მთავარი,სიახლეები • •

რა თანხები დაიხარჯა ილია II-ის დაკრძალვაზე – კობახიძის ადმინისტრაციის განცხადება

21.10.2026
რა თანხები დაიხარჯა ილია II-ის დაკრძალვაზე – კობახიძის ადმინისტრაციის განცხადება

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს იმ ხარჯების შესახებ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ბიუჯეტიდან დაიხარჯა. განცხადებას გთავაზობთ სრულად:

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის – საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

1. შპს TV პროექტი – უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;

2. შპს ალფა სტუდიო – უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე – 21 800 ლარი;

3. შპს ლუმა დეველოპმენტ – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) – 53 624.10 ლარი;

4. შპს ჯი თი ჰოლდინგი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა – 133 230 ლარი;

5. შპს ვი თი სერვისი – რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;

6. ი/მ გიორგი კვიჟინაძე – სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით – 2 850 ლარი;

7. შპს თელედა – დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა – 10 150 ლარი;

8. შპს დისქოვერი – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 29 400 ლარი;

9. შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;

10. შპს ფლორერია – სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 26 550 ლარი; 11. შპს ჯეოვოისი – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) – 215 600 ლარი;

12. შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) – დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) – 93 886,70 ლარი;

13. ი/მ ცირა ჭყონია – ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 16 200 ლარი;

14. შპს ვი თი სერვისი – 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) – 6 000 ლარი;
15. ი/მ თამამ იუსუფ ყიზი – წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი – 300 ლარი;

16. შპს ჯიჯიეს პრინტი – საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება – 11 362.50 ლარი;
17. შპს სეთ აფ ივენთსი – ჯებირებით, კაბელ – კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი; 18. ი/მ ცირა ჭყონია – ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი; 19. შპს ფავორიტი სტილი – 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის – 8 050 ლარი;

20. შპს ჯენი 1994 – უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება – 8 600 ლარი; 21. შპს ტგ-ტვ – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება – 1 500 ლარი;

22. შპს ფიური ფილმვორქს – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 4 531.20 ლარი;

23. ი/მ გიორგი კობახია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება – 2 000 ლარი;

24. ი/მ ლევან აბულაძე – დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება – 700 ლარი;

25. ი/მ ილია კიკაბიძე – პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) – 1 000 ლარი;

26. ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 638 ლარი.

ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა – შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი – სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.

შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ).“ – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: