კაპრეშუმში სოციალურ სახლში ფართობის მოთხოვნით განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეს სრულდება. საბუთების მიღება 2016 წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე გამგეობის შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მიმდინარეობს. სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათთან ამ დრომდე 85 განაცხადია შესული. სოციალური სახლის მშებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 …

ხვალ 9-დან 18- საათამდე ბათუმის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება

შპს “ბათუმის წყალის” ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მაისს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს: 1. იმედაშვილის ქუჩა (ჭავჭავაძის ქუჩიდან – წერეთლის ქუჩამდე); 2. მერკვილაძის ქუჩა; 3. კანდელაკის ქუჩა; 4. ბაქოს ქუჩა; 5. შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან – წერეთლის ქუჩამდე); 6. მაქაცარიას ქუჩა;

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICS) მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა გადასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სტაციონარში ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგტაფი, ციფრული რენტგენის აპარატი და საექსპერტო დონის ექოსკოპი დამონტაჟდა. ეს აპარატურა საშუალებას იძლევა, რომ დაცული იქნას კვლევებისა და დიაგნოსტირების თანამედროვე სტანდარტები. სამედიცინო დაწესებულებამ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით კვლევების ჩატარება უკვე დაიწყო.

უფასო სამედიცინო აქცია წონიარისისა და ზვარეს თემის მოსახლეობისთვის

21 მაისს, წონიარისისა და ზვარეს თემის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული უფასო სამედიცინო აქციების ფარგლებში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას  ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები გაუწევენ. სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, ენდოკრინოლოგით და ექოსკოპისტით.  

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 550-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს 19:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 543 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის ყველაზე ბევრი – 426 ადამიანი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 70 – ნიშანში დგომისთვის, 32 – ტროტუარზე დგომის გამო, 13 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ. მშობლებს სამი წლის ასაკს მიღწეული შვილების დარეგისტრირება ონლაინრეჟიმში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ახალი სასწავლო წლიდან სააღმზედელო დაწესებულებებში 2 ათას 593 ადგილი გამოთავისუფლდება. ამ დროისთვის 1500 აღსაზრდელი უკვე დარეგისტრირებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების ჯგუფებში განსაზღვრული 35 აღსაზრდელის ადგილი. ლიმიტის ზემოთ პროგრამა არ ჩარიცხავს აღსაზრდელს. ააიპ ,,ბათუმის …

შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა და შშმ პირდა შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.  პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 43 814 ლარია. აიპ „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ პროგრამას 41 314 ლარით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი კი  2 500 ლარით აფინანსებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ორთაბათუმი, ყოროლისთავი, წინსვლა, მასაურა, აგარა, კაპრეშუმი, წიქარაული, სალიბაური) მცხოვრები უძლური ხანდაზმული შშმ პირები; დროებით ან ხანგრძლივად უძლურებაში მყოფილი პირები (ოპერაციების, მოტეხილობის, ინსულტის შემდეგ) და ტერმინალური …

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი პროგრამა – ბავშვებში კალციუმის დეფიციტის პრევენციისთვის

2017 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოქმედ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი პროგრამა დაემატება, რომლის მიზანიც რეგიონის ბაღის აღსაზრდელებში კალციუმის დეფიციტისa და ოსტეოპოროზის ადრეული გამოვლენაა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გუშინ, 11 მაისს მოეწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტებზე ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის – ,,Ca–ის დეფიციტის პრევენცია სამიზნე …

პროფესორ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმში

7 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია საჯარო ლექციას ჩაატარებს. ლექციის თემაა – „უმაღლესი განათლება საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“. მომხსენებელი მიმოიხილავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებს. ასევე, იმ გამოწვევებს, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე.  

