გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 10 – 15 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
- დღისით: 20– 25 გრადუსი
- ღამით: 6 – 11 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 14 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 15 ნოემბერს კი დროგამოშვებით წვიმა.






