„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „დაიცავი შენი ხმა“ – ასე ეწოდება აქციას, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას …

ბათუმის ოლქში არჩევნების შემაჯამებელ ოქმს პროტესტის ფონზე ამზადებენ [LIVE]

დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმზე მუშაობს. კომისიის მუშაობა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას. აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია …

გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაშია, ბათუმში აქცია გრძელდება [LIVE]

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქცია ღამის 10 საათის შემდეგ, გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად, გრძელდება. ღამის ათ საათამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არავის მოუწოდებენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. …

არ აყვეთ პროვოკაციებს – ბათუმში ოპოზიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა მოწოდებით – მოერიდონ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ პოლიციას, რომელიც აქციაზეა მობლიზებული. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება ახლა შეეცდება აქციის მარგინალიზაციას და აქციაზე პროვოკატორებს შემოგზავნიან. საპროტეტსო აქციაზე …

ბათუმში აქცია ღამითაც არ დაიშლება – ოპოზიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციამ კარავი გზის სავალ ნაწილზე, პირდაპირ ქუჩაში გაშალა. აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს …

„იმოქმედე“ – აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები სცენას აწყობენ

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში აქცია ახლა უკვე აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია ჯერ ბათუმის დრამატული თეატრის წინ მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს აქციის მონაწილეებს და მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, მოგვიანებით კი აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. აქციაზე ისმის შეძახილები: „იმოქმედე“, „წადი“, „მონებო“, „მიშა“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას საღამოს რვა საათამდე აქვს …

მურმან დუმბაძე: მიეცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება

„მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში“ – ეს მოთხოვნა დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე რეგიონში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გააჟღერა. დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პერიოდულად ისმის შეძახილები „მიშა“, ასევე აქციაზეა ტრანსფარანტები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით. დღეს აქციაზე აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და არჩევნების ხელმეორედ …

„ჩატარდეს ხელახალი არჩევნები“ – ლევან ვარშალომიძის მოთხოვნა აქციაზე

„ეს არჩევნები არალეგიტიმურია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“ – ამის შესახებ დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა. აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომაზე. დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. …

ოპოზიცია ბათუმში თეატრთან იკრიბება – აქცია იწყება [ფოტო]

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ბათუმის დრამატული თეატრის წინ იკრიბებიან ამ წუთებშიც [15:45 წთ].

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე …

ბათუმში ოპოზიცია სტრატეგიას ცვლის – „ხელისუფლება ნახავს ხალხის ძალას“

ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ დღეიდან სტრატეგიას ცვლიან და ნაცვლად ყოველდღიური აქციებისა, კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილი დიდი აქციისთვის იწყებენ მზადებას. „მივიღეთ გადაწყვეტილება და ვცვლით ჩვენს სტრატეგიას. ამ ხელისუფლებასთან ამ მეთოდით ბრძოლა არ გამოდის როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ყველა უმსგავსო ნორმებს მიმართავენ, რომ როგორმე „გააპრავონ“ ეს გაყალბებული არჩევნები. …

თორნიკე რიჟვაძე: იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონგარეშე ქმედებაზე

დღეს, 4 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციას, რომელზეც ინციდენტის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ. „არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან, რაც ღიმილისმომგვრელია. ამავე დროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სამართალდაცველებმა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც, თავისი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ …

„მონებო“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, საარჩევნო ოლქთან [LIVE]

ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ ამ წუთებში [21:00 სთ] საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. „მონებო, მონებო!“ – სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობასთან. დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაწერილი საჩივრები, ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საოლქო კომისიის კარი ახლა ჩაკეტილია. …

ბათუმში ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია აპროტესტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ოპოციზიური პარტიების განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია. დღეს, 3 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს …

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ოპოციზიამ განაცხადა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. „არჩევნების შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას. დარღვეულია მთავარი კონსტიტუციური უფლება – უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამის გათვალისწინებით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი …

ბათუმში საარჩევნო უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი შეუძლოდ გახდა

ბათუმის #65 საარჩევნო უბნიდან დღეს „მოძრაობა განვითარებული მომავლისთვის“ დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც უბნიდან გასვლის შემდეგ შეუძლოდ შეიქმნა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს. #65 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ სურმანიძემ გვითხრა, რომ დამკვირვებლის დაკეტილი უბნიდან გაძევების მიზეზი კონფლიქტური სიტუაცია გახდა, რაც საეჭვო ბიულეტენთან იყო დაკავშირებული. „ერთ-ერთი ბიულეტენი მიჩნეული იქნა საეჭვოდ, გადადებული იქნა გვერდზე, რომ კომისიამ …

აურზაური ბათუმის #20 უბანზე – რატომ მივიდა პოლიცია ოთხჯერ ერთ მისამართზე

31 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმში, მე-20 საარჩევნო უბანთან პოლიცია დღეს ოთხჯერ მივიდა. ეს უბანი ბათუმში მე-9 სკოლის შენობაში მდებარეობს. ამავე მისამართზეა გახსნილი კიდევ ერთი, #21 საარჩევნო უბანი. პირველად პოლიცია მე-9 სკოლის შენობასთან დილას გამოჩნდა. აქ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენელი ხათუნა ბერიძე ადგილზე მყოფი მოქალაქეები. დაპირისპირების მიზეზი გახდა #21 უბანზე მოსული …

„ოცნება“ – 41%, „ენმ“ – 33%, – „მთავარი არხის“ ეგზიტპოლი

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და შესაბამისად, ტელეკომპანიებმა დაიწყეს ეგზიტპოლების გამოქვეყნება. „მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“ – 41%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 33%; „ევროპული საქართველო“ – 5%; „ლელო“ – 4%; „ლეიბორისტული პარტია“ – 2%; „გირჩი“ – 3% „სტრატეგია აღმაშენებლი“ …

ოცნება – 55%, ენმ – 23% – „იმედის” ეგზიტპოლი 18 საათის მდგომარეობით

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობით ამორმჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: „ქართულმა ოცნება“ – 55% ნაციონალური მოძრაობა – 23% „ევროპული საქართველო“ – 3% ლელო – 3% პატრიოტთა ალიანსი – 3% სტრატეგია აღმაშნებელი – 3% გირჩი – 3% ლეიბორისტები – 1% ნინო ბურჯანაძე/ერთიანი საქართველო – 1% მოქალაქეები – …

„თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებ“ – წულუკიძე

ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სპორტსმენის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, ის და მისი მხარდამჭერები, მეგობარი სპორტსმენები და ნათესავები, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდებიან უბნებს გარეთ დაიცვან ხალხის არჩევანი. „გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ხმებს, თუ იქნება რამე კონფლიქტი, ჩვენც მზად ვართ, რომ გავმუხტოთ სიტუაცია,“ – განაცხადა მან. „ცდილობენ რაღაც პროვოკაციები მოაწყონ, ჩვენ ვცდილობთ, რომ უბნებზე რამე ჩაშლები და ასე …

წულუკიძეების პასუხი თორნიკე რიჟვაძეს – რა შემთხვევაში იგეგმება აქცია ბათუმში

დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. სავარაუდოდ, აჭარის მთავრობა გულისხმობდა ფირუზ წულუკიძეს და მის მხარდამჭერებს. ფირუზ წულუკიძე ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმაა, რომლის გათავისუფლების მოთხოვნით აჭარაში პერიოდულად იმართება აქციები. ამავე თემაზე: თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება“ ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ …

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, საარჩევნო უბნის გარეთ. საუბნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წინ მოქალაქე ხმამაღლა პრეტენზიას გამოხატავდა. მან საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. „მას ორმა ბიჭმა მიაყენა შეურაცხყოფა და მე ჩავერიე. ვკითხე, რატომ ეუბნებოდნენ …

ბათუმში ამომრჩეველმა გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი საარჩევნო სიაში ნახა

ბათუმის 86-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი ნახა საარჩევნო სიაში. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მიაწოდეს, ისმის, როგორ აპროტესტებს მოქალაქე გარდაცვლილი ოჯახის წევრის სიაში ყოფნას. „ბათუმელები“ 86-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. „მე იუსტიციის სახლში არ ვმუშაობ, ჩვენთან მოდის სიები. ეს ბატონი უნდა მიბრძანდეს თვითონ იუსტიციის სახლში და მიიტანოს ოჯახის …

რიგები ბათუმში საარჩევნო უბნებთან [ფოტო]

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში საარჩევნო უბნებთან დილიდან ხალხმრავლობა შეიმჩნევა. ხშირ შემთხვევაში ჭირს დისტანციის დაცვა. ამორმჩევლები პირბადით აძლევენ ხმას.

Exit mobile version