ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„არა რუსულ კანონს“ – ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ სხდომაზე პლაკატები გამოფინა

30.04.2024
„არა რუსულ კანონს“ – ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ სხდომაზე პლაკატები გამოფინა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, ოპოზიციის წევრები „არა რუსულ კანონს“ წარწერებიანი მაისურებით მივიდნენ.

სხდომაზე ოპოზიციამ პლაკატებიც გამოფინა წარწერით – „კი ევროპას. არა რუსულ კანონს“.

ბათუმის საკრებულოს სხდომა / 30.04.2024

ბათუმის საკრებულოს სხდომა / 30.04.2024

ბათუმის საკრებულოს სხდომა / 30.04.2024

ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 20-მდე საკითხი აქვს განსახილველი.

ერთ-ერთი საკითხი ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცებაა.

ამავე თემაზე:

„ოცნება“ ქობულეთის საკრებულოში თავს დაესხა კოლეგებს პლაკატისთვის – „არა რუსულ კანონს“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: