ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას გასულ წელს წარუდგინეს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად მერიიდან გასულ კვირას გადაუგზავნეს. საკრებულო გდგ-ს კონცეფციის დამტკიცებას მომდევნო სხდომაზე, 22 აგვისტოს გეგმავს. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორივე პროექტის შემთხვევაში კომპანიები ასევე …
Tag Archives: k2 კოეფიციენტი
„სიმაღლის გადასახადი“ – 441 300 ლარი სამ თვეში ბათუმის ბიუჯეტში
2019 წელის სამი თვის მონაცემებით, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის დაწესებული გადასახადის სახით ბათუმის ბიუჯეტში 441 300 ლარი შევიდა. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა, ძირითადად, 2017 -2018 წლებში გაცემული ნებართვების გადასახადის სახით აისახა, ნაწილი კი ადრე გაცემული ნებართვების განახლების შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის კონკრეტულ უბნებში დადგენილ პარამეტრებზე მაღალი შენობები ისევ აშენდება. …
Continue reading ” „სიმაღლის გადასახადი“ – 441 300 ლარი სამ თვეში ბათუმის ბიუჯეტში”
გააუქმებს თუ არა ბათუმის მერია k2-ის გაზრდის შესაძლებლობას – ლაშა კომახიძის განმარტება
თბილისის საკრებულომ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მშენებლებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მოსამატებლად. ცვლილების მიხედვით, k2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსივობას [შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს]. ამ აკრძალვით მესაკუთრეებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე. k2 კოეფიციენტის ინტენსიურად ზრდის შემდეგ …
მხოლოდ ერთი მომხრე – საკრებულოს უმრავლესობას არ სურს k2-ის გაცემაში მონაწილეობა მიიღოს
კონკრეტულ ზონაში დადგენილს ზემოთ k2 კოეფიციენტის გაზრდაზე იმსჯელოს საკრებულოს ბიურომ, შემდეგ კი გადაწყვეტილება საკრებულომ შეითანხმოს – ამ ცვლილებას ბათუმის მუნიციპალიტეტის 50-ე დადგენილებაში [დადგენილება ქალაქის განაშენიანების წესებს განსაზღვრავს] საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ითხოვდა: „მოდით, ეს თემა გავხადოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე.“ მირდატ ქამადაძემ ეს მოთხოვნა ქალაქში k2 კოეფიციენტის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა. საკრებულოს სხდომაზე მან განაცხადა, …
არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას
„ბათუმელების“ სტატიას: „არქიტექტორები ითხოვენ მერიამ k2 პარკინგის ფართობის გამოკლებით გამოთვალოს“, არქიტექტორი ბექა თოიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან შეხვედრის დროს ის და მის გვერდით მსხდომი არქიტექტორები სულ სხვა გარემოებას გულისხმობდნენ, რაც ამ ცვლილების პროექტის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგება. არქიტექტორის განმარტებით, საკრებულოს დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, სამშენებლო პროექტის ავტომანქანების ადგილებს, პარკინგისთვის …
Continue reading “არქიტექტორი: რატომ ვითხოვთ კ2-ის დაანგარიშებისას პარკინგის ადგილის გამოკლებას”
ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი
ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში მოამზადეს ინიციატივა, რომელიც k2 კოეფიციენტის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი] გაცემის წესის შეცვლას გულისხმობს. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით [კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში], k2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას აღარ მისცემენ მშენებელს, რომელსაც მშენებლობა დაგეგმილი აქვს 600 კვადრატულ მეტრზე ან უფრო მცირე ზომის ნაკვეთზე. ცვლილების მიხედვით: იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართი 600-1200 კვ.მ.-ია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების …
Continue reading “ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი”
2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს
2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ განსახილველად საკრებულოში უკვე გადააგზავნა, ე.წ. ზონალური მოსაკრებლის სახით მერია 800 000 ლარის ამოღებას გეგმავს – ასეთია საპროგნოზო მაჩვენებელი. 2018 წელს ამ მოსაკრებლიდან მერია მილიონ 200 000 ლარის ამოღებას გეგმავდა, თუმცა ათი თვის შედეგებით, ამ თანხის მხოლოდ 3,2 პროცენტი ამოიღო [37 899 ლარი]. ეს არის ამ დროის ფაქტობრივი შესრულება, რაც …
Continue reading “2019 წელს ბათუმის მერია „სიმაღლის გადასახადიდან“ 800 ათასი ლარის ამოღებას გეგმავს”
ბათუმის მერმა k-2-ზე მომუშავე კომისია შექმნა
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ k-2-ზე მომუშავე კომისია შექმნა. ეს კომისია განიხილავს სამშენებლო კომპანიების მიმართვას კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტების k-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე. k-2- კოეფიციენტი გულისხმობს დაგეგმილი სამშენებლო პროექტის სიმაღლის განსაზღვრას k1-თან, ანუ სამშენებლო მოედნის ფართობთან და მასზე დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბთან მიმართებაში. მერის გადაწყვეტილებით k-2-ზე მომუშავე კომისიას ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე უხელმძღვანელებს. კომისიაში შედიან ასევე მერიის ქალაქგანვითარებისა …
Continue reading “ბათუმის მერმა k-2-ზე მომუშავე კომისია შექმნა”
პატარაძის განმარტება ასლან აბაშიძის გარემოცვისთვის k2-ის შუამდგომლობაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მანამ, სანამ იმის შესახებ განაცხადებდა, რომ დღეიდან k2-ზე [მშენებლობის დაგეგმილზე მეტით სიმაღლეში გაზრდა] შუამდგომლობის გაცემას აღარ გეგმავს და ამ ფუნქციას მთლიანად ბათუმის მერიას უბრუნებს, უკვე გაცემულ შუამდგომლობებზე განმარტა. ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შუამდგომლობები და არ იყო „მითითება, ბრძანება ან კარნახი“, რომ მათი შესრულება სავალდებულო ყოფილიყო. მეორეს მხრივ კი, მან თქვა, რომ …
Continue reading “პატარაძის განმარტება ასლან აბაშიძის გარემოცვისთვის k2-ის შუამდგომლობაზე”
ზურაბ პატარაძე K2-ის შუამდგომლობაზე უარს ამბობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, დღეს, 20 თებერვალს, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უარს ამბობს K2 კოეფიციენტის შუამდგომლობის მოთხოვნის უფლებაზე, რისი საშუალებაც მას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ჰქონდა. K2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რომელიც შენობის სიმაღლეს განსაზღვრავს. „ამ საკითხს მერია გადაწყვეტს“, – თქვა ზურაბ პატარაძემ და დასძინა, რომ აჭარის მთავრობა პროცესებს გარედან გააკონტროლებს. …
Continue reading “ზურაბ პატარაძე K2-ის შუამდგომლობაზე უარს ამბობს”
ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ახლებური ფორმით ჩამოყალიბდება. დღემდე …
Continue reading “ზონალური შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება”
ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და აჭარის მთავრობას k2 კოეფიციენტის გაზრდის მეორედ მოთხოვნის უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება დღეს, 31 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ბათუმის არქიტექტურის სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებები გამოიტანა, რომლის მიხედვით, საქართველოს და აჭარის მთავრობას უფლება აღარ ექნებათ, ზონალური კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, K2 კოეფიციენტის გაზრდა მეორედ მოითხოვონ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე განხორციელდა განაშენიანების ინტენსივობის ზრდა. …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა”
400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის
მერიის არქიტექტურის სამსახურმა დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-ელ ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1 კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია ამ …
Continue reading “400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის”
კომპანიები, რომლებსაც ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა
2017 წლის მარტიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, k2-კოეფიციენტის გაზრდაზე 13 კომპანიას უშუამდგომლა. მათგან უმეტესობა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. ამ კომპანიებს შორისაა შპს „ბათთაუერსი“. კომპანია ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიმშიაშვილის #1,2- ში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანია k2 – კოეფიციენტის გაზრდას 7,0-მდე ითხოვდა. მერისადმი მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე …
Continue reading “კომპანიები, რომლებსაც ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა”
ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით ასზე მეტმა ინვესტორმა მიმართა. K2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია და მის გაზრდაზე თანხმობა მშენებლობის სიმაღლის გაზრდას ნიშნავს. ინვესტორების უმეტესობას მთავრობის თავმჯდომარემ უარი უთხრა. თანხმობის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მოახერხა. მათ შორისაა ყოფილი ჩინოვნიკისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, აკაკი სონგულიას კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“. …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა”
150 კვ.მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილი – რას შეცვლის მერიის ინიციატივა ბათუმში
მანქანის გასაჩერებელი ადგილი ბათუმში აქტუალური პრობლემა და მეზობლებს შორის დავის საგანია მას შემდეგ, რაც მრავალბინიანი სახლები ეზოს და პარკინგის ადგილის გარეშე აშენდა. ასეთ სახლებში მცხოვრებლები პარკინგისთვის, ძირითადად, ქუჩას იყენებენ, ტროტუარი კი უმეტესწილად კაფეებსა და მაღაზიებს აქვთ დაკავებული. განაშენიანების ასეთი სტანდარტები რომ მომავალში პრობლემას შექმნიდა, ამაზე მოქალაქეები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი მაშინ არც მერიას …
Continue reading “150 კვ.მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილი – რას შეცვლის მერიის ინიციატივა ბათუმში”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“
„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – ასეთი რეაქცია აქვს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას თავად მოამზადოს ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილების პროექტი, მაშინ როცა ეს მერიის კომპეტენციაა. ამის პასუხად ლაშა სირაბიძე ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. „ერთ გუნდში“ სამშენებლო ნებართვები, რეგულაციები და დეველოპერებთან ურთიერთობა კვლავაც მსჯელობის საგანია. აქამდეც, როცა აჭარის მთავრობას …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“”
რესპუბლიკელების ინიციატივა ქალაქის განაშენიანების საკითხებზე
ამ წუთებში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია “რესპუბლიკელების” გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. ფრაქციის წევრები, ქალაქის განაშენიანების საკითხთან დაკავშირებით – K2 კოეფიციენტის გაზრდის თემაზე, მუნიციპალიტეტთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ხვდებიან. K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, კონკრეტული ფართობის მიწის ნაკვეთზე. შეხვედრაზე ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრებმა, ბათუმის საკრებულოს 2012 წლის N50-ე დადგენილებაში ცვლილების განკარგულების პროექტი წარადგინეს, რომელიც გარდა სხვადასხვა ზონებში განაშენიანებისა და …
Continue reading “რესპუბლიკელების ინიციატივა ქალაქის განაშენიანების საკითხებზე”