უსკო-ს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად  21 აპრილს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია. უსკოს თავმდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი არ შეუტანია ყოფილ კანდიდატს დავით კვაჭაძეს, რომელიც უმაღლესმა საბჭომ ოთხჯერ არ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსში კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: რამაზ ბოლქვაძე, ოთარ დავითაძე, ნერიმან დიასამიძე, ლერი დუმბაძე, სოფიო კახაძე, მიხეილ კიკაბიძე, ვლადიმერ მამულაძე, ფარტენაძე დავითი, ქარცივაძე დავითი, ქარცივაძე გია და ძირკვაძე ნარგიზი. უსკოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსში …

უფასო სამედიცინო აქციები მახუნცეთსა და რიყეთის თემში

7 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აქციის ფარგლებში ადგილობრივებს უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ. სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ოჯახის ექიმით, ოფთალმოლოგით, ენდოკრინოლოგით, უროლოგით, ექოსკოპისტით, კარდიოლოგით, გინეკოლოგითა და ონკოლოგით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიყეთში ჩატარდება ექოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული …

ლევან ბერძენიშვილის და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია ბათუმში

15 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო ლექცია-მოხსენებას გააკეთებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი. მომხსენებლები ისაუბრებენ უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე. ასევე, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბოლონიის პროცესის შესახებ. ღონისძიება ტარდება თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი – ” R N C D-ს” პროექტის – ‘’უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე 454 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 387 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 21 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო, 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 3 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევის გამო. ფოტოები გადაღებულია, გასული და მიმდინარე კვირის განმავლობაში.

განსაზღვრავს თუ არა ღვინის ფასი ხარისხს

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები და რა განაპირობებს ღვინის მაღალ ხარისხს? ამ და სხვა კითხვებზე, ენოლოგმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ ტრენერმა კახა ჭოტიაშვილმა გვიპასუხა. ბატონო კახა, რომელი ქართული ღვინოები მიიჩნევა ყველაზე ძვირადღირებულად? ქართული ყურძნის ჯიშებიდან, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც არის საფერავი. საფერავი აუცილებლად მშრალი, განსაკუთრებით ქვევრის …

დისკუსია – 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი [ვიდეო]

26 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით  დისკუსია გაიმართა თემაზე- 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი. დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი – ციალა ქათამიძე, რომელმაც  მცირეწლოვან გოგონებთან ქორწინების შესახებ სახალხო დამცველის ხედვაზე ისაუბრა. კიდევ ერთი მომხსენებელი იყო ექიმი-გინეკოლოგი ჯუმბერ უნგიაძე, რომელმაც თავის მოხსენებაში ის სასიცოცხლო რისკები განიხილა, რაც ნაადრევ ასაკში მშობიარობასა …

ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. კანდიდატი უნდა იყოს 21 წელს გადაცილებული, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი სამუშაო გამოცდიელება. ხელფასი 1500 ლარი. ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ევალება – სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;  სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;  სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს …

ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი იწყება

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შენობის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად შენობა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ფირმას ჩაბარდა. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება. დაწესებულება არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში კი სამედიცინო საქმიანობის …

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა მაღალმთიან აჭარაში

  მაღალმთიან აჭარაში (ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში) კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა ტარდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას, ონკოლოგის კონსულტაციას – დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთა კონსულტაციას, ონომარკერებზე ლაბორატორიულ გამოკვლევას და ციტოლოგიურ გამოკვლევას. პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა  არანაკლებ 1600 ბენეფიციარს ჩაუტარდება. პროგრამას კლინიკა “მედცენტრი” ახორციელებს. უფასო გასინჯვები და კვლევები 2017 წლამდე გაგრძელდება. …

საია ქალთა კლუბის წევრებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს

მუნიციპალიტეტების გამგეობებში გენდერული სამსახურების ბაზაზე არსებულ „ქალთა კლუბში“ გაწევრიანებულ ქალებს უფასო იურიდიულ მომსახურებას საიას იურისტები გაუწევენ. ეს ინფორმაცია საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა დღეს ქედის „ქალთა კლუბის“ წევრებს გააცნო. საინფორმაციო სახის შეხვედრაზე გიორგი ხიმშიაშვილმა ქვეყანაში არსებულ ძალადობასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია იურიდიულ მომსახურებას მხოლოდ „ქალთა …

ბათუმში თევზჰაკათონი 2016 იწყება

დღეს, დედამიწის დღეზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე ყოველწლიური თევზჰაკათონი გაიხსნა. თევზჰაკათონის ფარგლებში, ოცდაათი პროგრამისტი, დიზაინერი და მეცნიერებით გატაცებული ენთუზიასტი უქმეებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაატარებს, რათა მეთევზეობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო აპლიკაცია შექმნას. ბათუმის აქტივობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთელ მსოფლიოში ორგანიზებული თევზჰაკათონების ნაწილია. ესაა საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის …

კაბელის დაზიანების გამო აბონენტებს შუქი არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ელექტროკაბელის დაზიანების გამო თაყაიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მცხოვრებ აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის  მიწის ქვეშ არსებული დაზიანებული კაბელის შესაცვლელად სპეციალური სამუშაოები ტარდება. აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად დაწყებულია ტროტუარზე არსებული ფილების დემონტაჟი,  შემდეგ კი დაიწყებენ კაბელის შეცვლას. რა დრო დასჭირდება კაბელის შეცვლას, ჯერჯერობით უცნობია. ბათუმის მერიის …

სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს დამატებითი კომისია შეისწავლის

დღეს, 22 აპრილს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შუახევის ჰესის მშენებლობა გააპროტესტა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ. სოფლის წარმომადგენლებმა მთავრობის აპარატში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც აჭარის მთავრობას თავიანთი მოთხოვნები გააცნეს. მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია მოთხოვნებს გაეცნო, საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპასუხო წერილიც გადასცა, რომელშიც წერია, რომ სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მთავარობა დამატებით შეისწავლის: „აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში …

11 დაჯარიმებული მძღოლი პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს ბათუმში, 18:00 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 11 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 5 – ტროტუარზე დგომის გამო და 6  დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

ახალი ხეები აბაშიძის გამზირზე

დღეს, 22 აპრილს, “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე 4 ძირი მუხის ხე დარგო. გამწვანების სამსახურის ცნობით, გამწვანების აქციები სამომავლოდაც იგეგმება. საქართველოში დედამიწის დღე 26 წელია აღინიშნება. ამ დღეს, გარემოს დაცვის მიზნით, გამწვანებისა და დასუფთავების აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება.

ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლი – გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა

23-25 აპრილს, 16 საათზე, გოეთეს ინსტიტუტი და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი “კავკასია”, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცესთან თანამშრომლობით, ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლს გამართავს. თემა: გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა – ბერტოლტ ბრეხტიდან მოძრაობის თეატრამდე. პრეზენტაციების ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი  ლევან ხეთაგური. დასწრება თავისუფალია  

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა: ჰესის მშენებლობის გამო მეწყრის ახალი კერები გაჩნდა [ვიდეო]

დღეს, 22 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა შუახევში მიმდინარე ჰესის მშენებლობის სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, ნაცვლად შეპირებული ბურღვითი სამუშაოებისა, გვირაბი აფეთქებებით გაჰყავთ, რის გამოც სოფელში სახლებზე გაჩნდა ბზარები. მათივე ცნობით, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემაც და გაჩნდა მეწყრის ათამდე ახალი კერა. მოსახლეობა აჭარის მთავრობას სთხოვს, აიძულოს სამშენებლო …

დედამიწის დღე 2016 – ხეები დედამიწისთვის

დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი თემაც ხეების დარგვაა. ხუთ წელიწადში „დედამიწის დღეს“ 50 წელი შეუსრულდება, ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ყველა ადამიანს, დაეხმარონ მათი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზნის მიღწევაში –  დაირგოს  7.8 მილიარდი ხე მსოფლიოს მასშტაბით. „ხეების დარგვა იქნება პირველი იმ ხუთი მთავარი მიზნიდან, რომლის მიღწევაც „დედამიწის დღის“ 50 წლის იუბილისთვის 5 …

მორიგი უფასო სამედიცინო აქციები აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში

23 აპრილს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული, მორიგი უფასო სამედიცინო აქციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში, ხოლო 24 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ჩატარდება.   აქციების ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდება კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები. უფასო სამედიცინო აქციები 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს სამედიცინო …

ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება ბათუმში

20 აპრილს ბათუმში ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება გაიხსნა. ტურნირი ასევე ეძღვნება ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილეს და „ნონას თასის“ ტიტულსაც ატარებს. საჭადრაკო თამაშები დღეიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება. ტურნირში სულ 12 ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობს, მათ შორის 4 ქართველია. მათგან ერთ-ერთი კი, ბათუმელი ნინო ბაციაშვილია. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეს …

“აჭარის ყრუთა საზოგადოების” წევრებმა სიყვარულის დღე აღნიშნეს

15 აპრილს, აჭარის ყრუთა კავშირის წევრებმა, სიყვარულის დღის აღსანიშნავად კონცერტი გამართეს. ორგანიზაციის წევრებმა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და კომიკური ნომრები მოამზადეს. როგორც ჟესტური ენის თარჯიმანმა შორენა ლომაძემ განმარტა, კონცერტში “აჭარის ყრუთა საზოგადოების” ორგანიზაციაში გაწევრიანებული, მეტყველების უნარისა და სმენის არ მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. 

ბათუმში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება

23-25 ივნისს, ბათუმში, საქართველოს რესპირაციულ ასოციაცია მე-5 საერთაშორისო კონგრესს ჩაატარებს. წინასწარი მონაცემებით მასში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ბათუმში ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან41 სპიკერი ჩამოვა. კონგრესის თემატიკა რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს მოიცავს: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. კონგრესის სამუშაო ენებია ქართული …

აჭარის მაღალმთიანეთში უფასო სამედიცინო აქციები ტარდება

დღეს ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სინიციატივით, უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება. ხულოს მუნიციპალიტეტში აქცია ხიხაძირის თემში გაიმართება. ადგილობრივებს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და კვლევებს შპს “ონკოლოგიური საავადმყოფო“-ს, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“-ს ექიმები ჩაუტარებენ. პაციენტებს ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი და უროლოგი მოემსახურება. შუახევის მუნიციპალიტეტში …

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში პარტიის პირველი ოფისი გახსნა

დღეს, 15 აპრილს, ქობულეთში პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ  პარტიის პირველი ოფისი გახსნა. დღესვე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარტიული სიის პირველ ათეულთან და ასევე სიის სხვა კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიის პირველი ათეული უკვე შერჩეულია და მათ, უახლოეს მომავალში თავის ვებგვერდზე საზოგადოებას განსახილველად წარუდგენს. „ამავე დროს, გადავწყვიტე თქვენი დახმარებით შევარჩიო პარტიული სიის …

“ჩვენ აღარ გვინდა ქუჩაში ლოცვა” – რას ითხოვს მუსლიმი მრევლი [ფოტო]

დღეს, ლოცვის შემდეგ მუსლიმმა მრევლმა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოსაპოვებლად, კიდევ ერთი მშვიდობიანი აქცია გამართა.  აქციის მონაწილეებმა, მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლთან სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, ასევე ქობულეთის ბავშვთა პანსიონის საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებას და მუსლიმთა უფლებების დაცვას ითხოვენ. აქცია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს …

აუქციონი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე – ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, 20 აპრილიდან ელექტრონულ აუქციონს გამოაცხადებს. აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ. ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი ასევე მზად არიან განიხილონ ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში შევა. ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზე გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება: ბატი-ბუტის აპარატი …

Exit mobile version