მთავარი,რეკლამა,სიახლეები

სკოლა ევრო 2000-ი გილოცავთ მასწავლებლის პროფესიულ დღეს!

06.10.2018 • 3211
სკოლა ევრო 2000-ი გილოცავთ მასწავლებლის პროფესიულ დღეს!

მრავალი წმინდა გრძნობა ამშვენებს ადამიანთა ურთიერთობებს, მრავალ მათგანს ვერანაირი დრო და ჟამი ვერ ერევა, მრავალმა მათგანმა დღემდე მოიყვანა კაცობრიობა და მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მასწავლებლის და მოსწავლის, ოსტატისა და შეგირდის, მოძღვრისა და დამოძღვრილის მარად უბერებელი ურთიერთობა.

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა.

დასაბამიდანვე ცხოვრებამ მასწავლებელს განუსაზღვრა ისეთი განსაკუთრებული თვისებები, როგორიცაა: ბავშვის სიყვარული, უშრეტი ენერგია, ბუნებით მომადლებული ღრმა კეთილშობილება, ხალხისა და მამულის უანგარო სიყვარული.

განუსაზღვრელია თქვენი როლი ახალგაზრდების აღზრდისა და განათლების საქმეში!

მასწავლებლის დღეს კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მიზნის მისაღწევად  დაუზარელი შრომისა და უსაზღვრო მოთმინებისთვის.

ყველა პედაგოგს გვინდა ვუთხრათ: თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია, რადგან თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ღირსეული თაობების აღზრდაში.

წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!

გილოცავთ!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: