, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა და  მგზავრნაკადის შესწავლა ევალება.  …

ბათუმში მეტადონის მარილისა და ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული გიორგი დ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 19,096 გრ ჰეროინი და 0,45 გრ მეტადონის მარილი ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ …

დღეს დანდალოს თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციების ფარგლებში, მორიგი აქცია დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში ჩატარდება. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას  ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, ენდოკრინოლოგითა და ექოსკოპისტით. ისინი მოსახლეობას სხვადასხვა კვლევებს ჩაუტარებენ.  

პოლიტიკური სიუჟეტი რეკლამის ნიშნის გარეშე „25-ე არხის“ ეთერში

„ტელეარხი 25“-ის ეთერში რამდენიმე სიუჟეტი გავიდა ოლიგარქ ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გეგმების შესახებ [გასულ პარასკევს მისმა შტაბმა პოლიტიკური აქტიურობის შეჩერებაზე გაავრცელა განცხადება], ასევე გავიდა ორი ვრცელი ინტერვიუ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩაწერილია 2013 წელს გადაცემაში „В гостях у дмитра гордона“. არც ერთ მათგანს არ აქვს მითითებული, რომ ეს რეკლამაა, როცა ტელეარხის დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ ოლიგარქთან სარეკლამო …

434 დაჯარიმებული – დღის სტატისტიკა პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე 434 ადამიანი დაჯარიმდა.. მათ შორის – 352 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 44 – ნიშანში დგომისთვის, 27 – ტროტუარზე დგომითვის, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 1 – წესის დარღვევით სპეცსადგომზე პარკირებისთვის, კიდევ 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. პარკირების წესების დარღვევის დღეს დაფიქსირებული შემთხვევები ბათუმის …

Exit mobile version