მთავარი,სიახლეები • • • •

53 მილიონი კაზინოებიდან ბათუმის ბიუჯეტში – წლის ბოლომდე ეს თანხა 70 მილიონამდე უნდა გაიზარდოს

18.11.2026
53 მილიონი კაზინოებიდან ბათუმის ბიუჯეტში – წლის ბოლომდე ეს თანხა 70 მილიონამდე უნდა გაიზარდოს

2026 წლის იანვრიდან დღემდე, 10 თვეში, ბათუმის ბიუჯეტში 53 მილიონ 979 200 ლარი შევიდა. პროგნოზის მიხედვით, ეს თანხა წლის ბოლომდე 71 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. სათამაშო ბიზნესიდან ზუსტად ამდენით დაგეგმა მომავალი წლის შემოსავლების პროგნოზი ბათუმის მერიის საბიუჯეტო სამსახურმა.

გასული  წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში 73 მილიონი ლარი შევიდა.

ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 წლიდან კი ციფრები ისევ მზარდია და ყოველ წელს რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღწევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სათამაშო ბიზნესის ნებართვის მიმღებ 10 კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს 1,496,500 ლარი შესწირეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: