მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რას აკეთებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის

23.05.2017 • 3593
რას აკეთებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის

უახლოეს პერიოდში დასრულდება იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადების შესწავლა, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ მიიღებენ ბინებს ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში.

აჭარის მთავრობა 153 ეკომიგრანტ ოჯახს ბინას გადასცემს:
ქ. ბათუმის სოციალური სახლი მშენებლობა განახორციელა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომის სამინისტრომ

ქ. ბათუმის სოციალური სახლი / 
მშენებლობა განახორციელა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში აგებულ  სოციალურ სახლში 58, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში აგებულ სამ კორპუსში 72 ოჯახი დაკმაყოფილდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ურეხში აშენებული სოციალურ სახლში კი 23 ოჯახი დაიდებს ბინას. ჯამში, სოციალურ სახლებში ახალმოსახლეობას 153 ეკომიგრანტი ოჯახი იზეიმებს.

ხულოს სოციალური სახლი მშენებლობა განახორციელა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომის სამინისტრომ

ხულოს სოციალური სახლი / მშენებლობა განახორციელა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ

ურეხის სოციალური სახლი / მშენებლობა განახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ

ურეხის სოციალური სახლი / მშენებლობა განახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ

სიახლე, რომელიც გაუმჯობესებს ეკომიგრანტი ოჯახების მდგომარეობას:

წელს პირველად, სოციალურ სახლებში საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახებიც მიიღებენ, რომელთაც 2013 წლამდე სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება,მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის:

[checklist]

  • 5 000 ლარი ან ნაკლები, მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის.
  • 5 000 ლარიდან 7 000 ლარის ჩათვლით, ოჯახი რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულით.

[/checklist]

აღნიშნული ცვლილება აჭარის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებაში გასულ კვირას შევიდა.  შედეგად, ათობით ოჯახი, რომლებსაც მიღებული აქვთ ადგილმონაცვლეობისათვის არასაკმარისი ფინანსური დახმარება და დღემდე რჩებიან სტიქიურად საშიშ ზონაში, მოხდება მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება. მაგალითისათვის 2005-2012 წწ. სტიქიით დაზარალებულ 651 ოჯახს, აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  გაეწია 3 146 116 ლარის ფინანსური დახმარება, შესაბამისად ერთ ოჯახზე  საშუალოდ გამოიყო 4 800 ლარამდე. თუმცა იმის გამო, რომ არ კონტროლდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა, არ იყო გამოკვეთილი დაზარალებულის ვალდებულება,  რიგ შემთხვევებიც  საზოგადოების  ნაკლებად იყო გათვითცნობიერებული დამეწყრილ ტერიტორიებზე სახლების გამაგრების არაეფექტურობის თაობაზე,  კომპენსირებული ოჯახების ნაწილს დღემდე პრობლემა გადაუჭრელი დარჩათ.

საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება:

foto (7)იდენტური მიდგომაა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით მოსარგებლე დაზარალებული ოჯახების მიმართ, რომლებიც უსაფრთხო საცხოვრისის შესასყიდად  25 000 ლარის ფარგლებში ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ. წელს საცხოვრებელი ფართობი უკვე შეესყიდა სტიქიით დაზარალებულ 30 ოჯახს. 2017 წლის ბოლომდე პროგრამით სულ 116-მდე ოჯახი ისარგებლებს. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს აამოქმედა.

Untitledაღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს დაზარალებულებს შესასყიდად სასურველი სახლი მოიძიონ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. გასულ წელს პროგრამით 96-მა ოჯახმა ისარგებლა, პროგრამის გამჭირვალე და მიუკერძოებლად განხორციელებას უზრუნველყოფს ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, სადაც ოჯახებს დაზარალებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით ენიჭებათ პრიორიტეტულობის ქულა, რომლითაც განისაზღვრება რიგითობა. ეკომიგრანტთა ელექტრონული ბაზა შეიქმნა ევროკავშირის დაფინანსებით, 2016 წელს.

2016 წელი, ქ. ბათუმის იუსტიციის სახლი. ეკომიგრანტ ოჯახებზე თანადაფინანსებით შეძენილი სახლების დაკანონების პროცედურა

2016 წელი, ქ. ბათუმის იუსტიციის სახლი.
ეკომიგრანტ ოჯახებზე თანადაფინანსებით შეძენილი სახლების დაკანონების პროცედურა

თხილვანელი ეკომიგრანტები ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებენ:

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის მთავრობამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით მიმდინარე წლის მაისში მიიღო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანას მოსახლეობას ეხება. აქ სტიქიური მოვლენები ზამთრის პერიოდში განვითარდა და საფრთხე ათეულობით კომლს შეუქმნა. რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ თხილვანაში ამ ეტაპზე მუდმივად მცხოვრები და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული 62-მდე  ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს დახმარებას, ამათგან ფინანსურ მხარდაჭერას უსაფრთხო საცხოვრისების შესაძენად 60 ოჯახი, დაფინანსდება 25 000 ლარის ფარგლებში,   უსაფრთხო გარემოში გადაადგილებისათვის (აღნიშნულისათვის სარეზერვო ფონდიდან ამ ეტაპზე 725 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო  უახლოეს დღეებში 825 000 ლარი), 2  ოჯახი, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს ბინას ხულოს სოციალურ სახლში. თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ეთხოვა.

შეხვედრა თხილვანას მოსახლეობასთან / 26/01/2017

შეხვედრა თხილვანას მოსახლეობასთან / 26/01/2017

სამთავრობო კომისიის სხდომა / 18/05/2017

სამთავრობო კომისიის სხდომა / 18/05/2017

სფეროს რეგულირება ნორმატიული აქტებით და პროცესების სისტემატიზირება:

ცნობილია, რომ ბუნებრივი და  ტექნოგენური კატასტროფების რიცხვი მატულობს მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ დღემდე განვითარებულ ქვეყნებშიც არ არსებობს ეკომიგრანტთა დაცვის საკანონმდებლო ბაზა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მის ხელთ არსებული რესურსებით ცდილობს პროცესების მართვას.

2016 წლიდან, ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პირველად განხორციელდა ოჯახთა დიფერენცია სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტ და არაეკომიგრანტ ოჯახებად. ამ მიდგომამ  უზრუნველყო  პროგრამის გარეთ დარჩენილი ისეთი კატეგორიის ოჯახთა დახმარება, როგორიცაა:

[checklist]

  • სტიქიით დაზარალებული (არაეკომიგრანტი) ოჯახები (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომელთა დახმარება ხორციელდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაციით.
  • ეკომიგრანტი ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ ალტერნატიული გეოლოგიურად უსაფრთხო მიწის ნაკვეთები და ითხოვენ ამ ნაკვეთებზე საცხოვრებლის სახლების გადატანას/მშენებლობას;

[/checklist]

დადგენილება ითვალისწინებს სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობების განაწილების ნორმებსაც, ახალდასრულებულ სოციალურ სახლებში ფართობების განაწილება მოხდება ეკომიგრანტთათვის მინიჭებული პრიორიტეტულობის ქულათა გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ ფულადი კომპენსაცია დაზარალებულ ოჯახებზე ხორციელდება  სოციალური ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულების დიფერენციით.

ამდენად, ამ ეტაპზე მოქმედებს ისეთი ნორმატიული მოდელი, რომლითაც მოხდა ამ სფეროს მეტნაკლები სისტემატიზაცია, მიუკერძოებლად და გამჭირვალედ ხორციელდება სტიქიით დაზარალებული ოჯახების კლასიფიკაცია, სოციალური მდგომარების შეფასება, დაზარალების კატეგორიების/ხარისხის მინიჭება და სათანადო ქმედითი დახმარების გაწევა. გარდა აღნიშნულისა არსებული მოდელით ეკომიგრანტებს  საშუალება ეძლევა არჩევანი გააკეთონ მათვის შეთავაზებულ დახმარებებს შორის (ფართი სოციალურ სახლში, პროგრამაში ჩართვა ფართის შესყიდვის მიზნით, ალტერნატიული მიწის ფართლის ფლობის შემთხვევაში სახლის მშენებლობა). ასევე თავად აირჩინონ მათვის  საცხოვრებლად სასურველი რეგიონი, დასახლება თუ სოფელი. ხოლო სტიქიით დაზარალებულ არაეკომიგრანტ ოჯახებს, ეკონომიკური-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ეძლევავათ ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლების ადგილზე მშენებლობა/გამაგრება/რეაბილიტაციის მიზნით.

თანამშრომლობა:

foto (11)ეკომიგრანტთა საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, სამინისტრო მუდმივად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ მიზნით რეგულარულად ეწყობა ერთობლივი ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები. სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა და მიგრაციასთან დაკავშირებით, 2016 წლის აგვისტოს თვეში, ქ. ბათუმში, სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დებატი, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული აჭარის ა/რ მთავრობისა და სამინისტროს წარმომადგენლები.

სამინისტროსა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებით  თვითმმართველმა ერთეულებმა დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება, კერძოდ: 

foto (10)მუნიციპალიტეტებებში განხორციელდა და გრძელდება ფერდსამაგრი კედლების სანიაღვრე არხებისა და წყლის გადამყვანი მილების მოწყობის პროგრამები.  ხდება მცოცავი ქვების/ლოდების ადგილზე დაშლა/აფეთქება და ა.შ.
სამინისტროს ინიციატივით, გამგეობები დაკმაყოფილებულ ეკომიგრანტ ოჯახებთან აფორმებენ პრევენციის შემცველ მიმორანდუმებს. კერძოდ, დაკმაყოფილების შემდგომ საფრთხის შემცველი ტერიტორიების დატოვების ხელშესაწყობად იდება შემდეგი შინაარსის შეთანხმებები:

[checklist]

  • არ გამოიყენონ  მათ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ნივთობრივად ნაკლის მქონე (ბუნებრივი ან/და ტექნოგენური  საფრთხის შემცვლელი) უძრავი ქონება საცხოვრებლად.
  • არ მოახდინონ მათ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ნივთობრივად ნაკლის მქონე (ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური საფრთხის შემცვლელი) უძრავი ქონების გასხვისება/გადაცემა საცხოვრებლად გამოყენების მიზნით, მესამე პირების უსაფრთხოებისა და კანონიერი ინტერებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქონების მიმღები პირების წინაშე ვალდებული იქნება თვითონ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი;
  • სტიქიური პროცესების განვითარების ზონაში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლები მოიყვანონ საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარეობაში, წინააღმდგეგ შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებები იხსნიან ყოველგვარ ფინანსურ და სამართლებრივ ვალდებულებებს;
  • ხელი შეუწყონ სათანადო დაწესებულებებს/უწყებებს (გარემოს დაცვის, თვითმმართველ მუნიციპლიტეტებს და ა.შ.) ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ გეოლოგიური საფრთხის შემცვლელ  ტერიტორიაზე აწარმოონ ბუნებრივი ან/და ტექნოგენური საფრთხის აღმოფხვრის ხელმშემწყობი სამუშაოები(ასეთი პროექტების შემთხვევაში);
  • არ გამოიყენონ სტიქიური პროცესების ზონაში მოხვედრილი მიწის ფართობი ისეთი სახის კულტურული ნარგავების მოსაყვანად (სოფლის მეუნეობის ერთწლიანი კულტურები და ა.შ.) რომლებიც არ არის რეკომენდებული შესაბამისი  სამსახურების მიერ.

[/checklist]

foto (4)

სტატისტიკა:

ამდენად, 2013 წლიდან დღემდე აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებისათვის განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთნ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 21 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარიდან. ამავე პროექტის ფარგლებში მათ გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა.

აჭარის ა/რ პროგრამით, სულ 126 ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობების შესყიდვის მიზნით:
2016 წელს შესყიდული იქნა 96 საცხოვრებელი ფართობი.
2017 წელს შესყიდული იქნა 30 საცხოვრებელი ფართობი.

აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სულ 1684-მდე ოჯახს გაეწია 5 000 000-მდე ლარის დახმარება სახლების მშენებლობა/აღდგენა ან გადატანის მიზნით.

საცხოვრებელი ფართობებით ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში დაკმაყოფილდა სულ 280 ეკომიგრანტი ოჯახი.

აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: