ხვალ, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე ოფიციალურად აინთება. მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამის მიხედვით, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ევროპის მოედანზე, 12:00 საათიდან დაიწყება.
საღამოს რვა საათზე მომღერალი გიგი ადამაშვილისა და ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი გაიმართება. მათი სიმღერის ფონზე აანთებენა საახალწლო ნაძვის ხეს. 24:00 საათზე კი გაიმართება ლაშა ღლონტისა და ავთო აბესლამიძის კონცერტი.
საახალწლო კონცერტებს წაიყვანს მსახიობი, ნიკოლოზ წულუკიძე.