მთავარი,სიახლეები

„მეგა პალასის“ და „რეალ პალასის“ გამოხმაურება ბიზნესმენების დაჭრის ფაქტზე

16.10.2017
„მეგა პალასის“ და „რეალ პალასის“ გამოხმაურება ბიზნესმენების დაჭრის ფაქტზე

7 ოქტომბერს სამშენებლო კომპანია „მეგა-პალასის“ დამფუძნებლი და ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაჭრეს. 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე რამაზ ხიმშიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდამომხდართან დაკავშირებით დაზარალებული მხარის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ:

„სიმართლე, მხოლოდ სიმართლე“

2017 წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ფიროსმანის ქ. #18-ში, სამშენებლო კომპანიების ოფისში საზარელი შემთხვევა მოხდა. დღისით, შუადღისას, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი რამაზ ხიმშიაშვილი თავს დაესხა სამშენებლო კომპანიების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჯუმბერ ზოიძეს. ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლა ადამიანს, რომელიც გამოირჩევა წესიერებითა და მოყვასის სიყვარულით. არის სამშენებლო ბიზნესის ერთ-ერთი პიონერი ქ. ბათუმში. გაწეული აქვს ქველმოქმედებები და უანგარო დახმარება მრავალი ადამიანისათვის. მათ შორის თვით ბრალდებულის, რამაზ ხიმშიაშვილის მიმართაც. დაზარალებული ახლა უცხოეთშია სამკურნალოდ.

2017 წლის 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ „ბათუმელებში“ გააშუქა ბრალდებულის, რამაზ ხიმშიაშვილის წინა სასამართლო პროცესი. აღნიშნულ პროცესზე ბრალდებული ცდილობს დეზინფორმაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ კომპანია „მეგა პალასი“ მისი დაარსებულია და მან გააკეთა ყველაფერი. აღნიშნულთან დაკავშირებით რეალობა და სიმართლე შემდეგში მდგომარეობს:

ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილს არათუ დაარსებასთან, არამედ არავითარი შეხება არ ჰქონდა და მით უმეტეს არც ახლა აქვს სამშენებლო კომპანიებთან: „რეალ პალასთან“ და „მეგა პალასთან“, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2015 წლის 25 მარტიდან 26 ოქტომბრამდე იგი მუშაობდა „რეალ პალასის“ ობიექტზე უსაფრთხოების უფროსად, ხოლო 2015 წლის 1-ელი თებერვლიდან 2015 წლის ბოლომდე – ამწეს მემანქანედ.

ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან ჭეშმარიტების დადგენისათვის, საიდანაც საზოგადოება გაიგებს რეალურ სიმართლეს ამ დანაშაულის შესახებ.“

ლევან ხიმშიაშვილი – შპს „რეალ პალასის“ და „მეგა პალასის“ დამფუძნებელი 

თამაზ ბექაია – „რეალ პალასის“ დამფუძნებელი

ედნარ ხიმშიაშვილი – „რეალ პალასის“ დირექტორი

ედვარდ ხიმშიაშვილი – „მეგა პალასის“ დირექტორი

გოჩა კამკია – კომპანიის იურისტი 

 

ხელმოწერა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: