გრიბოედოვის ქუჩა ცალმხრივი გახდება – როგორ მუშაობს მოძრაობის ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში მალე გრიბოედოვის ქუჩაზემოძრაობა ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში. ავტომანქანები ამ მონაკვეთში მხოლოდ რუსთაველის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გრიბოედოვის ქუჩის ამ მონაკვეთის გაცალმხრივებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვინაიდან უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი საგზაო ნიშნები. ასევე იგეგმება მოსახლეობის/მძღოლების ინფორმირება. ამ მონაკვეთში მოძრაობის გაცალმხრივება დამტკიცებულია ახალი სქემით. თუმცა ამ დრომდე ვერ …

მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

თვე-ნახევარზე მეტი დრო გავიდა, რაც ბათუმში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე გარკვეული მონაკვეთები ცალმხრივი გახადეს და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ნაწილი [ე.წ. Bus lane] მონიშნეს. ახალი სქემა ამოქმედდა, თუმცა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა მხოლოდ პირველი თებერვლიდან განახლდა. ახალი სქემის მიუხედავად, ქალაქში ტრადიციული საცობების პრობლემა არ მოხსნილა. ჩანს, რომ მძღოლებმა, განსაკუთრებით ჭავჭავაძის ქუჩაზე, არ იციან ახალი სქემით დადენილი მოძრაობის …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დღეიდან ცალმხრივი გახდა

ბათუმში დღეიდან, 15 დეკემბრიდან, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები შეიცვალა. გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია არეგულირებს. კონკრეტულად: გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ვეღარ შემოვა ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ მონაკვეთში/ზოლში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და ველოსიპედები იმოძრავებენ. ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სპეციალურ ნიშანს „შესვლა აკრძალულია“ ამ წუთებში [11:50 სთ] ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, იყო ტექნიკური პრობლემა და …

ბათუმის რომელ ქუჩებზე გახდება მოძრაობა ცალმხრივი 15 დეკემბრიდან – ახალი სქემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები 15 დეკემბრიდან შეიცვლება, რის შემდეგაც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუჩებზე მონიშნულია მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლიც [ე.წ. Bus lane]. ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც. რა იცვლება კონკრეტულად 15 დეკემბრიდან: გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით; გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის …

როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს ახალი სქემა, რომელიც რამდენიმე ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნას ითვალისწინებს. ახალი სქემა ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, მძღოლებს მაინც მოუწევთ [15 დეკემბრიდან, ან მანამდეც] დაემორჩილონ მოძრაობის ახალ წესებს. ამ წესებით მუნიციპალური ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში სხვა …

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით [ამავე მონაკვეთში] მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს. ამასთან, შეიცვლება პარკინგის წესებიც. ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს. რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ე.წ. Bus lane] დახაზვა გოrგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია. „გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შეცვლა 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ მინიმუმ 20 ნოემბრამდე გადაიწია. ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძის ქუჩების სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საღებავით და მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ ე.წ. Bus lane] დახაზვა 2020 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 621 628 ლარი დაიხარჯება. „ამ ვადამ გადაიწია …

ავტობუსების სავალი ზოლის დახაზვაში ბათუმის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილზე ავტობუსების სავალი ზოლის [Bus lane] დახაზვაში ქალაქის ბიუჯეტიდან 621 687 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს „მიონი დეველოპმენტი“-ს შორის უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება. მერიის სამმართველომ თავდაპირველად ავტობუსების სავალი …

ბათუმის საკრებულომ ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა უნდა დაამტკიცოს

ბათუმის საკრებულო 30 ივნისის სხდომაზე ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სქემას განიხილავს. მერიის პროექტის მიხედვით, მოძრაობის წესები იცვლება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩებზე. ამასთან, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში ავტობუსის სავალი ნაწილი დაიხაზება, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. მოძრაობის ახალი სქემის ორგანიზებისთვის ტექნიკური საკითხების მოგვარება, ბათუმის მერიამ, საკრებულოს მიერ …

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილებით: [checklist] გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში; ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით]; ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით; გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში …

გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილებით: გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საპირისპიროდ კი, მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს; ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე, ამავე მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთშიც საპირისპირო მიმართულებით მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს; ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე …

როგორ შეცვლის ავტობუსის ხაზი მოძრაობას ბათუმის ქუჩებზე

ბათუმში გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ავტობუსის სავალ ნაწილს [Bus lane] დახაზავენ. სამუშაო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. Bus lane-ის დახაზვის შემდეგ კი, ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება რამდენიმე ქუჩაზე შეიცვლება. Bus lane-ი დაიხაზება გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან [ბათუმი მოლიდან] გორგილაძის ქუჩაზე – ტროტუარის გასწვრივ – ბარათაშვილის ქუჩამდე [ცირკამდე]. აქედან ხაზი ბარათაშვილის ქუჩის ტროტუარის გასწვრივ …

ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმში ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების ცალ მხარეს ავტომობილების გაჩერება შემოდგომიდან აიკრძალება. ამ ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობა ცალმხრივი იქნება და მოეწყობა ე.წ. Bus lane-ბი [ავტობუსის სავალი ხაზები]. ამ ხაზებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. პარალელურად, ავტომობილების მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება გორგასლისა და პუშკინის ქუჩებზეც. Bus lane-ბის მოწყობა პროექტ „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში იგეგმება. რა იცვლება კონკრეტულად [პროექტის მიხედვით] …

Exit mobile version