ოთხი ახალი საინვესტიციო პროექტი კურორტ გოდერძიზე

კურორტ „გოდერძი რიზორტი“-ს 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის.

აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა

აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა

4 ახალი საინვესტიციო პროექტი 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება.

აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. დასრულდა პრივატიზების ერთი ეტაპი და კურორტის ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარია. 4 ახალ საინვესტიციო პროექტთან ერთად კურორტზე ჯამში 10 სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი აშენდება. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ინტერესი მაღალმთიანი აჭარის მიმართ ძალიან დიდია, გოდერძი კი ძალიან მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი.

სეზონის გახსნის ცერემონიალს კურორტ გოდერძიზე ესწრებოდნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.

კურორტზე სეზონის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა მიმდინარეობდა.

კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2017/18 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. ყველაზე მაღალი სადგური კი – ზღვის დონიდან 2366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.

ზურაბ პატარაძემ კურორტზე მშენებარე სასტუმროები დაათვალიერა და ახალ, ინვესტორების მიერ შემოთავაზებულ პროექტებს გაეცნო.

ახალი საინვესტიციო პროექტები:
  • შპს “ნიუ გოდერძი” – 4 000 000 ლარი ინვესტიცია ,100 ნომრიანი სასტუმრო, მშენებლობის პროცესში 70, მშენებლობის დასრულების შემდეგ -15 ადამიანი დასაქმდება.
  • შპს “გთემ გროუპი”- 4 500 000 ლარი ინვესტიცია, ტბის მოწყობა და 14 კოტეჯის ამოქმედება, მშენებლობის პროცესში 60, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ-20 ადამიანი დასაქმდება.
  • შპს „ARINA’S PLACE” -1 200 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, 15 კოტეჯი (ჯამში 32 ნომრიანი), მშენებლობის პროცესში 30, მშენებლობის დასრულების შემდეგ-15 ადამიანი დასაქმდება.
  • შპს “ნიუ თაიმ” – 1 500 000 აშშ დოლარი ინვესტიცია, 90 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, მშენებლობის პროცესში 200, მშენებლობის დასრულების შემდეგ – 25 ადამიანი დასაქმდება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი