რეკლამა,სიახლეები • •

ბინა შავი ზღვის სანაპიროზე $40 000-დან: ფასები, განვადების პირობები და ინვესტიციის უპირატესობები Petra Sea Resort-ში

18.11.2026
ბინა შავი ზღვის სანაპიროზე $40 000-დან: ფასები, განვადების პირობები და ინვესტიციის უპირატესობები Petra Sea Resort-ში

რა ბიუჯეტია საჭირო ბათუმთან ახლოს, პრესტიჟულ კურორტზე ბინის შესაძენად? Petra Sea Resort-ში აპარტამენტების ღირებულება $40 000-დან იწყება. ზღვისპირა უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც ბრენდული პროექტების მშენებარე ბინები ხშირად მხოლოდ მაღალბიუჯეტურ სეგმენტთან ასოცირდება, მსგავსი საფასო ნიშნულის გამო მყიდველს შეუძლია საერთაშორისო სტანდარტის კომპლექსში უძრავი ქონება შედარებით დაბალი საწყისი კაპიტალით შეიძინოს.

პროექტში სხვადასხვა ფართობისა და ფორმატის აპარტამენტებია წარმოდგენილი. მათი დანიშნულებაც განსხვავებულია: ნაწილი უფრო პირადი მიზნებისა და დასვენებისთვის შეიძლება შეარჩიოთ, ნაწილი კი გაქირავებისთვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსის მართვის მოდელი, გაქირავების ერთიანი პროგრამა და რეზორტის ინფრასტრუქტურა – ფაქტორები, რომლებიც ქონების საბაზრო მიმზიდველობაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

Petra Sea Resort-ის ფასების მიმოხილვა: Petra Apartments, Petra Residences და Pullman

Petra Sea Resort-ში ბინები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: Petra Apartments, Petra Residences და Pullman.  თითოეულ მათგანს თავისი კონცეფცია, მახასიათებლები და განსხვავებული საფასო პირობები აქვს.

როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ბინების საწყისი ღირებულება $40 000-ია. ეს შეთავაზება პროექტში არსებულ კონკრეტულ აპარტამენტებს ეხება და ყველა ერთეულზე არ ვრცელდება. საბოლოო ფასი დამოკიდებულია შერჩეულ ვარიანტზე, ბინის ფართობზე, სართულსა და მდებარეობაზე. შესაბამისად, $40 000 საწყის ნიშნულად უნდა განვიხილოთ, ხოლო კონკრეტული აპარტამენტის ღირებულების დასადგენად, საჭიროა მოქმედი პირობების გაყიდვების განყოფილებასთან გადამოწმება.

Pullman-ის ბინები ცალკე სეგმენტს წარმოადგენს. აქ ფასზე გავლენას ახდენს ბრენდი, ბინის ჩაბარების მდგომარეობა და მართვის მოდელი. Pullman Living-ის აპარტამენტები მფლობელებს სრულად მოწყობილი, ე.წ. Turn key ფორმატით ბარდება. Pullman Hotel & Residences-ში კი შესაძლებელია ბინის შეძენა დასრულებული რემონტით ან Turn key პაკეტით. ამ სეგმენტში მოქმედებს გაქირავების ერთიანი პროგრამაც: მფლობელებს ბინების დამოუკიდებლად გაქირავება არ შეუძლიათ, ამ პროცესს თავიდან ბოლომდე Valor Hospitality Partners ახორციელებს. 

რა შედის ფასში: აპარტამენტების ჩაბარების კონდიცია Petra Sea Resort-ში

უძრავი ქონების შეძენისას მყიდველისთვის მთავარი ორიენტირია იმის ცოდნა, თუ რა კონდიციით გადაეცემა ფართი მშენებლობის დასრულების შემდეგ. Petra Sea Resort-ის პროექტში საწყისი საფასო კატეგორიის ბლოკები – კერძოდ, A, B, C (Petra Apartments) და D, K (Petra Residences) თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება. შესაბამისად, $40 000-იანი საწყისი ფასი და ამ ბლოკების სტანდარტული ტარიფები მხოლოდ თეთრ კარკასს მოიცავს და რემონტის ან ავეჯის ხარჯებს არ ითვალისწინებს. 

რაც შეეხება შენობის საერთო ნაწილებს, დეველოპერის ვალდებულებაში შედის გარე ფასადების, ლიფტების, ჰოლებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სრულად დასრულება. შესაბამისად, თეთრი კარკასის კონდიცია მხოლოდ ინდივიდუალური აპარტამენტის შიდა სივრცეს ეხება, საერთო სარგებლობის ზონები კი კომპლექსის ჩაბარების მომენტისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ფინანსური მექანიზმები: შიდა განვადებისა და იპოთეკური სესხის პირობები

Petra Sea Resort-ში ბინის შეძენა ერთიანი გადახდის გარეშეც არის შესაძლებელი და მყიდველს ამისთვის ორი ძირითადი გზა აქვს – დეველოპერის შიდა განვადება და საბანკო იპოთეკა. შიდა განვადების შემთხვევაში თანხა უშუალოდ დეველოპერთან შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკით იფარება, რაც საბანკო პროცედურებზე დამოკიდებულებას გამორიცხავს. ეს სქემა, როგორც წესი, პირველადი შენატანისა და ეტაპობრივი გადახდებისგან შედგება, თუმცა კონკრეტული პროპორცია, ვადა და პირობები აპარტამენტის ტიპსა და ბლოკზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ზუსტი ფინანსური გრაფიკის შესადგენად, ბინის შერჩევის ეტაპზევე გაყიდვების გუნდთან კონსულტაციაა საჭირო. 

რაც შეეხება იპოთეკის პირობებს –  საპროცენტო განაკვეთს, სესხის ვადასა და პირველადი შენატანის ოდენობას,  ეს ყველაფერი ინდივიდუალურად, მსესხებლის ფინანსური პროფილის მიხედვით განისაზღვრება. ზუსტი ტარიფებისა და შეთავაზებების გასარკვევად, ამ შემთხვევაშიც, ცხადია, რეკომენდებულია გაყიდვების გუნდთან და პარტნიორ ბანკთან კონსულტაცია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მყიდველი არჩევანს რამდენიმე მშენებარე პროექტს შორის აკეთებს, რეალური წარმოდგენის შესაქმნელად სწორედ ამ ორი წყაროს მონაცემების ერთმანეთთან შეჯერებაა საჭირო. 

ზოგადად კი ბიუჯეტის დაგეგმვისას, განვადებისა და იპოთეკის შეფასება მხოლოდ ყოველთვიური გადასახადის მიხედვით არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ რა ნაწილი იფარება მშენებლობის პროცესში და რა თანხა რჩება ჩაბარების შემდგომი პერიოდისთვის, რამდენად ემთხვევა გადახდის გრაფიკი კონკრეტული ბლოკის დასრულების ვადას და რა დამატებითი ხარჯი დაემატება თეთრი კარკასის შემდგომ რემონტსა და ინტერიერის მოწყობას.

რეზორტის მასშტაბი: რა ინფრასტრუქტურა ხვდება მფლობელს ბინის შეძენისას

რეზორტის მასშტაბს ინვესტორისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ერთ ტერიტორიაზე თავმოყრილი რესტორნები, სპა და საკონფერენციო სივრცეები სტუმარს კომპლექსის დატოვების მიზეზს არ აძლევს, დამქირავებელი კი ზუსტად ამ მრავალფეროვან სერვისებს ეძებს.  ასეთ ფაქტორებს აფასებენ ის ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, შეიძინონ საინვესტიციო აპარტამენტები და რომლებიც ერთმანეთს რამდენიმე ვარიანტს ადარებენ. ცალსახაა, რომ ინფრასტრუქტურა რეზორტის შიგნით გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, მისი მართვა კი ერთიანი ოპერატორის პასუხისმგებლობაში უნდა შედიოდეს. Petra Sea Resort-ში ეს ფუნქცია Valor Hospitality Partners-ს აკისრია და რადგან კომპლექსში Pullman-ის ბრენდული პროექტიც შედის, A, B, C, D და K ბლოკების მფლობელები საერთაშორისო სტანდარტის სერვისებსა და ერთიანი სისტემის უპირატესობებსაც იზიარებენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: