ვითიბი ბანკის დაფინანსებით 26 ნოემბერს ბათუმში “აგროჰაბის” პირველი ობიექტი გაიხსნა. დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ფართომასშტაბიან ჰიპერმარკეტში, წარმოდგენილი იქნება ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია საკუთარ საწარმოებში ამზადებს. ვითიბი ბანკი კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ განაცხადა: „აგროჰაბის“ და ვითიბი ბანკის თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნიდან დაიწყო. ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად. …
Continue reading “ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში პირველი აგროჰაბი გაიხსნა”