სიახლეები

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება აჭარაში

19.01.2017 • 3091
ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება აჭარაში

 აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის სრულად დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ:

  • შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;
  • ასკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები 18 წლამდე;
  • ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირები;
  • ონკოლოგიური პაციენტები დადასტურებული დიაგნოზით [დაუფინანსდებათ გეგმიური ქირურგიული ოპერაციები].

დაფინანსების ფორმა

– ასაკით პენსიონერებს,  რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“   200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 10% – ით;

– 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან  ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით – 20% -ით;

– მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირებს – 20% -ით;

– შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვებს – 20% -ით.

სხვა დანარჩენ ბენეფიციარს:   6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდულ შშმ პირებს, ონკოლოგიურ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით  დაუფინანსდებათ 30%- იანი თანაგადახდა  სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში;

არ დაფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის თანაგადახდის ღირებულებაზე მეტად მოთხოვნილი თანხა.

მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამა       

ეს პროგრამა, სამინისტროს ინფორმაციით, ითვალისწინებს მოზრდილი მოსახლეობისათვის (18 წლის ზემოთ)  ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

პროგრამით მოსარგებლეები

  • სოციალურად დაუცველი  ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში  რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ  200 000-ის    ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
  • ომის ვეტერანები;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები.

დაფინანსების ფორმა

სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით:

– სამედიცინო მომსახურების ღირებულება -1000 ლარის ჩათვლით – 100%-ით; – სამედიცინო მომსახურების  ღირებულება – 1000 ლარზე მეტი – 90%-ით; მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა;

წლის განმავლობაში არაუმეტეს  4000 ლარისა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

– განცხადება;

– ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა _IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);

– ანგარიშ ფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ;

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

– საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

– საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

– ქვეპროგრამის მოსარგებლის და მადასტურებული დოკუმენტი.

შენიშვნა:

  • პროგრამების მოსარგებლე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.
  • არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება, საზღვარგარეთ მკურნალობა და სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული თანაგადახდა მოსარგებლის მხრიდან. 

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტში 250 ათასი ლარია გათვალისწინებული [100 ათასი ლარით ნაკლები, ვიდრე შარშან], ხოლო მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამისთვის, რომელიც წელს პირველად ხორციელდება – 350 ათასი ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: