საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წელს ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება.
„ეს გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 18 ნოემბერს ქალაქ ჰიუსტონში მიიღო“, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.
ჩემპიონატი ივნისში გაიმართება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.