სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში, ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე ორი ფიზიკური პირი დააჯარიმეს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოკვლევა ფაქტზე  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს, რის შედეგადაც ორი ფიზიკური პირი 150 და 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

ადმინისტრაციული სახის ჯარიმა ასევე გათვალისწინებულია  სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ყუთებში განთავსებისთვისაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან