Batumelebi | საკონვენციო ბიურო აჭარაშიც შეიქმნა საკონვენციო ბიურო აჭარაშიც შეიქმნა – Batumelebi
RU | GE  

საკონვენციო ბიურო აჭარაშიც შეიქმნა

საკონვენციო ბიურო, რომელიც საქმიანი ტურიზმის განვიტარებისთვის იმუშავებს, აჭარაშიც შეიქმნება. დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს პრეზენტაცია ბათუმში ჩაატარა.

საკონვენციო ბიუროს მთავარი ამოცანაა – საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა. რაც გულისხმობს სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფეენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება-სტიმულირებას. ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფომრაციის გავრცელებას.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
როინ გუნდაძე