მთავარი,სიახლეები

ბათუმში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დასანგრევია

14.12.2017
ბათუმში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დასანგრევია

სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის წინასწარი მონაცემებით, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილზე არსებული სახლი დასანგრევია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალაშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს“, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა – მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით.

მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომელიც, როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, ექსპერტიზის მონაცემების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა.

10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული 9 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართობით  ბათუმის მერიამ დააკმაყოფილა. მერია გეგმავს ასევე აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებას.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამხარაულის  სახელობის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.