4 ნოემბერს, 18 საათზე, „თავისუფალ სივრცეში“ გაიმართება ტრენინგი თემაზე „როგორ გავაგონოთ მედიას“. ტრენინგი შეეხება მედიასთან ურთიერთობის ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრესრელიზის სწორად მომზადება, ჟურნალისტებთან და რედაქციებთან ურთიერთობა და ინფორმაციის მედიისათვის საინტერესოდ მიწოდების მნიშვნელობა და ფორმები.
ტრენინგს ჩაატარებს ნანა კვაჭაძე, ჟურნალ „ბათუმელების“ ჟურნალისტი.
დასწრება თავისუფალია.
ტრენინგის დასასრულების შემდეგ გაიმართება კონცერტი. პროექტი Melomaniakk (Acoustic Version).
______________
Black Sea Sound-ის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ვორქშოპების განრიგი პერიოდულად Black Sea Sound-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ქვეყნდება.
პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ამავე თემაზე: