მთავარი,სიახლეები

ბათუმში ამომრჩეველმა გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი საარჩევნო სიაში ნახა

31.10.2020 • 2021
ბათუმში ამომრჩეველმა გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი საარჩევნო სიაში ნახა

ბათუმის 86-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი ნახა საარჩევნო სიაში. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მიაწოდეს, ისმის, როგორ აპროტესტებს მოქალაქე გარდაცვლილი ოჯახის წევრის სიაში ყოფნას.

„ბათუმელები“ 86-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. „მე იუსტიციის სახლში არ ვმუშაობ, ჩვენთან მოდის სიები. ეს ბატონი უნდა მიბრძანდეს თვითონ იუსტიციის სახლში და მიიტანოს ოჯახის წევრის გარდაცვალების მოწმობა, რომ ამოიღონ სიიდან“ – გვითხრა მან. მისივე თმით, აღნიშნულის შესახებ საჩივარი უბანზე არ დაწერილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: